პარტნიორები:
    ავტორი:

    ისმის შეძახილები - "მონებო“, "რუსებო“ - რა ხდება პარლამენტის მიმდებარედ ე.წ. აგენტების კანონის მიღების პარალელურად?

    ისმის შეძახილები - "მონებო“, "რუსებო“ - რა ხდება პარლამენტის მიმდებარედ ე.წ. აგენტების კანონის მიღების პარალელურად?

    "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებას აქციის მონაწილეები ხმაურით შეხვდნენ. ისმის შეძახილები: "მონებო"; "რუსებო". ასევე, დემონსტრანტები პროტესტს საყვირებით აფიქსირებენ.

    კანონპროექტის მოწინააღმდეგეები საკანონმდებლო ორგანოსთან აქციას დილიდან მართავენ და პარლამენტმა კანონი ხმაურის ფონზე მიიღო.

    ამით "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის პროცესი დასრულდა და პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა.

    ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილი ვეტოს დადებას გეგმავს.