ნანუკა ჟორჟოლიანი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორ, ზვიად ხარაზიშვილ მეტსახელად „ხარებაზე“ წერს, რომ პირადად იცნობს და მისი მისამართით მიმართვას ავრცელებს
- ჩემდა სამწუხაროდ მე ვიცნობ ბატონ ხარებას. ესენი რომ "ნაცების" დამთავრებაზე გვესაუბრებიან, ბატონი ხარება სოდ-ის სპეცრაზმის უფროსი გახლდათ ამიტომ, მას პირადად მივმართავ. სპეცრაზმელები, რომ შენი შვილის ასაკის გოგოებს ნიღბებიდან შე ბოზოს ეძახიან, თმით ათრევენ, დედებს გვაგინებენ, სახეში დამიზნებით სპრეის გვასხამენ, შენი ბრძანებაა შე არასწორო კაცო.
რამდენი ხანიც არ უნდა გავიდეს, ვიფიცებ დედის სულს, ყველა ამ ბავშვის ჯიბრს ვიყრი შენზე. ქვეყნიდან გაქცევა რომ არ შველის, შენ ყველაზე კარგად იცი! მეგობრებო, მას შემდეგ , რაც არც მაგინეს, არც აგენტი მეძახეს, მომილოცეთ, რომ თავს პრო...ად აღარ ვთვლი, რადგან სპრეი შემასხეს.
შეგახსენებთ, რომ ზვიად ხარაზიშვილის სახელი და გვარი ბოლო დროს მიმდინარე აქციების ფონზე არაერთხელ გაჟღერდა. უკრაინაში მებრძოლმა ქართველი სამხედრომ ვანო ნადირაძემ მაისის დასაწყისში დაწერა, რომ აქციაზე მის შვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მან მომხდარში სპეცრაზმის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი დაადანაშაულა.
წაიკითხეთ ასევე: