სახალხო დამცველის ინფორმაციით, ის ესაუბრა შინაგან საქმეთა სამინისტროს გმირთა მოედანზე დაკავებულ ახალგაზრდასთან დაკავშირებით, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.
"მე ვესაუბრე კონსტანტინე თოხაძის დედას, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროსაც და ავუხსენით, რომ მას აქვს ეპილეფსია და მას სჭირდება სპეციალური მოვლა. იმედია, მის მიმართ სხვა ტიპის დამოკიდებულება იქნება გამოჩენილი. როგორც კი გვექნება ინფორმაცია, რომელ იზოლატორშია, მაშინვე გადავცემთ მის მშობლებს ინფორმაცია" - თქვა ლევან იოსელიანმა "ტვ პირველის" ეთერში.
დაკავებისას ერთ-ერთმა აქტივისტმა თქვა, რომ ეპილეფსია ჰქონდა და მოუწოდა სამართალდამცველებს ეს გაეთვალისწინებინათ. ცოტა ხნის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული ახალგაზრდა კონსტანტინე თოხაძეა.
განახლება:
რამდენიმე წუთის წინ ომბუდსმენმა "ტვ პირველს" უთხრა, რომ კონსტანტინე თოხაძე უკვე თავისუფალია.
წაიკითხეთ ასევე:
ნახეთ კონსტანტინე თოხაძის დაკავების კადრები