სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვთხოვთ იმ ადამიანების დასანქცირებას, ვინც საქართველოს ევროპული მომავლისგან აშორებს" - 4 ევროპარლამენტარი ჯოზეფ ბორელს მიმართავს
"ვთხოვთ იმ ადამიანების დასანქცირებას, ვინც საქართველოს ევროპული მომავლისგან აშორებს" - 4 ევროპარლამენტარი ჯოზეფ ბორელს მიმართავს

ვთხოვთ ჯო­ზეფ ბო­რელს, და­ი­წყოს მიზ­ნობ­რი­ვი სან­ქცი­ე­ბის მომ­ზა­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, ვინც ქვე­ყა­ნას ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­გან აშო­რებს - ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლებთ პრო­ევ­რო­პე­ლი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რას, - ამის შე­სა­ხებ ევრო­პარ­ლა­მენ­ტა­რი თიის რო­ი­ტე­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, სა­დაც ოთხი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რის მიერ სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გენ­ლის, ჯო­ზეფ ბო­რე­ლის­თვის გაგ­ზავ­ნი­ლი წე­რი­ლის ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს.

  • "დღეს დი­ლით სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის სა­ბო­ლოო დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით შე­საძ­ლო მი­ღე­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სუ­ფა­ლი პრო­ევ­რო­პე­ლი ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გვსურს და­გის­ვათ გა­და­უ­დე­ბე­ლი კი­თხვე­ბი", - აღ­ნიშ­ნუ­ლია ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის წე­რილ­ში.

ისი­ნი სვა­მენ კი­თხვას, "წა­მო­ა­ყე­ნებს თუ არა წი­ნა­და­დე­ბას ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში/ვიცე პრე­ზი­დენ­ტი 27 მა­ი­სის სა­გა­რეო საქ­მე­თა საბ­ჭომ­დე ივა­ნიშ­ვი­ლის, კო­ბა­ხი­ძი­სა და პა­პუ­აშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ზო­მე­ბის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­წე­სე­ბის შე­სა­ხებ, ისე­ვე რო­გორც ასე­თი ზო­მე­ბის და­წე­სე­ბა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ყვე­ლა დე­პუ­ტა­ტის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მე­ლიც მხარს უჭერს „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ კა­ნონს" და მას­ზე პრე­ზი­დენ­ტის მიერ და­დე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი პო­ტენ­ცი­უ­რი ვე­ტოს გა­უქ­მე­ბას“.

  • "და­ა­ვა­ლე­ბენ თუ არა ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში და სა­მე­ზობ­ლო პო­ლი­ტი­კი­სა და გა­ფარ­თო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში ევ­რო­კო­მი­სა­რი ევ­რო­პის სა­გა­რეო ქმე­დე­ბა­თა სამ­სა­ხურ­სა და ევ­რო­კო­მი­სი­ის გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტო­რატს სა­მე­ზობ­ლო პო­ლი­ტი­კი­სა და გა­ფარ­თო­ე­ბა­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის სა­კი­თხებ­ში, შე­ა­ჩე­რონ ნე­ბის­მი­ე­რი მა­ღა­ლი დო­ნის ურ­თი­ერ­თო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას­თან, რომ­ლის მი­ზა­ნია არ გა­ა­უქ­მოს კა­ნო­ნი და თავი შე­ი­კა­ვონ ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გახ­სნის­გან მა­ნამ, სა­ნამ კა­ნო­ნი იმოქ­მე­დებს.

იღებს თუ არა ვალ­დე­ბუ­ლე­ბას ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში კა­ნო­ნის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე გა­მო­ი­ძა­ხოს სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი ევ­რო­კავ­შირ­ში, რათა გა­მო­ხა­ტოს ევ­რო­კავ­ში­რის კრი­ტი­კა და გა­დას­ცეს გან­ზრახ­ვა ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი ზო­მე­ბის მი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და გა­ნი­ხი­ლე­ბა თუ არა ევ­რო­კავ­ში­რის ელ­ჩის კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის­თვის გაწ­ვე­ვა?“- აღ­ნიშ­ნუ­ლია წე­რილ­ში, რო­მელ­საც ხელს აწე­რენ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი: თიის რო­ი­ტე­ნი, მი­რი­ამ ლექსმა­ნი, ვი­ო­ლა ფონ კრა­მო­ნი და პეტ­რას აუსტრე­ვი­ჩუ­სი.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"ვთხოვთ იმ ადამიანების დასანქცირებას, ვინც საქართველოს ევროპული მომავლისგან აშორებს" - 4 ევროპარლამენტარი ჯოზეფ ბორელს მიმართავს

"ვთხოვთ იმ ადამიანების დასანქცირებას, ვინც საქართველოს ევროპული მომავლისგან აშორებს" - 4 ევროპარლამენტარი ჯოზეფ ბორელს მიმართავს

ვთხოვთ ჯოზეფ ბორელს, დაიწყოს მიზნობრივი სანქციების მომზადება საქართველოში იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ქვეყანას ევროპული მომავლისგან აშორებს - ჩვენ გავაგრძელებთ პროევროპელი ქართველი ხალხის მხარდაჭერას, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი თიის როიტენი სოციალურ ქსელში წერს, სადაც ოთხი ევროპარლამენტარის მიერ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელისთვის გაგზავნილი წერილის ფოტოს აქვეყნებს.

  • "დღეს დილით საქართველოში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საბოლოო დაჩქარებული წესით შესაძლო მიღებისა და საქართველოს თავისუფალი პროევროპელი ხალხის მხარდაჭერის აუცილებლობის გათვალისწინებით, გვსურს დაგისვათ გადაუდებელი კითხვები", - აღნიშნულია ევროპარლამენტარების წერილში.

ისინი სვამენ კითხვას, "წამოაყენებს თუ არა წინადადებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში/ვიცე პრეზიდენტი 27 მაისის საგარეო საქმეთა საბჭომდე ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის წინააღმდეგ შემაკავებელი ზომების დაუყოვნებლივ დაწესების შესახებ, ისევე როგორც ასეთი ზომების დაწესებაზე საქართველოს პარლამენტის ყველა დეპუტატის წინააღმდეგ, რომელიც მხარს უჭერს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს" და მასზე პრეზიდენტის მიერ დადებული ნებისმიერი პოტენციური ვეტოს გაუქმებას“.

  • "დაავალებენ თუ არა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურსა და ევროკომისიის გენერალურ დირექტორატს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში, შეაჩერონ ნებისმიერი მაღალი დონის ურთიერთობა საქართველოს მთავრობასთან, რომლის მიზანია არ გააუქმოს კანონი და თავი შეიკავონ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნისგან მანამ, სანამ კანონი იმოქმედებს.

იღებს თუ არა ვალდებულებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში კანონის მიღებისთანავე გამოიძახოს საქართველოს ელჩი ევროკავშირში, რათა გამოხატოს ევროკავშირის კრიტიკა და გადასცეს განზრახვა ზემოაღნიშნული ზომების მიღებასთან დაკავშირებით და განიხილება თუ არა ევროკავშირის ელჩის კონსულტაციებისთვის გაწვევა?“- აღნიშნულია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ ევროპარლამენტარები: თიის როიტენი, მირიამ ლექსმანი, ვიოლა ფონ კრამონი და პეტრას აუსტრევიჩუსი.

წაიკითხეთ ასევე: