მსოფლიო
სამართალი

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიდი რაოდენობით პოლიციამ პარლამენტის ტერიტორია უკუსვლით დატოვა: იყო შეძახილები - როგორ ვითარდებოდა მოვლენები ბოლო საათებში (ფოტორეპორტაჟი)
დიდი რაოდენობით პოლიციამ პარლამენტის ტერიტორია უკუსვლით დატოვა: იყო შეძახილები - როგორ ვითარდებოდა მოვლენები ბოლო საათებში (ფოტორეპორტაჟი)
  • ფო­ტო­ე­ბი: ვანო გორ­გიშ­ვი­ლი, ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი, რო­მელ­თაც პარ­ლა­მენ­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია სრუ­ლად ჰქონ­დათ და­კა­ვე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ას უკუს­ვლით და­ტო­ვეს.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის ამ ქმე­დე­ბას შე­ძა­ხი­ლე­ბით შეხ­ვდნენ. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის ნა­წი­ლი სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის შე­ნო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით უკუს­ვლით მი­ვი­და.

რა ხდე­ბო­და მა­ნამ­დე რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე?

და­ახ­ლო­ე­ბით 16:00 სა­ა­თის­თვის ად­გილ­ზე ვი­თა­რე­ბა უკი­დუ­რე­სად და­ი­ძა­ბა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის წინ მიმ­დი­ნა­რე პრო­ტეს­ტის დროს, კი­დევ ორი პირი და­ა­კა­ვეს. ისი­ნი პო­ლი­ცი­ამ მა­შინ და­ა­კა­ვა, რო­დე­საც პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ზე სხვა­დას­ხვა ში­ნა­არ­სის წარ­წე­რებს აკე­თებ­დნენ.

პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი პარ­ლა­მენ­ტის წინა შე­სას­ვლელ­თან გა­და­ვიდ­ნენ, სა­დაც რკი­ნის ჯე­ბი­რე­ბია და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი. ისი­ნი პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად ჯე­ბი­რებ­ზე აბ­რა­ხუ­ნე­ბენ. ამის შემ­დეგ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ 9 აპ­რი­ლის ქუ­ჩა­ზე პო­ლი­ცი­ელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა გა­ზარ­და, ად­გილ­ზე მი­იყ­ვა­ნეს წყლის ჭავ­ლის მან­ქა­ნაც.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა და სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის წევ­რებ­მა პარ­ლა­მენ­ტის გვერ­დი­თა შე­სას­ვლე­ლე­ბი - ჭი­ჭი­ნა­ძი­სა და ჩი­ტა­ძის ქუ­ჩე­ბი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­გან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ისი­ნი ქაშ­ვე­თის ტა­ძარ­თან გა­ჩერ­დნენ, სა­დაც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა მათ წინ ე.წ. ცო­ცხა­ლი ჯაჭ­ვი გა­ა­კე­თეს.

რა გან­ცხა­დე­ბას გა­ავ­რცე­ლა შსს-მ?

"სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცია გას­ცდა შეკ­რე­ბი­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ნორ­მებს და მი­ი­ღო ძა­ლა­დობ­რი­ვი ხა­სი­ა­თი. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა და­ა­ზი­ა­ნეს პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი დამ­ცა­ვი ჯე­ბი­რი.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის არა­ერ­თი მო­წო­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი არ ემორ­ჩი­ლე­ბი­ან პო­ლი­ცი­ის კა­ნო­ნი­ერ მო­თხოვ­ნებს. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის აღ­დგე­ნის მიზ­ნით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი გა­მო­ი­ყე­ნა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­დებს აქ­ცი­ის ყვე­ლა მო­ნა­წი­ლეს, და­ე­მორ­ჩი­ლონ პო­ლი­ცი­ის კა­ნო­ნი­ერ მი­თი­თე­ბებს, არ და­უშ­ვან სი­ტუ­ა­ცი­ის ხე­ლოვ­ნუ­რად ეს­კა­ლა­ცია"

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

დიდი რაოდენობით პოლიციამ პარლამენტის ტერიტორია უკუსვლით დატოვა: იყო შეძახილები - როგორ ვითარდებოდა მოვლენები ბოლო საათებში (ფოტორეპორტაჟი)

დიდი რაოდენობით პოლიციამ პარლამენტის ტერიტორია უკუსვლით დატოვა: იყო შეძახილები - როგორ ვითარდებოდა მოვლენები ბოლო საათებში (ფოტორეპორტაჟი)
  • ფოტოები: ვანო გორგიშვილი, ინტერპრესნიუსი

სამართალდამცველები, რომელთაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია სრულად ჰქონდათ დაკავებული ტერიტორიას უკუსვლით დატოვეს.

აქციის მონაწილეები სამართალდამცავების ამ ქმედებას შეძახილებით შეხვდნენ. სამართალდამცავების ნაწილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შენობის მიმართულებით უკუსვლით მივიდა.

რა ხდებოდა მანამდე რუსთაველის გამზირზე?

დაახლოებით 16:00 საათისთვის ადგილზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. სამართალდამცველებმა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე პროტესტის დროს, კიდევ ორი პირი დააკავეს. ისინი პოლიციამ მაშინ დააკავა, როდესაც პარლამენტის შენობაზე სხვადასხვა შინაარსის წარწერებს აკეთებდნენ.

პროტესტის მონაწილეები პარლამენტის წინა შესასვლელთან გადავიდნენ, სადაც რკინის ჯებირებია დამონტაჟებული. ისინი პროტესტის ნიშნად ჯებირებზე აბრახუნებენ. ამის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 9 აპრილის ქუჩაზე პოლიციელთა რაოდენობა გაზარდა, ადგილზე მიიყვანეს წყლის ჭავლის მანქანაც.

სამართალდამცავებმა და სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა პარლამენტის გვერდითა შესასვლელები - ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩები აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს. ისინი ქაშვეთის ტაძართან გაჩერდნენ, სადაც აქციის მონაწილეებმა მათ წინ ე.წ. ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს.

რა განცხადებას გაავრცელა შსს-მ?

"საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი. აქციის მონაწილეებმა დააზიანეს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული დამცავი ჯებირი.

სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ ემორჩილებიან პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრომ კანონმდებლობით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები გამოიყენა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის ყველა მონაწილეს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მითითებებს, არ დაუშვან სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია"

წაიკითხეთ ასევე: