ავტორი:

"თანამშრომლობას ვწყვეტ..." - კავკასიის უნივერსიტეტს დავით ქაშიაშვილიც ტოვებს

"თანამშრომლობას ვწყვეტ..." - კავკასიის უნივერსიტეტს დავით ქაშიაშვილიც ტოვებს

კავკასიის უნივერსიტეტს დავით ქაშიაშვილიც ტოვებს. ჟურნალისტი წერს, რომ ოთხი წელია რაც ამ უნივერსიტეტის თანამშრომელია და ადმინისტრაციის პოზიციისა და ბოლო დროს მიღებული გადაწყვეტილებების გამო, იძულებული გახდა მსგავსი გადაწყვეტილება მიეღო

  • დავით ქაშიაშვილი:

- ბოლო 10 წელია, სხვადასხვა უნივერსიტეტში ვასწავლი, მათ შორის, 4 წელია - კავკასიის უნივერსიტეტში. მედიის სკოლის ყველა სტუდენტი მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობითა და ეროვნული ღირებულებისადმი პატივისცემით სავსე ახალგაზრდაა. მათგან ბევრი რამ მისწავლია და ვსწავლობ ახლაც. სწორედ, მათი პატივისცემითა და სიყვარულით, მიმდინარე სემესტრს დავხურავ. ადმინისტრაციის პოზიციისა და გადაწყვეტილებების გამო, კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას ვწყვეტ.

ცნობისთვის, მანამდე პროფესორმა სოსო ბერიკაშვილმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, სადაც წერდა, რომ სუს-მა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას მისი გაშვება მოსთხოვა, რის შემდეგაც ის სამსახურიდან გაათავისუფლეს. აღნიშნულს მოჰყვა ნიკო ნერგაძისა და ლევან ბერძენიშვილის განცხადებები იმის შესახებ, რომ მათ უნივერსიტეტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.

წაიკითხეთ ასევე: