ავტორი:

"კავკასიის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ბოლო დღეებში დაიჭირა პოზიცია, რის გამოც ჩემთვის მათთან ურთიერთობის გაგრძელება შეუძლებელი ხდება" - ნიკო ნერგაძე

"კავკასიის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ბოლო დღეებში დაიჭირა პოზიცია, რის გამოც ჩემთვის მათთან ურთიერთობის გაგრძელება შეუძლებელი ხდება" - ნიკო ნერგაძე

ჟურნალისტი და ბლოგერი ნიკო ნერგაძე კავკასიის უნივერსიტეტიდან სოსო ბერიკაშვილის პოლიტიკური ნიშნით გაშვების თემას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:

"კავკასიის უნივერსიტეტი - Caucasus University-ში ათ წელზე მეტია ვასწავლიდი. ეს სემესტრი უკანასკნელი იქნება.

ამ ხნის განმავლობაში ვნახე, თუ როგორ გახდა კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის არაერთი კურსდამთავრებული ლიდერი თავის სფეროში. ამჟამინდელი სტუდენტებით (გინდა საბაკალავრო, გინდა მაგისტრატურა) ნებისმიერი დასავლური უნივერსიტეტი იამაყებდა.

კავკასიის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ბოლო დღეებში დაიჭირა პოზიცია, რის გამოც ჩემთვის მათთან ურთიერთობის გაგრძელება შეუძლებელი ხდება. ჯერ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გააგდო ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი, შემდეგ კი ხელი მოაწერა განცხადებას, რომლის სულისკვეთებასაც ეწინააღმდეგება სტუდენტებისა და ლექტორების დიდი ნაწილი. ვფიქრობდი, მომენატრებიან სტუდენტები, ლექტორები და მედიის სკოლის ადმინისტრაცია მეთქი, მაგრამ აქციების გაშუქების დროს მაინც ყველას ხშირად შევხვდები".

იხილეთ ასევე: