მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფინანსური და სამოგზაურო შეზღუდვები აშშ-ისგან? რა თქვა ჯიმ ობრაიენმა - "თუ კანონი წინ წავა, ვიხილავთ შეზღუდვებს პასუხისმგებელ პირებსა და მათი ოჯახის წევრებზე"
ფინანსური და სამოგზაურო შეზღუდვები აშშ-ისგან? რა თქვა ჯიმ ობრაიენმა - "თუ კანონი წინ წავა, ვიხილავთ შეზღუდვებს პასუხისმგებელ პირებსა და მათი ოჯახის წევრებზე"

თუ ეს კა­ნო­ნი წინ წავა ისე, რომ შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში არ მოვა ევ­რო­კავ­ში­რის ნორ­მებ­თან და ძირი გა­მო­ე­თხრე­ბა დე­მოკ­რა­ტი­ას, იქ­ნე­ბა მშვი­დო­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრან­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ძა­ლა­დო­ბა, მა­შინ ჩვენ ვი­ხი­ლავთ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მიერ და­წე­სე­ბულ შე­ზღუდ­ვებს, იქ­ნე­ბა ეს ფი­ნან­სუ­რი თუ სა­მოგ­ზა­უ­რო შე­ზღუდ­ვე­ბი იმ პი­რებ­ზე და მათი ოჯა­ხის წევ­რებ­ზე, რომ­ლე­ბიც პა­სუ­ხის­მგებ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან ამ ქმე­დე­ბებ­ზე , - ამის შე­სა­ხებ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის თა­ნა­შემ­წემ ევ­რო­პი­სა და ევ­რა­ზი­ის სა­კი­თხებ­ში ჯიმ ობ­რა­ი­ენ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

  • მისი თქმით, თუ დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბი გაგ­რძელ­დე­ბა, ის უნდა იყოს მშვი­დო­ბი­ა­ნი და ასე­ვე, პა­სუ­ხის­გე­ბა­ში უნდა მი­ეც­ნენ პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მშვი­დო­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრან­ტე­ბის და­ში­ნე­ბა­ში იქ­ნე­ბი­ან ბრალ­დე­ბულ­ნი.

"თუ დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბი გაგ­რძელ­დე­ბა, გვსურს, რომ ის მშვი­დო­ბი­ა­ნი იყოს და გვსურს, რომ პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა იყოს მშვი­დო­ბი­ა­ნი, გვინ­და, რომ არ იყოს და­ში­ნე­ბის ფაქ­ტე­ბი დე­მონ­სტრან­ტე­ბი­სა თუ სხვე­ბის, იქ­ნე­ბა ეს თა­ვად აქ­ცი­ა­ზე, მათ სახ­ლებ­ში თუ მათი ქო­ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, რო­გორც ეს იყო უკა­ნას­კნე­ლი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. და­ში­ნე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი უნდა მო­ი­ძებ­ნონ და სა­მარ­თალ­ში იქ­ნან მი­ცე­მულ­ნი.

თუ კა­ნო­ნი წინ წა­ი­წევს ევ­რო­კავ­ში­რის ნორ­მებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბის გა­რე­შე და თუ ამ­გვა­რი რი­ტო­რი­კა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­სა და სხვა პარტნი­ო­რე­ბის მი­სა­მარ­თით გაგ­რძელ­დე­ბა, ვფიქ­რობ, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი რის­კის ქვეშ დად­გე­ბა. რამ­დე­ნი­მე მა­გა­ლითს შე­მოგ­თა­ვა­ზებთ - ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს აქვს, და­ახ­ლო­ე­ბით, 319 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის დახ­მა­რე­ბა, რომ­ლის და­ხარ­ჯვა­საც ვგეგ­მავთ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან, ნა­ხე­ვარს სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბის­თვის, მე­სა­მე­დის და­ხარ­ჯვას ვგეგ­მავთ ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო პრო­ექ­ტე­ბი­სა და ასე­ვე ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის. ყვე­ლა­ფე­რი ეს უნდა გა­და­ი­ხე­დოს, თუ ჩვენ ახლა გან­ვი­ხი­ლე­ბით რო­გორც მო­წი­ნა­აღ­მდე­გე და არა პარტნი­ო­რე­ბი. და თუ ეს კა­ნო­ნი წინ წავა ისე, რომ შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში არ მოვა ევ­რო­კავ­ში­რის ნორ­მებ­თან და ძირი გა­მო­ე­თხრე­ბა დე­მოკ­რა­ტი­ას, იქ­ნე­ბა ძა­ლა­დო­ბა მშვი­დო­ბი­ა­ნი პრო­ტეს­ტან­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, მა­შინ ჩვენ ვი­ხი­ლავთ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მიერ და­წე­სე­ბულ შე­ზღუდ­ვებს, იქ­ნე­ბა ეს ფი­ნან­სუ­რი თუ სა­მოგ­ზა­უ­რო შე­ზღუდ­ვე­ბი იმ პი­რებ­ზე­და მათი ოჯა­ხის წევ­რებ­ზე, რომ­ლე­ბიც პა­სუ­ხის­მგებ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან ამ ქმე­დე­ბებ­ზე“,- გა­ნა­ცხა­და ობ­რა­ი­ენ­მა.

მი­სი­ვე თქმით, აშშ-ს სურს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ჰქონ­დეს გან­გრძო­ბი­თი მშვი­დო­ბი­ა­ნი გზა ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ნა­ტოს­კენ.

„ამ რა­ღა­ცებს იმი­ტომ არ ვამ­ბობ, რომ მსურს ეს მოხ­დეს, არა­მედ მსურს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ჰქონ­დეს გან­გრძო­ბი­თი მშვი­დო­ბი­ა­ნი გზა ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ნა­ტოს­კენ. იმე­დი გვაქვს, რომ ამ გზა­ზე კვლავ და­ი­წყე­ბა დღეს სი­ა­რუ­ლი და თუ ასე არ მოხ­დე­ბა, მა­შინ აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხებს ძა­ლი­ან სწრა­ფად გა­დავ­ხე­დავთ”, - აცხა­დებს ის.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
ავტორი:

ფინანსური და სამოგზაურო შეზღუდვები აშშ-ისგან? რა თქვა ჯიმ ობრაიენმა - "თუ კანონი წინ წავა, ვიხილავთ შეზღუდვებს პასუხისმგებელ პირებსა და მათი ოჯახის წევრებზე"

ფინანსური და სამოგზაურო შეზღუდვები აშშ-ისგან? რა თქვა ჯიმ ობრაიენმა - "თუ კანონი წინ წავა, ვიხილავთ შეზღუდვებს პასუხისმგებელ პირებსა და მათი ოჯახის წევრებზე"

თუ ეს კანონი წინ წავა ისე, რომ შესაბამისობაში არ მოვა ევროკავშირის ნორმებთან და ძირი გამოეთხრება დემოკრატიას, იქნება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა, მაშინ ჩვენ ვიხილავთ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ შეზღუდვებს, იქნება ეს ფინანსური თუ სამოგზაურო შეზღუდვები იმ პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე, რომლებიც პასუხისმგებლები იქნებიან ამ ქმედებებზე , - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ობრაიენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

  • მისი თქმით, თუ დემონსტრაციები გაგრძელდება, ის უნდა იყოს მშვიდობიანი და ასევე, პასუხისგებაში უნდა მიეცნენ პირები, რომლებიც მშვიდობიანი დემონსტრანტების დაშინებაში იქნებიან ბრალდებულნი.

"თუ დემონსტრაციები გაგრძელდება, გვსურს, რომ ის მშვიდობიანი იყოს და გვსურს, რომ პოლიციის წარმომადგენლობა იყოს მშვიდობიანი, გვინდა, რომ არ იყოს დაშინების ფაქტები დემონსტრანტებისა თუ სხვების, იქნება ეს თავად აქციაზე, მათ სახლებში თუ მათი ქონების საწინააღმდეგოდ, როგორც ეს იყო უკანასკნელი დღეების განმავლობაში. დაშინებაზე პასუხისმგებელი ადამიანები უნდა მოიძებნონ და სამართალში იქნან მიცემულნი.

თუ კანონი წინ წაიწევს ევროკავშირის ნორმებთან შესაბამისობის გარეშე და თუ ამგვარი რიტორიკა ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა პარტნიორების მისამართით გაგრძელდება, ვფიქრობ, ურთიერთობები რისკის ქვეშ დადგება. რამდენიმე მაგალითს შემოგთავაზებთ - ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს, დაახლოებით, 319 მილიონი დოლარის დახმარება, რომლის დახარჯვასაც ვგეგმავთ საქართველოს ხელისუფლებასთან, ნახევარს სამხედრო დახმარებისთვის, მესამედის დახარჯვას ვგეგმავთ ეკონომიკური განვითარებისთვის საჭირო პროექტებისა და ასევე ინსტიტუციების მშენებლობისთვის და სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ყველაფერი ეს უნდა გადაიხედოს, თუ ჩვენ ახლა განვიხილებით როგორც მოწინააღმდეგე და არა პარტნიორები. და თუ ეს კანონი წინ წავა ისე, რომ შესაბამისობაში არ მოვა ევროკავშირის ნორმებთან და ძირი გამოეთხრება დემოკრატიას, იქნება ძალადობა მშვიდობიანი პროტესტანტების წინააღმდეგ, მაშინ ჩვენ ვიხილავთ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ შეზღუდვებს, იქნება ეს ფინანსური თუ სამოგზაურო შეზღუდვები იმ პირებზედა მათი ოჯახის წევრებზე, რომლებიც პასუხისმგებლები იქნებიან ამ ქმედებებზე“,- განაცხადა ობრაიენმა.

მისივე თქმით, აშშ-ს სურს, რომ საქართველოს ჰქონდეს განგრძობითი მშვიდობიანი გზა ევროკავშირისა და ნატოსკენ.

„ამ რაღაცებს იმიტომ არ ვამბობ, რომ მსურს ეს მოხდეს, არამედ მსურს, რომ საქართველოს ჰქონდეს განგრძობითი მშვიდობიანი გზა ევროკავშირისა და ნატოსკენ. იმედი გვაქვს, რომ ამ გზაზე კვლავ დაიწყება დღეს სიარული და თუ ასე არ მოხდება, მაშინ აღნიშნულ საკითხებს ძალიან სწრაფად გადავხედავთ”, - აცხადებს ის.

წაიკითხეთ ასევე: