სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანა ნაცვლიშვილი პლენარულ სხდომაზე აირწინაღითა და სათვალით მივიდა
ანა ნაცვლიშვილი პლენარულ სხდომაზე აირწინაღითა და სათვალით მივიდა

"თქვე­ნი ზურ­გით გყავთ გა­მოყ­ვა­ნი­ლი დაჭ­რი­ლი, თუ გარ­დაც­ვლი­ლი მე­გო­ბა­რი რუ­სე­თის მიერ მოკ­ლუ­ლი, არ მგო­ნია მოგ­წონ­დეთ და ეთან­ხმე­ბო­დეთ იმას, რა­საც თქვე­ნი სა­ხე­ლით აკე­თებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და თითო ორო­ლა სა­დის­ტი გა­დაც­მუ­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვის ფორ­მა­ში. ჩვენ გვჯე­რა, რომ თქვენ გა­ა­კე­თებთ სწორ არ­ჩე­ვანს და დად­გე­ბით არა რუ­სე­თის, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლოს მხა­რეს", - ასე მი­მარ­თა "ლე­ლოს“ წევ­რმა, ანა ნაც­ვლიშ­ვილ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მი­დან.

  • ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლი სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შე­ბით მი­ვი­და, ასე­ვე მორ­გე­ბუ­ლი აქვს აირ­წი­ნა­ღი და სპე­ცი­ა­ლუ­რი დიდი სათ­ვა­ლე, რო­მელ­საც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ე­ბის დროს იყე­ნე­ბენ, რო­დე­საც სპეც­რაზ­მი პრო­ტესტს შლის. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დე­პუ­ტატ­მა ამ­გვა­რი ფორ­მით სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში სიმ­ბო­ლუ­რად მი­ვი­და.

ამას­თან, ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლის თქმით, პატ­რი­ო­ტი და თა­ვი­სუ­ფა­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მთე­ლი ამ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­უ­ღა­ლა­ვად, სიმ­ტკი­ცით, ერ­თო­ბი­თა და ერ­თი­ა­ნი მიზ­ნით იცა­ვენ სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ არ­ჩე­ვან­სა და ევ­რო­პულ მო­მა­ვალს.

"ამ ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ თქვენ არ და­ი­შუ­რეთ არც ხელ­კე­ტე­ბი, არც რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბი, არც გაზი, არც წყლის ჭავ­ლი, არც ძა­ლა­დო­ბა და არც უკა­ნო­ნო­ბა, მაგ­რამ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი დგა­ნან მედგრად, ერ­თად და ეუბ­ნე­ბი­ან თქვენ რუს ოლი­გარ­ქს, არ გა­გა­ტანთ ამ ქვე­ყა­ნას რუ­სეთ­ში! ჩვენ იმის­თვის არ გაგ­ვი­ჩე­ნია შვი­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში, რომ მათ რუ­სეთ­ში გა­იღ­ვი­ძონ. ჩვენ იმის­თვის არ გვის­წავ­ლია და არ გვიბ­რძო­ლია, რომ რუ­სეთ­ში გა­ვიღ­ვი­ძოთ. სტუ­დენ­ტე­ბი გე­უბ­ნე­ბი­ან, რომ არ იქ­ნე­ბა ეს ქვე­ყა­ნა რუ­სე­თის უკა­ნა ეზო. დღეს, გა­მო­ვიდ­ნენ მო­მა­ვა­ლი ექი­მე­ბი და თქვეს, რომ ახლა არის დრო, რო­დე­საც ყვე­ლა უნდა დად­გეს სამ­შობ­ლოს დაც­ვის სა­და­რა­ჯო­ზე. სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი გე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ჩვენ ახლა, ვდგა­ვართ იმის­თვის, რომ ვუმ­კურ­ნა­ლოთ ჩვენ ქვე­ყა­ნას, მო­ვუ­ა­როთ იმ ია­რას, რო­მელ­საც თქვენ აჩენთ სა­ქარ­თვე­ლოს სხე­ულ­ზე. ასეც იქ­ნე­ბა, ჯერ არ­სად გა­უ­მარ­ჯვი­ათ მში­შა­რებ­სა და მსტოვ­რებს. გა­ი­მარ­ჯვებს სა­ქარ­თვე­ლო, გა­ი­მარ­ჯვებს მისი თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­საც ღრმად სწამს, რომ იყო ქარ­თვე­ლი, იყო სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, ეს არის უდი­დე­სი პა­ტი­ვი და პრი­ვი­ლე­გია და უდი­დე­სი ჯვა­რი, რო­მე­ლიც ღირ­სე­უ­ლად უნდა ატა­რო, რაც არ უნდა მძი­მე და ძნე­ლი იყოს ამ გზის გავ­ლა“, - გა­ნა­ცხა­და ნაც­ვლიშ­ვილ­მა.

  • ამას­თან, დე­პუ­ტატ­მა სა­ქარ­თვე­ლოს სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს მი­მარ­თა.

"არ მგო­ნია მოგ­წონ­დეთ, რომ თითო ორო­ლა სა­დის­ტის და დამ­ნა­შა­ვის გამო, ყვე­ლას გე­ცხე­ბათ ჩირ­ქი. ყვე­ლას გე­წე­რე­ბათ ძა­ლი­ან მძი­მე სა­ხე­ლი. არ მგო­ნია, იმ ხალ­ხის­თვის, ვინც იბ­რძო­დით სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის, ვინც იბ­რძო­დით რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ და ბევ­რი თქვენ­გა­ნი დღემ­დე სხე­უ­ლით ატა­რებს იმ ჭრი­ლო­ბებს, იმ ია­რებს, რომ­ლე­ბიც აფხა­ზე­თის ომში, აგ­ვის­ტოს ომში, რუ­სეთ­მა მო­გა­ყე­ნათ, რომ­ლებ­საც თქვე­ნი ზურ­გით გყავთ გა­მოყ­ვა­ნი­ლი დაჭ­რი­ლი, თუ გარ­დაც­ვლი­ლი მე­გო­ბა­რი რუ­სე­თის მიერ მოკ­ლუ­ლი, არ მგო­ნია მოგ­წონ­დეთ და ეთან­ხმე­ბო­დეთ იმას, რა­საც თქვე­ნი სა­ხე­ლით აკე­თებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და თი­თო­ო­რო­ლა სა­დის­ტი გა­დაც­მუ­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვის ფორ­მა­ში. ჩვენ გვჯე­რა, რომ თქვენ გა­ა­კე­თებთ სწორ არ­ჩე­ვანს და დად­გე­ბით არა რუ­სე­თის, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლოს მხა­რეს. თქვენ ყვე­ლა­ზე კარ­გად უწყით, რამ­დე­ნად სა­სი­ცო­ცხლო და კრი­ტი­კუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ის მხარ­და­ჭე­რა, რო­მელ­საც ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი და პარტნი­ო­რე­ბი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ იჩენ­დნენ. ჩვენ გე­ლო­დე­ბით, ჩვენ გვჯე­რა, ქარ­თუ­ლი ჯარი, ქარ­თუ­ლი პო­ლი­ცია დად­გე­ბა ხალ­ხის მხა­რეს, ერ­თად გა­ვი­მარ­ჯვებთ სა­ხე­ლოვ­ნად!“ - გა­ნა­ცხა­და ანა ნაც­ვლიშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

ანა ნაცვლიშვილი პლენარულ სხდომაზე აირწინაღითა და სათვალით მივიდა

ანა ნაცვლიშვილი პლენარულ სხდომაზე აირწინაღითა და სათვალით მივიდა

"თქვენი ზურგით გყავთ გამოყვანილი დაჭრილი, თუ გარდაცვლილი მეგობარი რუსეთის მიერ მოკლული, არ მგონია მოგწონდეთ და ეთანხმებოდეთ იმას, რასაც თქვენი სახელით აკეთებს ხელისუფლება და თითო ოროლა სადისტი გადაცმული სამართალდამცავის ფორმაში. ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ გააკეთებთ სწორ არჩევანს და დადგებით არა რუსეთის, არამედ საქართველოს მხარეს", - ასე მიმართა "ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა სამართალდამცველებს პარლამენტის სხდომიდან.

  • ანა ნაცვლიშვილი სხდომათა დარბაზში საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით მივიდა, ასევე მორგებული აქვს აირწინაღი და სპეციალური დიდი სათვალე, რომელსაც მოქალაქეები მიმდინარე აქციების დროს იყენებენ, როდესაც სპეცრაზმი პროტესტს შლის. აქედან გამომდინარე, დეპუტატმა ამგვარი ფორმით საკანონმდებლო ორგანოში სიმბოლურად მივიდა.

ამასთან, ანა ნაცვლიშვილის თქმით, პატრიოტი და თავისუფალი მოქალაქეები მთელი ამ დღეების განმავლობაში დაუღალავად, სიმტკიცით, ერთობითა და ერთიანი მიზნით იცავენ საქართველოს დამოუკიდებლობას, საქართველოს ეროვნულ არჩევანსა და ევროპულ მომავალს.

"ამ ადამიანების წინააღმდეგ თქვენ არ დაიშურეთ არც ხელკეტები, არც რეზინის ტყვიები, არც გაზი, არც წყლის ჭავლი, არც ძალადობა და არც უკანონობა, მაგრამ ეს ადამიანები დგანან მედგრად, ერთად და ეუბნებიან თქვენ რუს ოლიგარქს, არ გაგატანთ ამ ქვეყანას რუსეთში! ჩვენ იმისთვის არ გაგვიჩენია შვილები საქართველოში, რომ მათ რუსეთში გაიღვიძონ. ჩვენ იმისთვის არ გვისწავლია და არ გვიბრძოლია, რომ რუსეთში გავიღვიძოთ. სტუდენტები გეუბნებიან, რომ არ იქნება ეს ქვეყანა რუსეთის უკანა ეზო. დღეს, გამოვიდნენ მომავალი ექიმები და თქვეს, რომ ახლა არის დრო, როდესაც ყველა უნდა დადგეს სამშობლოს დაცვის სადარაჯოზე. სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები გეუბნებიან, რომ ჩვენ ახლა, ვდგავართ იმისთვის, რომ ვუმკურნალოთ ჩვენ ქვეყანას, მოვუაროთ იმ იარას, რომელსაც თქვენ აჩენთ საქართველოს სხეულზე. ასეც იქნება, ჯერ არსად გაუმარჯვიათ მშიშარებსა და მსტოვრებს. გაიმარჯვებს საქართველო, გაიმარჯვებს მისი თითოეული მოქალაქე, რომელსაც ღრმად სწამს, რომ იყო ქართველი, იყო საქართველოს მოქალაქე, ეს არის უდიდესი პატივი და პრივილეგია და უდიდესი ჯვარი, რომელიც ღირსეულად უნდა ატარო, რაც არ უნდა მძიმე და ძნელი იყოს ამ გზის გავლა“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

  • ამასთან, დეპუტატმა საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა.

"არ მგონია მოგწონდეთ, რომ თითო ოროლა სადისტის და დამნაშავის გამო, ყველას გეცხებათ ჩირქი. ყველას გეწერებათ ძალიან მძიმე სახელი. არ მგონია, იმ ხალხისთვის, ვინც იბრძოდით საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, ვინც იბრძოდით რუსეთის წინააღმდეგ და ბევრი თქვენგანი დღემდე სხეულით ატარებს იმ ჭრილობებს, იმ იარებს, რომლებიც აფხაზეთის ომში, აგვისტოს ომში, რუსეთმა მოგაყენათ, რომლებსაც თქვენი ზურგით გყავთ გამოყვანილი დაჭრილი, თუ გარდაცვლილი მეგობარი რუსეთის მიერ მოკლული, არ მგონია მოგწონდეთ და ეთანხმებოდეთ იმას, რასაც თქვენი სახელით აკეთებს ხელისუფლება და თითოოროლა სადისტი გადაცმული სამართალდამცავის ფორმაში. ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ გააკეთებთ სწორ არჩევანს და დადგებით არა რუსეთის, არამედ საქართველოს მხარეს. თქვენ ყველაზე კარგად უწყით, რამდენად სასიცოცხლო და კრიტიკულია საქართველოსთვის ის მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენი მეგობრები და პარტნიორები წლების განმავლობაში საქართველოს მიმართ იჩენდნენ. ჩვენ გელოდებით, ჩვენ გვჯერა, ქართული ჯარი, ქართული პოლიცია დადგება ხალხის მხარეს, ერთად გავიმარჯვებთ სახელოვნად!“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.