Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხალხის ძალა" თვლის, რომ ამერიკელი და ევროპელი ლიდერების ჩამოსვლის მიზანი რადიკალიზმია და "ხელისუფლებამ უნდა იმსჯელოს, იმსახურებენ თუ არა ისინი შემოშვებას"
"ხალხის ძალა" თვლის, რომ ამერიკელი და ევროპელი ლიდერების ჩამოსვლის მიზანი რადიკალიზმია და "ხელისუფლებამ უნდა იმსჯელოს, იმსახურებენ თუ არა ისინი შემოშვებას"

სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ოთხი ქვეყ­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ჩა­მო­დის, რო­მელ­თა მი­ზა­ნი რა­დი­კა­ლიზ­მის ზრდა და ქვეყ­ნის შიდა საქ­მე­ებ­ში გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი ჩა­რე­ვაა - მიგ­ვაჩ­ნია, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უნდა იმ­სჯე­ლოს, იმ­სა­ხუ­რე­ბენ თუ არა ეს პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ქვე­ყა­ნა­ში შე­მოშ­ვე­ბას, - აღ­ნიშ­ნულ გან­ცხა­დე­ბას "ხალ­ხის ძალა" ავ­რცე­ლებს.

ამა­ვე გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში კა­ნო­ნის პრო­ექ­ტი "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ და­ი­ნი­ცირ­და, იმ­თა­ვით­ვე ით­ქვა, რომ კა­ნო­ნის ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი მი­ზა­ნი ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის გან­მტკი­ცე­ბა და გაძ­ლი­ე­რე­ბაა. რამ­დე­ნი­მე დღის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­დის ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი 4 ქვეყ­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი: გაბ­რე­ლი­უს ლან­დსბერ­გი­სი (ლი­ე­ტუა), მარ­გუს ცან­კა (ეს­ტო­ნე­თი), ტორ­დის გილ­ფა­დოტ­რი (ის­ლან­დია) და ბა­ი­ბა ბრა­ზე (ლატ­ვია). ასე­ვე გერ­მა­ნი­ის ბუნ­დეს­ტა­გის სა­გა­რეო საქ­მე­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე მა­იკლ როთი, ლი­ე­ტუ­ვის სე­ი­მის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ჟი­გი­მან­ტას პა­ვი­ლი­ო­ნი­სი და აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის თა­ნა­შემ­წე ევ­რო­პი­სა და ევ­რა­ზი­ის სა­კი­თხებ­ში, ჯე­იმს ო’ბრა­ი­ე­ნი.

მათ მიერ ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ცხა­დე­ბუ­ლია, თით­ქოს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მათი სტუმ­რო­ბის მი­ზა­ნი ქვეყ­ნის "და­სავ­ლუ­რი კურ­სის“ მხარ­და­ჭე­რაა, რე­ა­ლუ­რად კი ყვე­ლას კარ­გად მოგ­ვეხ­სე­ნე­ბა, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ღიად უჭე­რენ მხარს ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას და თავს ეს­ხმი­ან სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ფაქ­ტე­ბი მრავ­ლად მო­ი­ძებ­ნე­ბა.

მო­ვიყ­ვან მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე მა­გა­ლითს - გაბ­რე­ლი­უს ლან­დსბერ­გი­სი: "სა­ა­კაშ­ვი­ლის გაშ­ვე­ბა სა­ზღვარ­გა­რეთ სამ­კურ­ნა­ლოდ, სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვა­ლი იქ­ნე­ბო­და მის­თვის, მისი ოჯა­ხის­თვის და ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­თვის“;

მა­იკლ როთი: "სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ძა­ლი­ან ცოტა გა­ა­კე­თა იმი­სათ­ვის, რომ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი და­ემ­სა­ხუ­რე­ბი­ნა“;

ჯე­იმს ო’ბრა­ი­ე­ნი: "სა­ქარ­თვე­ლო იმ ქვეყ­ნე­ბის რი­ცხვშია, რომ­ლე­ბიც რუ­სე­თის სან­ქცი­ე­ბის­თვის თა­ვის არი­დე­ბის კუ­თხით პრობ­ლე­მებს იწ­ვე­ვენ“;

ჟი­გი­მან­ტას პა­ვი­ლი­ო­ნი­სი: "დე­მოკ­რა­ტია საფრ­თხე­შია, ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟიმ­მა უნდა გა­და­ი­ხა­დოს“.

