ავტორი:

"ვის უთენებდნენ ღამეს გაუგებარია - სამადაშვილს, გვარამიას, მელიას თუ რომანა გოცირიძეს?! " - კალაძე

"ვის უთენებდნენ ღამეს გაუგებარია - სამადაშვილს, გვარამიას, მელიას თუ რომანა გოცირიძეს?! " - კალაძე

თუკი ევროპული ინტეგრაციის გზაზე რაიმე წარმატებას მივაღწიეთ, ეს მოხდა "ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში - როგორ შეიძლება საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას უნდოდეს რუსული მომავალი. ეს არის დიდი აბსურდი! - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, მშვიდობიანად აქციის ჩატარების უფლება ამ ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს აქვს, უკანონობას კი მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.

"მშვიდობიანად აქციის ჩატარების უფლება ამ ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს აქვს. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია და ამას ვერავინ შეუშლის ხელს, თუმცა როცა პოლიციელების მიმართ ფიზიკური, სიტყვიერი შეურაცხყოფა ხდება, მათ მიმართ ბოთლების სროლა, კატეგორიულად მიუღებელია. უკანონობას ყოველთვის მოჰყვება სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება კანონის ფარგლებში. ჩვენ ვნახეთ ბევრი ფაქტი, როცა პოლიციელების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა ხდებოდა. იქ იყო რამდენიმე ასეული ადამიანი და კონკრეტული პირები, რომლებიც წარმოადგენენ რადიკალურ დაჯგუფებებს. რატომ სხვა ადამიანები არ იქცეოდნენ ისე, როგორც ის ზოგიერთი ადამიანი ისროდა ბოთლებს, პოლიციელებს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას? ეს არ არის სწორი ფორმა. ერთ ვიდეოში კარგად ჩანს, რომ ერთ-ერთმა დემონსტრანტმა გამოიყენა ცრემლსადენი გაზი. არაა სწორი დამოკიდებულება და სწორი მიდგომები. თუ გაქვს პროტესტი, ეს შეგიძლია ცივილურ ფორმატში გააკეთო. არავინ უშლის ადამიანებს და იცით, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში არის დაცული. "ქართული ოცნება“ არის ის გუნდი, ვინც კონსტიტუციაში შეიტანა ევროპული მომავალი და თუკი ევროპული ინტეგრაციის გზაზე რაიმე წარმატებას მივაღწიეთ, ეს მოხდა "ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში და ყველაფერი უკავშირდება 2012 წლის შემდგომ პერიოდს. ეს არის მიზანმიმართული სპეკულაციები! როგორ შეიძლება საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას უნდოდეს რუსული მომავალი. ეს არის დიდი აბსურდი! ვერავინ ვერ ცერთ არგუმენტს ვერ მოიყვანს, რომ ჩვენ 12 წლის განმავლობაში რაიმე არასწორად გავაკეთეთ და ქვეყნის ინტერესები არ დავიცავით. ჩვენ ვხედავთ აბსურდის თეატრს, ღია კარის მტვრევა მიმდინარეობს. დარწმუნებული ვარ, გავა დრო და ის ადამიანებიც, ვინც დღეს აქციაზეა, იქ საღად მოაზროვნე ადამიანებიც არიან, დარწმუნდებიაან, რომ ტყუილად იდგნენ წვიმაში, ათენებდნენ ღამეს. ვის უთენებდნენ გაუგებარია - სამადაშვილს, გვარამიას, მელიას თუ რომანა გოცირიძეს?! ეს ძალა და ენერგია უნდა გამოვიყენოთ ქვეყნის გასაერთიანებლად. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა და ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ, შევძლებთ იმას, რომ გავხდეთ ევროპის ღირსეული წევრი“, - განაცხადა კალაძემ.