"ქართული ოცნების“ დეპუტატები პარლამენტში საპოლიციო ძალების დახმარებით შედიან. კერძოდ, შსს-ს თანამშრომლებს გადაკეტილი აქვთ 9 აპრილის ქუჩა. აქციის მონაწილეები კი დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში საყვირების ფონზე აცილებენ.
მესამე მოსმენა მხოლოდ ტექნიკურ-რედაქციული შინაარსის განხილვას ითვალისწინებს. ამით კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის პროცესი დასრულდება და კანონი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა.
ცნობილია, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კანონზე ვეტოს დადებას გეგმავს.