ეს არის სრუ­ლი­ად არა­ევ­რო­პუ­ლი თავ­დას­ხმე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნი­ერ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე, თუმ­ცა ხსე­ნე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი ზღვა­ში წვე­თია იმას­თან შე­და­რე­ბით, რაც ამ ადა­მი­ა­ნებს აქვთ ნათ­ქვა­მი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კურ პრო­ცეს­ზე.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აგ­რე­სი­ით, ტრა­დი­ცი­უ­ლად, ჟი­გი­მან­ტას პა­ვი­ლი­ო­ნი­სი გა­მო­ირ­ჩე­ვა, რო­მელ­მაც ჯერ კი­დევ მა­შინ “გა­მო­ი­ჩი­ნა“ თავი, რო­დე­საც პრე­მი­ე­რი გი­ორ­გი გა­ხა­რია გა­და­ა­ყე­ნეს მის­მა პატ­რო­ნებ­მა, რათა ამით რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი პრო­ცე­სე­ბის ფორ­სი­რე­ბა მო­ეხ­დი­ნათ. მა­შინ ბა­ტონ­მა პა­ვი­ლი­ო­ნის­მა ჯერ ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის ოფის­ში გა­მაგ­რე­ბულ ძებ­ნილ ნიკა მე­ლი­ას მი­ა­კი­თხა, შემ­დეგ კი თურ­ქეთ­ში ჩა­ვი­და და მე­ო­რე ძებ­ნილს, რე­ვო­ლუ­ცი­ის მო­სა­წყო­ბად სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვარ­თან მომ­დგარ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს შეხ­ვდა და მას ღიად აღ­მო­უ­ჩი­ნა პო­ლი­ტი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რა. არა­და, ჟი­გი­მან­ტას პა­ვი­ლი­ო­ნი­სი ის პო­ლი­ტი­კო­სია, რო­მელ­საც სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში, სა­კუ­თარ პო­ლი­ტი­კურ გუნდთა­ნაც ჰქონ­და პრობ­ლე­მე­ბი, ხოლო ლი­ე­ტუ­ვის პრე­ზი­დენტს ბო­დი­შის მოხ­დაც კი მო­უ­წია მისი გან­ცხა­დე­ბე­ბის გამო.

ამ ფაქ­ტე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რთუ­ლად წარ­მო­სად­გე­ნია, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ზემ­ოთხსე­ნე­ბუ­ლი და­სავ­ლე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის სტუმ­რო­ბა მათ მიერ ხსე­ნე­ბულ მი­ზანს, ანუ “და­სავ­ლუ­რი კურ­სის“ მხარ­და­ჭე­რას ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს. აშ­კა­რაა, რომ მათი მი­ზა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში პრო­ცე­სე­ბის რა­დი­კა­ლი­ზა­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბა, პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის პო­ლა­რი­ზე­ბა და რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის მხარ­და­ჭე­რაა. რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში და­ი­ნი­ცირ­და კა­ნო­ნის პრო­ექ­ტი უცხო­უ­რი გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ, იმ­თა­ვით­ვე ით­ქვა, რომ კა­ნო­ნის ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი მი­ზა­ნი ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის გან­მტკი­ცე­ბა და გაძ­ლი­ე­რე­ბაა. ამ სუ­ლის­კვე­თე­ბას პირ­და­პირ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა გამჭვირ­ვა­ლო­ბის კა­ნონ­თან და­კავ­ში­რე­ბით უცხო­ე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი, რო­მელ­თა მი­ზა­ნი რა­დი­კა­ლიზ­მის ზრდა და ქვეყ­ნის შიდა საქ­მე­ებ­ში გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი ჩა­რე­ვაა. ყო­ვე­ლი­ვე ზე­მოთ­ქმუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მიგ­ვაჩ­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უმაღ­ლე­სი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­მა თავი უნდა შე­ი­კა­ვონ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში დესტრუქ­ცი­ის­თვის ჩა­მო­სულ პო­ლი­ტი­კო­სებ­თან შეხ­ვედ­რის­გან. უფრო მე­ტიც, რო­დე­საც და­ნამ­დვი­ლე­ბით ვი­ცით, რომ ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მათ მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ჩვე­ნი ქვეყ­ნის ომში ჩარ­თვა და რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ მე­ო­რე ფრონ­ტის გახ­სნაა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უნდა იმ­სჯე­ლოს, იმ­სა­ხუ­რე­ბენ თუ არა ეს პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ქვე­ყა­ნა­ში შე­მოშ­ვე­ბას”, - ნათ­ქვა­მია "ხალ­ხის ძა­ლის“ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

ნა­ხეთ ასე­ვე:

ავტორი:

"ხალხის ძალა" თვლის, რომ ამერიკელი და ევროპელი ლიდერების ჩამოსვლის მიზანი რადიკალიზმია და "ხელისუფლებამ უნდა იმსჯელოს, იმსახურებენ თუ არა ისინი შემოშვებას"

"ხალხის ძალა" თვლის, რომ ამერიკელი და ევროპელი ლიდერების ჩამოსვლის მიზანი რადიკალიზმია და "ხელისუფლებამ უნდა იმსჯელოს, იმსახურებენ თუ არა ისინი შემოშვებას"

საქართველოში ევროკავშირის წევრი ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოდის, რომელთა მიზანი რადიკალიზმის ზრდა და ქვეყნის შიდა საქმეებში გაუმართლებელი ჩარევაა - მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებამ უნდა იმსჯელოს, იმსახურებენ თუ არა ეს პოლიტიკოსები ქვეყანაში შემოშვებას, - აღნიშნულ განცხადებას "ხალხის ძალა" ავრცელებს.

ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ როდესაც საქართველოს პარლამენტში კანონის პროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დაინიცირდა, იმთავითვე ითქვა, რომ კანონის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება და გაძლიერებაა. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ჩამოდის ევროკავშირის წევრი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი: გაბრელიუს ლანდსბერგისი (ლიეტუა), მარგუს ცანკა (ესტონეთი), ტორდის გილფადოტრი (ისლანდია) და ბაიბა ბრაზე (ლატვია). ასევე გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთი, ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო’ბრაიენი.

მათ მიერ ოფიციალურად გაცხადებულია, თითქოს ჩვენს ქვეყანაში მათი სტუმრობის მიზანი ქვეყნის "დასავლური კურსის“ მხარდაჭერაა, რეალურად კი ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ ეს ადამიანები ღიად უჭერენ მხარს ნაციონალურ მოძრაობას და თავს ესხმიან საქართველოს ხელისუფლებას. ამის დამადასტურებელი ფაქტები მრავლად მოიძებნება.

მოვიყვან მხოლოდ რამდენიმე მაგალითს - გაბრელიუს ლანდსბერგისი: "სააკაშვილის გაშვება საზღვარგარეთ სამკურნალოდ, საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა მისთვის, მისი ოჯახისთვის და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის“;

მაიკლ როთი: "საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან ცოტა გააკეთა იმისათვის, რომ კანდიდატის სტატუსი დაემსახურებინა“;

ჯეიმს ო’ბრაიენი: "საქართველო იმ ქვეყნების რიცხვშია, რომლებიც რუსეთის სანქციებისთვის თავის არიდების კუთხით პრობლემებს იწვევენ“;

ჟიგიმანტას პავილიონისი: "დემოკრატია საფრთხეშია, ივანიშვილის რეჟიმმა უნდა გადაიხადოს“.

ეს არის სრულიად არაევროპული თავდასხმები საქართველოს კანონიერ ხელისუფლებაზე, თუმცა ხსენებული განცხადებები ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც ამ ადამიანებს აქვთ ნათქვამი ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა პოლიტიკურ პროცესზე.

განსაკუთრებული აგრესიით, ტრადიციულად, ჟიგიმანტას პავილიონისი გამოირჩევა, რომელმაც ჯერ კიდევ მაშინ “გამოიჩინა“ თავი, როდესაც პრემიერი გიორგი გახარია გადააყენეს მისმა პატრონებმა, რათა ამით რევოლუციური პროცესების ფორსირება მოეხდინათ. მაშინ ბატონმა პავილიონისმა ჯერ ნაციონალური მოძრაობის ოფისში გამაგრებულ ძებნილ ნიკა მელიას მიაკითხა, შემდეგ კი თურქეთში ჩავიდა და მეორე ძებნილს, რევოლუციის მოსაწყობად საქართველოს საზღვართან მომდგარ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა და მას ღიად აღმოუჩინა პოლიტიკური მხარდაჭერა. არადა, ჟიგიმანტას პავილიონისი ის პოლიტიკოსია, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ პოლიტიკურ გუნდთანაც ჰქონდა პრობლემები, ხოლო ლიეტუვის პრეზიდენტს ბოდიშის მოხდაც კი მოუწია მისი განცხადებების გამო.

ამ ფაქტების გათვალისწინებით, რთულად წარმოსადგენია, რომ ჩვენს ქვეყანაში ზემოთხსენებული დასავლელი პოლიტიკოსების სტუმრობა მათ მიერ ხსენებულ მიზანს, ანუ “დასავლური კურსის“ მხარდაჭერას ემსახურებოდეს. აშკარაა, რომ მათი მიზანი საქართველოში პროცესების რადიკალიზაციის ხელშეწყობა, პოლიტიკური პროცესისა და საზოგადოების პოლარიზება და რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერაა. როდესაც საქართველოს პარლამენტში დაინიცირდა კანონის პროექტი უცხოური გამჭვირვალობის შესახებ, იმთავითვე ითქვა, რომ კანონის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება და გაძლიერებაა. ამ სულისკვეთებას პირდაპირ ეწინააღმდეგება გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით უცხოელი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადებები, რომელთა მიზანი რადიკალიზმის ზრდა და ქვეყნის შიდა საქმეებში გაუმართლებელი ჩარევაა. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა თავი უნდა შეიკავონ ჩვენს ქვეყანაში დესტრუქციისთვის ჩამოსულ პოლიტიკოსებთან შეხვედრისგან. უფრო მეტიც, როდესაც დანამდვილებით ვიცით, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მათ მიერ გაკეთებული განცხადებების მთავარი მიზანი ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა და რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნაა, ხელისუფლებამ უნდა იმსჯელოს, იმსახურებენ თუ არა ეს პოლიტიკოსები ქვეყანაში შემოშვებას”, - ნათქვამია "ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნახეთ ასევე: