პოლიტიკა

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"9 წლის ვიყავი, როცა რუსებმა წამართვეს ქალაქი და ბავშვობა... დღეს 40 წლის ვარ და ვხედავ, რომ ქართველების ხელით რუსები მართმევენ ქვეყანას" - კახა კინწურაშვილი
"9 წლის ვიყავი, როცა რუსებმა წამართვეს ქალაქი და ბავშვობა... დღეს 40 წლის ვარ და ვხედავ, რომ  ქართველების ხელით რუსები მართმევენ ქვეყანას" - კახა კინწურაშვილი

მსა­ხი­ო­ბი კახა კინ­წუ­რაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც უკვე დიდი ხა­ნია, სხვა აქ­ტი­ვის­ტებ­თან ერ­თად რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ექტს აპ­რო­ტეს­ტებს, ამ­ბობს, რომ რუ­სებს ქვე­ყა­ნას არ და­უთ­მობს.

მისი თქმით, აქ­ცი­ა­ზე არა­ვინ დგას "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გამო და იქ ხალ­ხი მხო­ლოდ უკე­თე­სი მო­მავ­ლის­თვის იბ­რძვის.

"უფ­რო­სო თა­ო­ბა, თუ გგო­ნი­ათ, რომ აქ ვინ­მე "ნა­ცე­ბის" გამო დგას, ძა­ლი­ან ცდე­ბით, დიდი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და თა­ვის დრო­ზე "ნა­ცე­ბის­გან" ყვე­ლას. აქ ხალ­ხი დგას უკე­თე­სი მო­მავ­ლის­თვის და თა­ვი­სი შვი­ლე­ბის­თვის.

რო­გორც ჩვე­ნი მშობ­ლე­ბი გად­მო­ვიდ­ნენ და­მარ­ცხე­ბუ­ლე­ბი აფხა­ზე­თი­დან, ასე და­მარ­ცხე­ბუ­ლე­ბი ამ ქვეყ­ნი­დან არ გა­ვიქ­ცე­ვით. მე ვი­ყა­ვი 9 წლის, როცა რუ­სებ­მა წა­მარ­თვეს ქა­ლა­ქი და ბავ­შვო­ბა. დღეს ვარ 40 წლის და ვხე­დავ ქარ­თვე­ლე­ბის ხე­ლით რუ­სე­ბი მარ­თმე­ვენ ქვე­ყა­ნას და ჩემი შვი­ლე­ბიც მო­მა­ვალს და მე ამას არ დავ­თმობ", - თქვა კახა კინ­წუ­რაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტეტ­მა "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ექტს მე­სა­მე მოს­მე­ნით მხა­რი დღეს და­უ­ჭი­რა. უკვე რამ­დე­ნი­მე კვი­რაა კა­ნონპ­რო­ექ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, რო­გორც თბი­ლის­ში, ისე რე­გი­ო­ნებ­ში. პრო­ტეს­ტის ფარ­გლებ­ში გა­ი­ფიც­ნენ სტუ­დენ­ტე­ბი და მათი ლექ­ტო­რე­ბი. "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე მე­სა­მე მოს­მე­ნა ხვალ იქ­ნე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

"9 წლის ვიყავი, როცა რუსებმა წამართვეს ქალაქი და ბავშვობა... დღეს 40 წლის ვარ და ვხედავ, რომ ქართველების ხელით რუსები მართმევენ ქვეყანას" - კახა კინწურაშვილი

"9 წლის ვიყავი, როცა რუსებმა წამართვეს ქალაქი და ბავშვობა... დღეს 40 წლის ვარ და ვხედავ, რომ  ქართველების ხელით რუსები მართმევენ ქვეყანას" - კახა კინწურაშვილი

მსახიობი კახა კინწურაშვილი, რომელიც უკვე დიდი ხანია, სხვა აქტივისტებთან ერთად რუსთაველის გამზირზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს აპროტესტებს, ამბობს, რომ რუსებს ქვეყანას არ დაუთმობს.

მისი თქმით, აქციაზე არავინ დგას "ნაციონალური მოძრაობის" გამო და იქ ხალხი მხოლოდ უკეთესი მომავლისთვის იბრძვის.

"უფროსო თაობა, თუ გგონიათ, რომ აქ ვინმე "ნაცების" გამო დგას, ძალიან ცდებით, დიდი პრობლემები ჰქონდა თავის დროზე "ნაცებისგან" ყველას. აქ ხალხი დგას უკეთესი მომავლისთვის და თავისი შვილებისთვის.

როგორც ჩვენი მშობლები გადმოვიდნენ დამარცხებულები აფხაზეთიდან, ასე დამარცხებულები ამ ქვეყნიდან არ გავიქცევით. მე ვიყავი 9 წლის, როცა რუსებმა წამართვეს ქალაქი და ბავშვობა. დღეს ვარ 40 წლის და ვხედავ ქართველების ხელით რუსები მართმევენ ქვეყანას და ჩემი შვილებიც მომავალს და მე ამას არ დავთმობ", - თქვა კახა კინწურაშვილმა.

ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დღეს დაუჭირა. უკვე რამდენიმე კვირაა კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. პროტესტის ფარგლებში გაიფიცნენ სტუდენტები და მათი ლექტორები. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენა ხვალ იქნება.