პარლამენტის სხდომაზე დაპირისპირება მოხდა. დეპუტატები ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, ისმოდა ლანძღვა-გინება, მალევე უკვე ფიზიკური დაპირისპირებაც დაიწყო.
"ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე, "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს პლენარულ სხდომაზე ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაც სცადა, თუმცა მას ამის საშუალება მანდატურებმა და სხვა დეპუტატებმა არ მისცეს.
სამხარაძის მხრიდან ხაბეიშვილისადმი ადგილი ჰქონდა გინებასაც. ამის შემდეგ დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო.
"ბანდიტების პარლამენტი", "ალქაჯო", "ნაძირალები", "შენი დედა..." - ისმოდა პარლამენტის სხდომაზე, სადაც ე.წ. აგენტების კანონპროექტის მესამედ განხილვა მიმდინარეობს.
იხილეთ ასევე:
ნახეთ ვიდეო: