“უცხოურო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები ხვალ, 10:00 საათზე, პარლამენტთან შეიკრიბებიან.
როგორც საკანონმდებლო ორგანოსთან დამონტაჟებული სცენიდან ერთ-ერთმა სტუდენტმა განაცხადა, ხვალ, 10:00 საათიდან, თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, უნივერსიტეტებიდან საკანონმდებლო ორგანომდე მსვლელობით მივლენ და პარლამენტის შენობას წრეს შემოარტყამენ.
“ხვალ, 10:00 საათიდან ყველა უნივერსიტეტიდან დაიძვრება მსვლელობა. ჩვენ ხვალ ვნახავთ რეალურ სტუდენტურ ძალას. ხვალ პარლამენტი 10:00 საათიდან იქნება პროტესტის ძლიერი კერა. ჩვენ ჩვენ ხმას გავაგონებთ დეპუტატებს, იქნებ რამე შეიგნონ და მესამე მოსმენით არ მიიღონ კანონპროექტი. ამიტომ , აქ ვიქნებით ძალია ბევრი და აუცილებლად გავაწვევინებთ უკან “რუსულ ოცნებას”,- განაცხადა სტუდენტმა, დავით სეხნიაშვილმა.
"ქართული ოცნების“ უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვას და კენჭისყრით დამტკიცებას 14 მაისის პლენარულ სხდომაზე გეგმავს.