მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ პატარა მშიშარა ბიჭებს წარმოდგენა არ აქვთ, ხვალ რა დავალებას მიიღებენ, რადგან ივანიშვილი ერთს ფიქრობს, მეორეს ამათ ავალებს" - გახარია
"ამ პატარა მშიშარა ბიჭებს წარმოდგენა არ აქვთ, ხვალ რა დავალებას მიიღებენ, რადგან ივანიშვილი ერთს ფიქრობს, მეორეს ამათ ავალებს" - გახარია

პრობ­ლე­მა არის ის, რომ ამ პა­ტა­რა მში­შა­რა ბი­ჭებს ["ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რე­ბი] წარ­მოდ­გე­ნა არ აქვთ, ხვალ რა და­ვა­ლე­ბას მი­ი­ღე­ბენ, იმი­ტომ, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი ერთს ფიქ­რობს, მე­ო­რეს ამათ ავა­ლებს და ალა­პა­რა­კებს და მე­სა­მეს სა­ერ­თოდ აკე­თებს, - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია „გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ლი­დე­რის, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას წე­რილ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

  • მი­სი­ვე თქმით, ეს კა­ნო­ნი ჯერ დღეს და­ამ­ტკი­ცეს, მაგ­რამ გუ­შინ, გუ­შინ­წინ და კი­დევ უფრო ადრე „ოც­ნე­ბა“ ამ კა­ნონს ფაქ­ტობ­რი­ვად უკვე ახორ­ცი­ე­ლებ­და, "რო­დე­საც, მა­გა­ლი­თად, ძა­ლა­დობ­დნენ ახალ­გაზ­რდებ­ზე აბ­სო­ლუ­ტუ­რად უმი­ზე­ზოდ ქუ­ჩა­ში".

"არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ კო­მენ­ტა­რე­ბის გა­კე­თე­ბას აზრი არ აქვს, მარ­ტი­ვი მი­ზე­ზის გამო, არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს რა მოხ­დე­ბა ვე­ტოს პი­რო­ბებ­ში. რა თქმა უნდა, ვე­ტოს ეტაპ­ზე ქვე­ყა­ნა ამ კა­ნო­ნის­გან უნდა და­ვიც­ვათ, მაგ­რამ ეფექ­ტი ამ კა­ნო­ნის მი­ღე­ბის ქვე­ყა­ნამ უკვე მი­ი­ღო, ქვე­ყა­ნა უკვე და­ზი­ან­და. ეს კა­ნო­ნი ჯერ დღეს და­ამ­ტკი­ცეს, მაგ­რამ გუ­შინ, გუ­შინ­წინ და კი­დევ უფრო ადრე "ოც­ნე­ბა" ამ კა­ნონს ფაქ­ტობ­რი­ვად უკვე ახორ­ცი­ე­ლებ­და, რო­დე­საც მა­გა­ლი­თად ძა­ლა­დობ­დნენ ახალ­გაზ­რდებ­ზე აბ­სო­ლუ­ტუ­რად უმი­ზე­ზოდ ქუ­ჩა­ში. ამი­ტომ "ოც­ნე­ბა" ახლა იმის­თვის, რომ ბუნ­დო­ვა­ნე­ბა და­ტო­ვოს, უბ­რა­ლოდ იტყუ­ე­ბა, ეს არის მიდ­გო­მა, რო­მელ­საც ისი­ნი ხში­რად იყე­ნე­ბენ, ძა­ლი­ან კარ­გად ვიცი, ეს რო­გორ ხდე­ბა, იმი­ტომ, რომ ყვე­ლას კარ­გად უნდა გვეს­მო­დეს მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა აქ რა არის. პრობ­ლე­მა არის ის, რომ ამ პა­ტა­რა მში­შა­რა ბი­ჭებს წარ­მოდ­გე­ნა არ აქვთ, ხვალ რა და­ვა­ლე­ბას მი­ი­ღე­ბენ, იმი­ტომ, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი ერთს ფიქ­რობს, მე­ო­რეს ამათ ავა­ლებს და ალა­პა­რა­კებს და მე­სა­მეს სა­ერ­თოდ აკე­თებს, ამი­ტომ აქ რა­ი­მე გო­ნი­ე­რი ან ადეკ­ვა­ტუ­რი ანა­ლი­ზის რე­სურ­სი აღარ არ­სე­ბობს, აქ ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლია ამ კა­ნო­ნის გაწ­ვე­ვა, ამ კა­ნო­ნის უკან წა­ღე­ბა, გა­მოს­ვლა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის წინ და თქმა, რომ „ბო­დი­ში, შეგ­ვე­შა­ლა“, - აღ­ნიშ­ნავს გი­ორ­გი გა­ხა­რია.

რო­გორც გა­ხა­რია ამ­ბობს, „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ უნდა თქვას, რომ შე­ე­შა­ლათ და ბო­დი­ში მო­ი­ხა­დონ, ბო­დი­ში მო­უ­ხა­დონ იმ მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლებ­საც დღეს ასე ექ­ცე­ვი­ან, და ამის შემ­დეგ უკვე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს ექ­ნე­ბათ იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ სა­ბო­ლო­ოდ გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­უ­ტა­ნონ.

რაც შე­ე­ხე­ბა ბო­ი­კო­ტის რე­ჟიმს, გა­ხა­რია აცხა­დებს, რომ ისი­ნი გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ ყვე­ლა­ფერს, მათ შო­რის ბო­ი­კოტ­საც, მაგ­რამ ყვე­ლა და­წყე­ბუ­ლი საქ­მე ჯერ ბო­ლომ­დე უნდა მი­იყ­ვა­ნონ.

"ჩვენ გვაქვს ძა­ლი­ან დიდი იმე­დი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ყვე­ლა ის პარ­ტია, რო­მელ­მაც დღეს გა­მო­ა­ცხა­და ბო­ი­კო­ტი, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ვე­ტოს პრო­ცეს­ში და­უდ­გე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს გვერ­დზე და იბ­რძო­ლებს ჩვენ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ვე­ტოს და­სა­ცა­ვად“, - აღ­ნიშ­ნავს გა­ხა­რია.

ამას­თან, რო­გორც ის გან­მარ­ტავს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ოპო­ზი­ცი­ის ნაც­ვლად პენ­სი­ა­ზე ხე­დავს, თუმ­ცა „თუ ასე გა­აგ­რძე­ლა, პენ­სი­ა­ზე გას­ვლაც გა­უ­ჭირ­დე­ბა“.

"ამ მო­ცე­მუ­ლო­ბას უკვე ვე­ღარ ვხე­დავ და კარგ შემ­თხვე­ვა­ში ვხე­დავ პენ­სი­ა­ზე და თუ ასე გა­აგ­რძე­ლა, მშვი­დად პენ­სი­ა­ზე გას­ვლაც გა­უ­ჭირ­დე­ბა“,- აცხა­დებს გი­ორ­გი გა­ხა­რია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"ამ პატარა მშიშარა ბიჭებს წარმოდგენა არ აქვთ, ხვალ რა დავალებას მიიღებენ, რადგან ივანიშვილი ერთს ფიქრობს, მეორეს ამათ ავალებს" - გახარია

"ამ პატარა მშიშარა ბიჭებს წარმოდგენა არ აქვთ, ხვალ რა დავალებას მიიღებენ, რადგან ივანიშვილი ერთს ფიქრობს, მეორეს ამათ ავალებს" - გახარია

პრობლემა არის ის, რომ ამ პატარა მშიშარა ბიჭებს ["ქართული ოცნების“ წევრები] წარმოდგენა არ აქვთ, ხვალ რა დავალებას მიიღებენ, იმიტომ, რომ ივანიშვილი ერთს ფიქრობს, მეორეს ამათ ავალებს და ალაპარაკებს და მესამეს საერთოდ აკეთებს, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას წერილშია აღნიშნული.

  • მისივე თქმით, ეს კანონი ჯერ დღეს დაამტკიცეს, მაგრამ გუშინ, გუშინწინ და კიდევ უფრო ადრე „ოცნება“ ამ კანონს ფაქტობრივად უკვე ახორციელებდა, "როდესაც, მაგალითად, ძალადობდნენ ახალგაზრდებზე აბსოლუტურად უმიზეზოდ ქუჩაში".

"არაადეკვატური ადამიანების შესახებ კომენტარების გაკეთებას აზრი არ აქვს, მარტივი მიზეზის გამო, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რა მოხდება ვეტოს პირობებში. რა თქმა უნდა, ვეტოს ეტაპზე ქვეყანა ამ კანონისგან უნდა დავიცვათ, მაგრამ ეფექტი ამ კანონის მიღების ქვეყანამ უკვე მიიღო, ქვეყანა უკვე დაზიანდა. ეს კანონი ჯერ დღეს დაამტკიცეს, მაგრამ გუშინ, გუშინწინ და კიდევ უფრო ადრე "ოცნება" ამ კანონს ფაქტობრივად უკვე ახორციელებდა, როდესაც მაგალითად ძალადობდნენ ახალგაზრდებზე აბსოლუტურად უმიზეზოდ ქუჩაში. ამიტომ "ოცნება" ახლა იმისთვის, რომ ბუნდოვანება დატოვოს, უბრალოდ იტყუება, ეს არის მიდგომა, რომელსაც ისინი ხშირად იყენებენ, ძალიან კარგად ვიცი, ეს როგორ ხდება, იმიტომ, რომ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს მთავარი პრობლემა აქ რა არის. პრობლემა არის ის, რომ ამ პატარა მშიშარა ბიჭებს წარმოდგენა არ აქვთ, ხვალ რა დავალებას მიიღებენ, იმიტომ, რომ ივანიშვილი ერთს ფიქრობს, მეორეს ამათ ავალებს და ალაპარაკებს და მესამეს საერთოდ აკეთებს, ამიტომ აქ რაიმე გონიერი ან ადეკვატური ანალიზის რესურსი აღარ არსებობს, აქ ერთადერთი გამოსავალია ამ კანონის გაწვევა, ამ კანონის უკან წაღება, გამოსვლა საქართველოს მოქალაქეების წინ და თქმა, რომ „ბოდიში, შეგვეშალა“, - აღნიშნავს გიორგი გახარია.

როგორც გახარია ამბობს, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა თქვას, რომ შეეშალათ და ბოდიში მოიხადონ, ბოდიში მოუხადონ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც დღეს ასე ექცევიან, და ამის შემდეგ უკვე საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ იმის შესაძლებლობა, რომ საბოლოოდ განაჩენი გამოუტანონ.

რაც შეეხება ბოიკოტის რეჟიმს, გახარია აცხადებს, რომ ისინი გამოიყენებენ ყველაფერს, მათ შორის ბოიკოტსაც, მაგრამ ყველა დაწყებული საქმე ჯერ ბოლომდე უნდა მიიყვანონ.

"ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ის პარტია, რომელმაც დღეს გამოაცხადა ბოიკოტი, საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს პროცესში დაუდგება საქართველოს პრეზიდენტს გვერდზე და იბრძოლებს ჩვენთან ერთად საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს დასაცავად“, - აღნიშნავს გახარია.

ამასთან, როგორც ის განმარტავს, ბიძინა ივანიშვილს ოპოზიციის ნაცვლად პენსიაზე ხედავს, თუმცა „თუ ასე გააგრძელა, პენსიაზე გასვლაც გაუჭირდება“.

"ამ მოცემულობას უკვე ვეღარ ვხედავ და კარგ შემთხვევაში ვხედავ პენსიაზე და თუ ასე გააგრძელა, მშვიდად პენსიაზე გასვლაც გაუჭირდება“,- აცხადებს გიორგი გახარია.