მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევისა და დიდი წვიმის შედეგად წარმოქმნილ "ცივი ლავის" ღვარცოფებს, სულ ცოტა, 41 ადამიანი ემსხვერპლა (ფოტოები)
ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევისა და დიდი წვიმის შედეგად წარმოქმნილ "ცივი ლავის" ღვარცოფებს, სულ ცოტა, 41 ადამიანი ემსხვერპლა (ფოტოები)

და­სავ­ლეთ ინ­დო­ნე­ზი­ის კუნ­ძულ სუ­მატ­რა­ზე ვულ­კა­ნის ამოფრქვე­ვი­სა და დიდი წვი­მის შე­დე­გად წარ­მოქ­მნილ "ცივი ლა­ვის" ღვარ­ცო­ფებს, სულ ცოტა, 41 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. ძლი­ერ­მა წვი­მამ ფერ­ფლი­სა და ქვე­ბის ნა­შა­ლი მა­რა­პის მთი­დან ქვე­მოთ ჩა­ი­ტა­ნა და და­სახ­ლე­ბე­ბი წა­ლე­კა. "ცივ­მა ლა­ვამ" ორი უბა­ნი დატ­ბო­რა, ხალ­ხი მო­ი­ყო­ლა და 100-ზე მეტი სახ­ლი, მე­ჩე­თი და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და­ა­ზი­ა­ნა.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის თქმით, და­ღუ­პულ­თა რი­ცხვის ზრდა მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რად­გან 18 ადა­მი­ა­ნი ჯერ კი­დევ და­კარ­გუ­ლად მი­იჩ­ნე­ვა.

მა­რა­პი ად­გი­ლობ­რივ მი­ნან­გის ენა­ზე "ცე­ცხლის მთას" ნიშ­ნავს

გა­დარ­ჩე­ნი­ლე­ბი მე­დი­ას უყ­ვე­ბოდ­ნენ, რო­გორ გარ­ბოდ­ნენ, როცა ცივი ლავა - ვულ­კა­ნუ­რი მა­სა­ლი­სა და ქვე­ბის ნა­ზა­ვი მათი სახ­ლე­ბის­კენ და­იძ­რა:

"უცებ იქუ­ხა, შემ­დეგ კი მდუ­ღა­რე წყლის თუხ­თუ­ხის მსგავ­სი ხმე­ბი ის­მო­და. მერე მივ­ხვდი, რომ ეს მა­რა­პის მთი­დან ჩა­მოც­ვე­ნი­ლი დიდი ქვე­ბის ხმა იყო",- გა­ნუ­ცხა­და AFP-ს სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტოს ად­გი­ლობ­რივ­მა მცხოვ­რებ­მა. მან ისიც დას­ძი­ნა, რომ მე­ზობ­ლის სახ­ლი დიდ­მა კლდო­ვან­მა ნა­შალ­მა მი­წას­თან გა­ას­წო­რა და რომ მისი ოთხი მე­ზო­ბე­ლი გარ­და­იც­ვა­ლა.

ეროვ­ნუ­ლი სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, მაშ­ვე­ლებ­მა სო­ფელ კან­დუ­აგ­ში 19 ცხე­და­რი იპო­ვეს, 9 კი მის მე­ზობ­ლად მდე­ბა­რე ტანა და­ტარ­ში.

გა­რე­მოს­დაც­ვით­მა ექ­სპერ­ტებ­მა BBC-სთან გა­ნა­ცხა­დეს, რომ სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბა, ნა­წი­ლობ­რივ მა­ინც, ადა­მი­ა­ნე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი:

"წყალ­დი­დო­ბე­ბი და ცივი ლა­ვის ღვარ­ცო­ფე­ბი კვლავ გან­მე­ორ­დე­ბა. გა­იზ­რდე­ბა მათი ინ­ტენ­სი­ვო­ბაც, რად­გან ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის გა­და­ჭარ­ბე­ბულ ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ას­თან გვაქვს საქ­მე",- თქვა ვენგკი პურ­ვან­ტომ, ინ­დო­ნე­ზი­ის გა­რე­მოს დაც­ვის ფო­რუ­მის და­სავ­ლეთ სუ­მატ­რას ფი­ლი­ა­ლის დი­რექ­ტორ­მა.

"შე­დე­გად, კა­ტას­ტრო­ფე­ბი ყო­ველ­წლი­უ­რად მე­ორ­დე­ბა, იზ­რდე­ბა მათი სიხ­ში­რეც",- დას­ძი­ნა მან.

მა­რა­პის მთის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ბოლო ექ­ვსი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში უკვე რამ­დე­ნი­მე მსგავ­სი კა­ტას­ტრო­ფა მოხ­და.

წყა­რო: bbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევისა და დიდი წვიმის შედეგად წარმოქმნილ "ცივი ლავის" ღვარცოფებს, სულ ცოტა, 41 ადამიანი ემსხვერპლა (ფოტოები)

ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევისა და დიდი წვიმის შედეგად წარმოქმნილ "ცივი ლავის" ღვარცოფებს, სულ ცოტა, 41 ადამიანი ემსხვერპლა (ფოტოები)

დასავლეთ ინდონეზიის კუნძულ სუმატრაზე ვულკანის ამოფრქვევისა და დიდი წვიმის შედეგად წარმოქმნილ "ცივი ლავის" ღვარცოფებს, სულ ცოტა, 41 ადამიანი ემსხვერპლა. ძლიერმა წვიმამ ფერფლისა და ქვების ნაშალი მარაპის მთიდან ქვემოთ ჩაიტანა და დასახლებები წალეკა. "ცივმა ლავამ" ორი უბანი დატბორა, ხალხი მოიყოლა და 100-ზე მეტი სახლი, მეჩეთი და საზოგადოებრივი დაწესებულება დააზიანა.

ხელისუფლების თქმით, დაღუპულთა რიცხვის ზრდა მოსალოდნელია, რადგან 18 ადამიანი ჯერ კიდევ დაკარგულად მიიჩნევა.

მარაპი ადგილობრივ მინანგის ენაზე "ცეცხლის მთას" ნიშნავს

გადარჩენილები მედიას უყვებოდნენ, როგორ გარბოდნენ, როცა ცივი ლავა - ვულკანური მასალისა და ქვების ნაზავი მათი სახლებისკენ დაიძრა:

"უცებ იქუხა, შემდეგ კი მდუღარე წყლის თუხთუხის მსგავსი ხმები ისმოდა. მერე მივხვდი, რომ ეს მარაპის მთიდან ჩამოცვენილი დიდი ქვების ხმა იყო",- განუცხადა AFP-ს საინფორმაციო სააგენტოს ადგილობრივმა მცხოვრებმა. მან ისიც დასძინა, რომ მეზობლის სახლი დიდმა კლდოვანმა ნაშალმა მიწასთან გაასწორა და რომ მისი ოთხი მეზობელი გარდაიცვალა.

ეროვნული სამძებრო-სამაშველო სააგენტოს ცნობით, მაშველებმა სოფელ კანდუაგში 19 ცხედარი იპოვეს, 9 კი მის მეზობლად მდებარე ტანა დატარში.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/THhwGTbAk9s?si=ZcqZZUZ-lSYhm9yT" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>

გარემოსდაცვითმა ექსპერტებმა BBC-სთან განაცხადეს, რომ სტიქიური უბედურება, ნაწილობრივ მაინც, ადამიანების საქმიანობითაა გამოწვეული:

"წყალდიდობები და ცივი ლავის ღვარცოფები კვლავ განმეორდება. გაიზრდება მათი ინტენსივობაც, რადგან ბუნებრივი რესურსების გადაჭარბებულ ექსპლუატაციასთან გვაქვს საქმე",- თქვა ვენგკი პურვანტომ, ინდონეზიის გარემოს დაცვის ფორუმის დასავლეთ სუმატრას ფილიალის დირექტორმა.

"შედეგად, კატასტროფები ყოველწლიურად მეორდება, იზრდება მათი სიხშირეც",- დასძინა მან.

მარაპის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე ბოლო ექვსი თვის განმავლობაში უკვე რამდენიმე მსგავსი კატასტროფა მოხდა.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა