ავტორი:

ივლიანე ხაინდრავამ მინისტრის მრჩევლის თანამდებობა დატოვა - "მიზეზი არის ის, რომ ქვეყანაში სახიფათო ვითარება შეიქმნა"

ივლიანე ხაინდრავამ მინისტრის მრჩევლის თანამდებობა დატოვა - "მიზეზი არის ის, რომ ქვეყანაში სახიფათო ვითარება შეიქმნა"

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩეველმა ივლიანე ხაინდრავამ თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ხაინდრავა "პუბლიკას" უდასტურებს.

მისი თქმით, მიზეზი ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია და სადავო კანონპროექტი გახდა.

"მიზეზი არის ის, რომ ქვეყანაში სახიფათო ვითარება შეიქმნა. ძალიან მაწუხებს ის დაპირისპირების ტალღა, რომელიც ქვეყანაში აგორდა. ვფიქრობ, ამისი თავიდან აცილება შეიძლებოდა და საჭიროც იყო.

ვგულისხმობ "რუსულ კანონს", მის ხელმეორედ შემოტანას და ყოველივე იმას, რამაც მიმდინარე მოვლენები გამოიწვია. ისევ ვიმეორებ: ამის თავიდან აცილება შესაძლებელი და აუცილებელი იყო" - თქვა ივლიანე ხაინდრავამ.

ცნობისთვის, ივლიანე ხაინდრავა "ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერის, კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას ძმაა.

იხილეთ ასევე: