მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საპატრიარქოს "მცირე შენიშვნა" პატრიარქის გუშინდელ მიმართვაზე - "ეს იყო მოწოდება ლოცვისაკენ და პოლიტიკური ნიშნით მისი ინტერპრეტაციის მცდელობა არასწორია"
საპატრიარქოს "მცირე შენიშვნა" პატრიარქის გუშინდელ მიმართვაზე - "ეს იყო მოწოდება ლოცვისაკენ და პოლიტიკური ნიშნით მისი ინტერპრეტაციის მცდელობა არასწორია"

სა­პატ­რი­არ­ქო­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ პატ­რი­არ­ქის გუ­შინ­დე­ლი გან­ცხა­დე­ბა იყო მრევ­ლი­სად­მი მო­წო­დე­ბა ლოც­ვი­სა­კენ და ამ გან­ცხა­დე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით ინ­ტერპრე­ტა­ცი­ის მცდე­ლო­ბა არას­წო­რია.

"მცი­რე შე­ნიშ­ვნა - სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ამა წლის 12 მა­ი­სის მი­მარ­თვა მრევ­ლი­სად­მი იყო მო­წო­დე­ბა ლოც­ვი­სა­კენ, მშვი­დო­ბი­სა და ერ­თო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­სათ­ვის. ნე­ბის­მი­ე­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით მისი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ის მცდე­ლო­ბა კი არის არას­წო­რი, სამ­წუ­ხა­რო და ლოც­ვის არ­სის და­მა­ხინ­ჯე­ბა. შევ­თხოვთ უფალს, მშვი­დო­ბით აკურ­თხოს სა­ქარ­თვე­ლო" - ნათ­ქვა­მია სა­პატ­რი­არ­ქოს ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ცნო­ბის­თვის, გუ­შინ პატ­რი­არ­ქის მი­მარ­თვა გავ­რცელ­და, სა­დაც ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზეც სა­უბ­რობს. ილია მე­ო­რე მი­მარ­თავს მრევლს "შევ­თხო­ვოთ ყოვ­ლის­შემ­ძლე და ყოვ­ლა­დძ­ლი­ერ ღმერ­თს, რომ, სა­ქარ­თვე­ლოც გა­და­არ­ჩი­ნოს და მშვი­დო­ბი­თა და ერ­თო­ბით გვა­კურ­თხოს“.

"დღე­ვან­დე­ლო დღე გა­მორ­ჩე­უ­ლია და ამი­ტო­მაც მინ­და გთხო­ვოთ, რომ სწო­რედ დღე­ი­დან კი­დევ უფრო გა­ვაძ­ლი­ე­როთ ლოც­ვა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის.

ამ­ჟა­მად ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა თა­ვი­სი გან­ვი­თა­რე­ბის ერთ-ერთ რთულ მო­ნაკ­ვეთს გა­დის. მშვი­დო­ბა ყვე­ლას გვინ­და, მაგ­რამ მისი მიღ­წე­ვა ხში­რად გვი­ჭირს, რად­გან არ ვიქ­ცე­ვით სწო­რად, არ მივ­მარ­თავთ და არ ვსა­სო­ებთ მას, ვინც არის სა­თა­ვე და წყა­რო მშვი­დო­ბი­სა,- ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბა.

მინ­და შე­გახ­სე­ნოთ ჭეშ­მა­რი­ტი ღვთის სა­დი­დე­ბე­ლი ლოც­ვა სამი ახალ­გაზ­რდი­სა: - ანა­ნია, აზა­რია და მი­სა­ე­ლი­სა, რომ­ლე­ბიც ბა­ბი­ლო­ნის მეფე ნა­ბუ­ქო­დო­ნო­სორ­მა დას­ჯის მიზ­ნით ისეთ გა­ვარ­ვა­რე­ბულ ღუ­მელ­ში ჩა­ყა­რა, რომ მის ახ­ლოს მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბიც ცე­ცხლის ალის­გან და­იწ­ვნენ, ისი­ნი კი სრუ­ლი­ად უვ­ნე­ბელ­ნი დარ­ჩნენ, რად­გან უფ­ლის ან­გე­ლო­ზი იყო მათ­თან და ცე­ცხლის მხურ­ვა­ლე­ბამ ვე­რა­ფე­რი და­აკ­ლოთ.შევ­თხო­ვოთ ყოვ­ლის­შემ­ძლე და ყოვ­ლა­დძ­ლი­ერ ღმერ­თს, რომ, რო­გორც ანა­ნია, აზა­რია და მი­სა­ე­ლი გა­და­არ­ჩი­ნა მან უდი­დეს გან­საც­დელს, სა­ქარ­თვე­ლოც გა­და­არ­ჩი­ნოს და მშვი­დო­ბი­თა და ერ­თო­ბით გვა­კურ­თხოს." - ნათ­ქვა­მია მი­მარ­თვა­ში.

წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

საპატრიარქოს "მცირე შენიშვნა" პატრიარქის გუშინდელ მიმართვაზე - "ეს იყო მოწოდება ლოცვისაკენ და პოლიტიკური ნიშნით მისი ინტერპრეტაციის მცდელობა არასწორია"

საპატრიარქოს "მცირე შენიშვნა" პატრიარქის გუშინდელ მიმართვაზე - "ეს იყო მოწოდება ლოცვისაკენ და პოლიტიკური ნიშნით მისი ინტერპრეტაციის მცდელობა არასწორია"

საპატრიარქოში განმარტავენ, რომ პატრიარქის გუშინდელი განცხადება იყო მრევლისადმი მოწოდება ლოცვისაკენ და ამ განცხადების პოლიტიკური ნიშნით ინტერპრეტაციის მცდელობა არასწორია.

"მცირე შენიშვნა - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ამა წლის 12 მაისის მიმართვა მრევლისადმი იყო მოწოდება ლოცვისაკენ, მშვიდობისა და ერთობის შენარჩუნებისათვის. ნებისმიერი პოლიტიკური ნიშნით მისი ინტერპრეტაციის მცდელობა კი არის არასწორი, სამწუხარო და ლოცვის არსის დამახინჯება. შევთხოვთ უფალს, მშვიდობით აკურთხოს საქართველო" - ნათქვამია საპატრიარქოს ინფორმაციაში.

ცნობისთვის, გუშინ პატრიარქის მიმართვა გავრცელდა, სადაც ქვეყანაში არსებულ ვითარებაზეც საუბრობს. ილია მეორე მიმართავს მრევლს "შევთხოვოთ ყოვლისშემძლე და ყოვლადძლიერ ღმერთს, რომ, საქართველოც გადაარჩინოს და მშვიდობითა და ერთობით გვაკურთხოს“.

"დღევანდელო დღე გამორჩეულია და ამიტომაც მინდა გთხოვოთ, რომ სწორედ დღეიდან კიდევ უფრო გავაძლიეროთ ლოცვა საქართველოსთვის.

ამჟამად ჩვენი ქვეყანა თავისი განვითარების ერთ-ერთ რთულ მონაკვეთს გადის. მშვიდობა ყველას გვინდა, მაგრამ მისი მიღწევა ხშირად გვიჭირს, რადგან არ ვიქცევით სწორად, არ მივმართავთ და არ ვსასოებთ მას, ვინც არის სათავე და წყარო მშვიდობისა,- ყოვლადწმინდა სამება.

მინდა შეგახსენოთ ჭეშმარიტი ღვთის სადიდებელი ლოცვა სამი ახალგაზრდისა: - ანანია, აზარია და მისაელისა, რომლებიც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა დასჯის მიზნით ისეთ გავარვარებულ ღუმელში ჩაყარა, რომ მის ახლოს მყოფი ადამიანებიც ცეცხლის ალისგან დაიწვნენ, ისინი კი სრულიად უვნებელნი დარჩნენ, რადგან უფლის ანგელოზი იყო მათთან და ცეცხლის მხურვალებამ ვერაფერი დააკლოთ.შევთხოვოთ ყოვლისშემძლე და ყოვლადძლიერ ღმერთს, რომ, როგორც ანანია, აზარია და მისაელი გადაარჩინა მან უდიდეს განსაცდელს, საქართველოც გადაარჩინოს და მშვიდობითა და ერთობით გვაკურთხოს." - ნათქვამია მიმართვაში.

წაიკითხეთ სრულად