ასტანას სასამართლომ ყაზახეთის ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, კუანდიკ ბიშიმბაევს, მეუღლის - სალტანატ ნუკენოვას წამებისა და მკვლელობისთვის, თავისუფლების 24 წლით აღკვეთა მიუსაჯა.
ყოფილი მინისტრი 2023 წლის 9 ნოემბერს მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ის მეუღლეს ფიზიკურად „გასტროცენტრში“ მდებარე რესტორანში გაუსწორდა. 11 ნოემბერს დააკავეს ამ საქმეში მონაწილე კიდევ ერთი პირი - „გასტროცენტრის“ დირექტორი ბახიტან ბაიჟანოვი, რომელიც ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ნათესავია. სასამართლომ მას 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ნახეთ ასევე: