მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ ეტაპზე, ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციები არ არის - ფაქტია, ასეთი გავლენიანი ადამიანი არასწორად არის ინფორმირებული, რაც სამწუხაროა" - ჯიმ ობრაიენი
"ამ ეტაპზე, ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციები არ არის - ფაქტია, ასეთი გავლენიანი ადამიანი არასწორად არის ინფორმირებული, რაც სამწუხაროა" - ჯიმ ობრაიენი

ამ ეტაპ­ზე, მის მი­მართ სან­ქცი­ე­ბი არ არის - ფაქ­ტი, რომ ასე­თი გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი არას­წო­რად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია, ნამ­დვი­ლად გა­სა­ო­ცა­რი და სამ­წუ­ხა­როა ,- ამის შე­სა­ხებ ევ­რო­პი­სა და ევ­რა­ზი­ის სა­კი­თხებ­ში, აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის თა­ნა­შემ­წემ, ჯიმ ობ­რა­ი­ენ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბას, რომ ივა­ნიშ­ვილ­მა მას­თან შეხ­ვედ­რა­ზე უარი იმ მი­ზე­ზით თქვა, რომ დე ფაქ­ტო სან­ქცი­ე­ბის ქვე­შაა.

რო­გორც ობ­რა­ი­ენ­მა გა­ნა­ცხა­და, და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი მი­ზე­ზი ნიშ­ნავს იმას, რომ „პი­რა­დი ინ­ტე­რე­სი და­ა­ყე­ნო ქვეყ­ნის იმ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა­ზე წინ, რო­მე­ლიც გა­წე­რი­ლია კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში“.

"კა­ნო­ნის გან­ხილ­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გვქონ­და წი­ნას­წა­რი კავ­ში­რი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან, მი­ვიწ­ვი­ეთ აშშ-ში. იყო ,ასე­ვე, შეხ­ვედ­რე­ბი ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მხრი­დან. სა­ნამ აქ ჩა­მო­ვი­დო­დით, გა­მოვ­თქვით ბა­ტონ ივა­ნიშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რის სურ­ვი­ლი. პა­სუ­ხი იყო ასე­თი, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი იმ­ყო­ფე­ბა დე ფაქ­ტო სან­ქცი­ებ­ზე. ამ ეტაპ­ზე მის მი­მართ სან­ქცი­ე­ბი არ არის. ის ფაქ­ტი, რომ ასე­თი გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი არის არას­წო­რად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი, ნამ­დვი­ლად გა­სა­ო­ცა­რი და სამ­წუ­ხა­როა. მი­ზე­ზი, რის გა­მოც ადა­მი­ან­მა შე­იძ­ლე­ბა უარი გა­ნა­ცხა­დოს ქვეყ­ნის პარტნი­ორ­თან შეხ­ვედ­რა­ზე გარ­კვე­ულ­წი­ლად ნიშ­ნავს, რომ პი­რა­დი ინ­ტე­რე­სი და­ა­ყე­ნო ქვეყ­ნის იმ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა­ზე წინ, რო­მე­ლიც გა­წე­რი­ლია კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში. სწო­რედ ამი­ტომ ვამ­ბობ, რომ კა­ნო­ნის შე­სა­ხებ მსჯე­ლო­ბა და სა­უ­ბა­რი მხო­ლოდ ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბაა. თუმ­ცა ძა­ლი­ან სა­გუ­ლის­ხმოა და უნდა შე­ვე­ცა­დოთ, რომ არ უნდა შე­იც­ვა­ლოს ის ნა­ყო­ფი­ე­რი და კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, რაც ჩვენს შო­რის არ­სე­ბობს“,- გა­ნა­ცხა­და ობ­რა­ი­ენ­მა.

  • მისი თქმით, უცხო­უ­რი და­ფი­ნან­სე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის კუ­თხით სა­ქარ­თვე­ლო უნდა იყოს შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში იმას­თან, რაც არის ევ­რო­კავ­შირ­ში და ტრან­სატ­ლან­ტი­კურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში - არც თა­ვად პრო­ცე­სი და არც კა­ნო­ნი ახლა სტან­დარ­ტებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში არ არის.

"ახ­ლა­ხან და­ვას­რუ­ლე მთე­ლი დღის შეხ­ვედ­რე­ბი. შევ­ხვდი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნისტრს, პრე­ზი­დენტს. პარ­ლა­მენ­ტის სპი­კერს, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს და ახლა აქ ვიმ­ყო­ფე­ბი. ჩემი ვი­ზი­ტის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი გახ­ლავთ ის, რომ ჩვენ ამე­რი­კა და ამე­რი­კე­ლე­ბი ვა­ფა­სებთ სა­ქარ­თვე­ლოს­თან ჩვენ ურ­თი­ერ­თო­ბას და ჩვენს სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რო­ბას. ბოლო პე­რი­ოდ­ში გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ჩვენ გვა­ინ­ტე­რე­სებ­და ეს სტრა­ტე­გი­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და ურ­თი­ერ­თო­ბა გა­ზი­ა­რე­ბუ­ლია თუ არა სა­ქარ­თვე­ლოს მიერ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბა მრა­ვალ წელს ით­ვლის და 1992 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს გვერ­დით ვდგა­ვართ.

გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ ინ­ვეს­ტი­ცია, დახ­მა­რე­ბა 6 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის ოდე­ნო­ბით. ეს შე­ე­ხე­ბო­და ბევრ სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბას, ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბას თავ­დაც­ვას, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სხვა­დას­ხვა შტო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას და ა.შ. 30 წელ­ზე მე­ტია, ამე­რი­კა ძა­ლი­ან ძლი­ე­რი პარტნი­ო­რია სა­ქარ­თვე­ლო­სი და ჩვენ იმე­დი გვაქვს, რომ ამას გა­ვაგ­რძე­ლებთ. გან­სა­კუთ­რე­ბით ვა­ფა­სებთ ამ ურ­თი­ერ­თო­ბას მა­შინ, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლომ გა­და­წყვი­ტა, და­ახ­ლო­ე­ბო­და ევ­რო­კავ­შირს და ტრან­სატ­ლან­ტი­კურ გა­ერ­თი­ა­ნე­ბას. ეს იყო "ქარ­თუ­ლი ოცე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რომ­ლის პე­რი­ოდ­შიც სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში და­ფიქ­სირ­და სა­ქარ­თვე­ლოს სწრაფ­ვა ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის­კენ. ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ, რომ ვე­დე­ქით და ვდგა­ვართ სა­ქარ­თვე­ლოს გვერ­დით, მათ შო­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და ვა­მა­ყობთ, რომ გა­ვაგ­რძე­ლოთ ეს მხარ­და­ჭე­რა და დახ­მა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვალ გზა­ზე. რო­დე­საც აქ ჩა­მო­ვე­დი, და­მაბ­ნე­ვე­ლი იყო, რომ ორი სხვა­დას­ხვა ტი­პის სა­უ­ბა­რი იყო. ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბა ეხე­ბა კა­ნონს, რო­მე­ლიც შე­ე­ხე­ბა უცხო­ურ გავ­ლე­ნას. ე

რთი მი­მარ­თუ­ლე­ბა ისაა, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გამჭვირ­ვა­ლო­ბა ზო­გა­დად და­ფი­ნან­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამ­ბო­ბენ, რომ ზო­გი­ერ­თი და­სავ­ლე­ლი დამ­ფი­ნან­სე­ბე­ლი, არ არის ისე­თი გამჭვირ­ვა­ლე, რო­გო­რიც უნდა იყოს. რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენს მო­საზ­რე­ბას ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, ვამ­ბობთ, რომ ასე­თი სა­კი­თხე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო უნდა იყოს შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში იმას­თან, რაც არის ევ­რო­კავ­შირ­ში და ტრან­სატ­ლან­ტი­კურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. თუმ­ცა უნდა აღ­ვნიშ­ნოთ, რომ არც თა­ვად პრო­ცე­სი და არც კა­ნო­ნი არ არის შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში იმ სტან­დარ­ტებ­თან, რაც არის ევ­რო­კავ­შირ­ში და რაც მო­ი­თხო­ვე­ბა. იმე­დი გვაქვს, რომ ვი­ხი­ლავთ ამ სა­კი­თხის ისეთ გან­ხილ­ვას, რო­მე­ლიც შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში იქ­ნე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის მო­თხოვ­ნებ­თან. მა­ნამ­დეც ძა­ლი­ან მკა­ფი­ოდ აღ­ვნიშ­ნეთ, რომ ეს ნა­ბი­ჯე­ბი მა­ნამ­დე უნდა გა­დად­გმუ­ლი­ყო და იქ­ნე­ბო­და გარ­კვე­უ­ლი შე­დე­გი, თუკი ეს კა­ნო­ნი მი­ი­ღე­ბო­და, რა სი­ტუ­ა­ცი­ა­შიც ახლა ვიმ­ყო­ფე­ბით. რად­გა­ნაც სა­ქარ­თვე­ლოს სურ­ვი­ლი არის ევ­რო­კავ­ში­რის­კენ და ნატო-სკენ სწრაფ­ვა, შე­სა­ბა­მი­სად, არ­სე­ბობს გარ­კვე­უ­ლი წე­სე­ბი, სტან­დარ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს გა­აჩ­ნია. აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნო­ნი უნდა იყოს ამ წე­სებ­თან და სტან­დარ­ტებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში", - გა­ნა­ცხა­და ო'ბრა­ი­ენ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, "იყო ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მი­მართ თხოვ­ნა ჯე­იმს ო’ბრა­ი­ან­თან შეხ­ვედ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა­ზეც ივა­ნიშ­ვილ­მა უა­რით უპა­სუ­ხა". მისი თქმით, შან­ტა­ჟის ქვეშ ის შეხ­ვედ­რას ვერ გა­მარ­თავს.

"იყო ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მი­მართ თხოვ­ნა შეხ­ვედ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა­ზეც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა უა­რით უპა­სუ­ხა. ამას თა­ვი­სი ახ­სნა და გან­მარ­ტე­ბა ჰქონ­და. ასე­ვე იყო გა­სუ­ლი თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც სხვა უცხო­ელ დიპ­ლო­მა­ტებს და პო­ლი­ტი­კო­სებ­საც უთხრა უარი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა შეხ­ვედ­რა­ზე. ამა­ზე ინ­ფორ­მა­ცია მაქვს იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მე მთხოვ­დნენ ხოლ­მე ამ სა­კი­თხე­ბის შე­თან­ხმე­ბას. ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში უა­რის მი­ზე­ზი იყო ერთი და იგი­ვე. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი აცხა­დებ­და, რომ ისე­დაც არის დე-ფაქ­ტო სან­ქცი­ე­ბის ქვეშ“,- გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

"ამ ეტაპზე, ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციები არ არის - ფაქტია, ასეთი გავლენიანი ადამიანი არასწორად არის ინფორმირებული, რაც სამწუხაროა" - ჯიმ ობრაიენი

"ამ ეტაპზე, ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციები არ არის - ფაქტია, ასეთი გავლენიანი ადამიანი არასწორად არის ინფორმირებული, რაც სამწუხაროა" - ჯიმ ობრაიენი

ამ ეტაპზე, მის მიმართ სანქციები არ არის - ფაქტი, რომ ასეთი გავლენიანი ადამიანი არასწორად ინფორმირებულია, ნამდვილად გასაოცარი და სამწუხაროა ,- ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ობრაიენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ივანიშვილმა მასთან შეხვედრაზე უარი იმ მიზეზით თქვა, რომ დე ფაქტო სანქციების ქვეშაა.

როგორც ობრაიენმა განაცხადა, დასახელებული მიზეზი ნიშნავს იმას, რომ „პირადი ინტერესი დააყენო ქვეყნის იმ ვალდებულებაზე წინ, რომელიც გაწერილია კონსტიტუციაში“.

"კანონის განხილვებთან დაკავშირებით გვქონდა წინასწარი კავშირი პრემიერ-მინისტრთან, მივიწვიეთ აშშ-ში. იყო ,ასევე, შეხვედრები ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან. სანამ აქ ჩამოვიდოდით, გამოვთქვით ბატონ ივანიშვილთან შეხვედრის სურვილი. პასუხი იყო ასეთი, რომ ივანიშვილი იმყოფება დე ფაქტო სანქციებზე. ამ ეტაპზე მის მიმართ სანქციები არ არის. ის ფაქტი, რომ ასეთი გავლენიანი ადამიანი არის არასწორად ინფორმირებული, ნამდვილად გასაოცარი და სამწუხაროა. მიზეზი, რის გამოც ადამიანმა შეიძლება უარი განაცხადოს ქვეყნის პარტნიორთან შეხვედრაზე გარკვეულწილად ნიშნავს, რომ პირადი ინტერესი დააყენო ქვეყნის იმ ვალდებულებაზე წინ, რომელიც გაწერილია კონსტიტუციაში. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ კანონის შესახებ მსჯელობა და საუბარი მხოლოდ ერთი მიმართულებაა. თუმცა ძალიან საგულისხმოა და უნდა შევეცადოთ, რომ არ უნდა შეიცვალოს ის ნაყოფიერი და კონსტრუქციული თანამშრომლობა, რაც ჩვენს შორის არსებობს“,- განაცხადა ობრაიენმა.

  • მისი თქმით, უცხოური დაფინანსების რეგულირების კუთხით საქართველო უნდა იყოს შესაბამისობაში იმასთან, რაც არის ევროკავშირში და ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში - არც თავად პროცესი და არც კანონი ახლა სტანდარტებთან შესაბამისობაში არ არის.

"ახლახან დავასრულე მთელი დღის შეხვედრები. შევხვდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, პრეზიდენტს. პარლამენტის სპიკერს, სამოქალაქო საზოგადოებას, ოპოზიციის წარმომადგენლებს და ახლა აქ ვიმყოფები. ჩემი ვიზიტის მთავარი მიზანი გახლავთ ის, რომ ჩვენ ამერიკა და ამერიკელები ვაფასებთ საქართველოსთან ჩვენ ურთიერთობას და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას. ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებების შედეგად, ჩვენ გვაინტერესებდა ეს სტრატეგიული თანამშრომლობა და ურთიერთობა გაზიარებულია თუ არა საქართველოს მიერ. მოგეხსენებათ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა მრავალ წელს ითვლის და 1992 წლიდან მოყოლებული, საქართველოს გვერდით ვდგავართ.

განვახორციელეთ ინვესტიცია, დახმარება 6 მილიარდი დოლარის ოდენობით. ეს შეეხებოდა ბევრ სხვადასხვა მიმართულებას, ქვეყნის განვითარებას თავდაცვას, ხელისუფლების სხვადასხვა შტოების განვითარებას და ა.შ. 30 წელზე მეტია, ამერიკა ძალიან ძლიერი პარტნიორია საქართველოსი და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამას გავაგრძელებთ. განსაკუთრებით ვაფასებთ ამ ურთიერთობას მაშინ, როდესაც საქართველომ გადაწყვიტა, დაახლოებოდა ევროკავშირს და ტრანსატლანტიკურ გაერთიანებას. ეს იყო "ქართული ოცების" ხელისუფლება, რომლის პერიოდშიც საქართველოს კონსტიტუციაში დაფიქსირდა საქართველოს სწრაფვა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. ძალიან ვამაყობ, რომ ვედექით და ვდგავართ საქართველოს გვერდით, მათ შორის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და ვამაყობთ, რომ გავაგრძელოთ ეს მხარდაჭერა და დახმარება საქართველოს მომავალ გზაზე. როდესაც აქ ჩამოვედი, დამაბნეველი იყო, რომ ორი სხვადასხვა ტიპის საუბარი იყო. ერთი მიმართულება ეხება კანონს, რომელიც შეეხება უცხოურ გავლენას. ე

რთი მიმართულება ისაა, რომ მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა ზოგადად დაფინანსებასთან დაკავშირებით. ამბობენ, რომ ზოგიერთი დასავლელი დამფინანსებელი, არ არის ისეთი გამჭვირვალე, როგორიც უნდა იყოს. რაც შეეხება ჩვენს მოსაზრებას ამ საკითხთან დაკავშირებით, ვამბობთ, რომ ასეთი საკითხების რეგულირებაში საქართველო უნდა იყოს შესაბამისობაში იმასთან, რაც არის ევროკავშირში და ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ არც თავად პროცესი და არც კანონი არ არის შესაბამისობაში იმ სტანდარტებთან, რაც არის ევროკავშირში და რაც მოითხოვება. იმედი გვაქვს, რომ ვიხილავთ ამ საკითხის ისეთ განხილვას, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროკავშირის მოთხოვნებთან. მანამდეც ძალიან მკაფიოდ აღვნიშნეთ, რომ ეს ნაბიჯები მანამდე უნდა გადადგმულიყო და იქნებოდა გარკვეული შედეგი, თუკი ეს კანონი მიიღებოდა, რა სიტუაციაშიც ახლა ვიმყოფებით. რადგანაც საქართველოს სურვილი არის ევროკავშირისკენ და ნატო-სკენ სწრაფვა, შესაბამისად, არსებობს გარკვეული წესები, სტანდარტები, რომლებიც ამ ორგანიზაციებს გააჩნია. აღნიშნული კანონი უნდა იყოს ამ წესებთან და სტანდარტებთან შესაბამისობაში", - განაცხადა ო'ბრაიენმა.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძის განცხადებით, "იყო ბიძინა ივანიშვილის მიმართ თხოვნა ჯეიმს ო’ბრაიანთან შეხვედრასთან დაკავშირებით, რაზეც ივანიშვილმა უარით უპასუხა". მისი თქმით, შანტაჟის ქვეშ ის შეხვედრას ვერ გამართავს.

"იყო ბიძინა ივანიშვილის მიმართ თხოვნა შეხვედრასთან დაკავშირებით, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა უარით უპასუხა. ამას თავისი ახსნა და განმარტება ჰქონდა. ასევე იყო გასული თვეების განმავლობაში შემთხვევები, როდესაც სხვა უცხოელ დიპლომატებს და პოლიტიკოსებსაც უთხრა უარი ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრაზე. ამაზე ინფორმაცია მაქვს იქიდან გამომდინარე, რომ მე მთხოვდნენ ხოლმე ამ საკითხების შეთანხმებას. ყველა შემთხვევაში უარის მიზეზი იყო ერთი და იგივე. ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ ისედაც არის დე-ფაქტო სანქციების ქვეშ“,- განაცხადა კობახიძემ.

წაიკითხეთ ასევე: