ავტორი:

"საქართველოს მთავრობამ ნათელი გახადა, რომ ევროპულ მომავალში დაინტერესებული არ არის" - ჯიმ რიში

"საქართველოს მთავრობამ ნათელი გახადა, რომ ევროპულ მომავალში დაინტერესებული არ არის" - ჯიმ რიში

"დღეს, ამ კანონის მიღებით საქართველოს მთავრობამ ნათელი გახადა, რომ ევროპულ მომავალში დაინტერესებული არ არის" - ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ერთ-ერთი წევრი, ჯიმ რიში “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

“დღეს, იმ კანონის მიღებით, რომელიც ძალიან დააზიანებს სამოქალაქო საზოგადოებას, საქართველოს მთავრობამ ნათელი გახადა, რომ ევროპულ მომავალში დაინტერესებული არ არის. ეს ძლიერი სილის გაწნაა ქართველების 80%-ის სახეში, რომელთაც ევროკავშირში წევრობა სურს,” - წერს რიში.

ცნობისთვის, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი დამტკიცებულია. პარლამენტმა პროექტი მესამე მოსმენით 84 ხმით მიიღო.

წაიკითხეთ ასევე: