სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ივანიშვილი ან განგებ ანგრევს "ქართულ ოცნებას", ან ელემენტარული რაღაცების გათვლა არ შეუძლია... მოგებული არჩევნები უკვე დღეს აქვთ წაგებული" - სანდრო თვალჭრელიძე
"ივანიშვილი ან განგებ ანგრევს "ქართულ ოცნებას", ან ელემენტარული რაღაცების გათვლა არ შეუძლია... მოგებული არჩევნები უკვე დღეს აქვთ წაგებული" - სანდრო თვალჭრელიძე

ძალ­ზე რთუ­ლი კვი­რა მო­ვი­ტო­ვეთ უკან - ე.წ. აგენ­ტე­ბის კა­ნო­ნის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრო­ტეს­ტი არ წყდე­ბა. შა­ბათს, 11 მა­ისს, სა­ღა­მოს 9 სა­ა­თის­თვის უამ­რა­ვი ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე შე­იკ­რი­ბა თბი­ლის­ში, რი­ყე­ზე, ევ­რო­პის მო­ე­დან­ზე, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლახ­ლა ინი­ცი­ი­რე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის გა­საპ­რო­ტეს­ტებ­ლად. სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო მთვლე­ლის თა­ნახ­მად, შეკ­რე­ბილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 200 000 კაცს აჭარ­ბებ­და, თუმ­ცა "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ამის და­ჯე­რე­ბა არ სურს. მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ, მი­უ­ხე­და­ვად ხალ­ხმრა­ვა­ლი აქ­ცი­ე­ბი­სა, 1-ლ მა­ისს მე­ო­რე მოს­მე­ნით მი­ი­ღო კა­ნო­ნი. კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, "უცხო­უ­რი ძა­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბელ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად" და­რე­გის­ტრი­რე­ბა მო­უ­წევთ იმ მე­დია და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბი­დან იღე­ბენ და­ფი­ნან­სე­ბას.

ამ ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს. პა­რა­ლე­ლუ­რად, ბოლო დღე­ე­ბია, ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის წევ­რებ­სა და ოპო­ზი­ცი­უ­რად გან­წყო­ბილ აქ­ტი­ვის­ტებს ჯერ­ჯე­რო­ბით და­უდ­გე­ნე­ლი პი­რე­ბი ფი­ზი­კუ­რად უს­წორ­დე­ბი­ან. გარ­და ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტე­ბი­სა, თბი­ლის­ში ღა­მის სა­ა­თებ­ში არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ოფი­სე­ბის კედ­ლებ­ზე, სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბის სახ­ლებ­თან, პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის ოფი­სე­ბის კა­რებ­სა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუ­სებ­თან ჩნდე­ბა შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი წარ­წე­რე­ბი და პოს­ტე­რე­ბი.

სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ბოლო დღე­ებ­ში სა­ტე­ლე­ფო­ნო და მას­თან ერ­თად რე­ა­ლურ სივ­რცე­ში ძა­ლა­დო­ბის ინი­ცი­ა­ტო­რი მმარ­თვე­ლი პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბაა". ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამას უარ­ყოფს. გან­სჯის თე­მად იქცა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბაც, რომ კვლე­ვა ჩა­ა­ტა­რეს და მათ ყვე­ლა­ზე მეტი მა­ღა­ლი IQ-ს მქო­ნე მხარ­დამ­ჭე­რი ჰყავთ. "არ გე­ში­ნი­ათ, მე, ასე­თი და­ბა­ლი IQ-ს ადა­მი­ანს რომ მი­რე­კავთ?" - ამ­გვა­რი სა­ხუ­მა­რო ფრა­ზით მი­პა­სუ­ხა ექ­სპერ­ტმა, ბა­ტონ­მა სან­დრო თვა­ლჭ­რე­ლი­ძემ, რო­დე­საც ინ­ტერ­ვი­უს შე­სა­თან­ხმებ­ლად და­ვუ­რე­კე. ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნილ რთულ ვი­თა­რე­ბას სწო­რედ მას­თან ერ­თად შე­ვა­ფა­სებთ:

- პრე­მი­ერ კო­ბა­ხი­ძის ტე­ლე­წამ­ყვა­ნებ­თან შეხ­ვედ­რას უყუ­რეთ? ხომ ნა­ხეთ, მთე­ლი მსოფ­ლიო ცდე­ბა, მხო­ლოდ ის არის მარ­თა­ლი. ყვე­ლა­ზე სა­ში­ში კი ის არის, მას ამ ყვე­ლაფ­რის გულ­წრფე­ლად სჯე­რა. მის­თვის ყვე­ლა­ფე­რი მარ­ტი­ვი ყო­ფი­ლა, და­ნარ­ჩენს, ყვე­ლას, და­ბა­ლი IQ გვქო­ნია, მხო­ლოდ ის და მისი უფ­რო­სი არი­ან ინ­ტე­ლექ­ტის მეტ­რე­ბი. ის, რა­საც ამ­ბობ­და კულ­ტუ­რა­ზე, ზრდი­ლო­ბა­ზე, უკვე არა­ნა­ირ ჩარ­ჩო­ში არ ჯდე­ბა. მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ისი­ნი ბევრ რა­მეს ვერ ხვდე­ბი­ან, მათ შო­რის ვერც ყვე­ლა­ზე მთა­ვარს, და მარ­თლაც ჰგო­ნი­ათ, რომ ეს ამ­ხე­ლა საპ­რო­ტეს­ტო მოძ­რა­ო­ბა კო­ლექ­ტი­ურ­მა "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" აა­გო­რა. ასე რომ ყო­ფი­ლი­ყო, ეს საპ­რო­ტეს­ტო მუხ­ტი დიდი ხნის გა­ცამ­ტვე­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და. და­უ­ჟი­ნი­ათ, ეს თით­ქოს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" აღორ­ძი­ნე­ბაა - არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში ასე არ არის. ეს არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მცდე­ლო­ბა, გა­ა­მარ­ტი­ვოს პრო­ცე­სე­ბი, რაც დიდი შეც­დო­მაა.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" და ნე­ბის­მი­ე­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა პრო­ცესს იწყებ­და ზე­მო­დან, აქ კი სულ სხვა მოვ­ლე­ნას­თან გვაქვს საქ­მე. ეს მოვ­ლე­ნე­ბი და­ი­წყო ქვე­მო­დან და ამ მოძ­რა­ო­ბას არა ჰყავს გა­მოკ­ვე­თი­ლი ლი­დე­რი. ამი­ტო­მაც ასე­თი მოძ­რა­ო­ბის და­მარ­ცხე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ეს არის სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის ბოლო ფაზა. ასე­თი ძლი­ე­რი პრო­ცე­სი ერთი მახ­სენ­დე­ბა ის­ტო­რი­ა­ში - 1789 წლის 14 ივ­ლი­სი, რო­დე­საც ბას­ტი­ლია და­ან­გრი­ეს. შემ­დეგ გაჩ­ნდნენ რო­ბეს­პი­ე­რი, მა­რა­ტი და ა.შ. ვინ და­ან­გრია ბას­ტი­ლია? - ხალ­ხმა. დღეს ჩვენ­თან სწო­რედ ამ­გვა­რი სა­ხალ­ხო მოძ­რა­ო­ბაა აგო­რე­ბუ­ლი, რომ­ლის ავან­გარ­დში ახალ­გაზ­რდო­ბაა. ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ეს არ ეს­მის და ამას შე­საძ­ლოა ქვეყ­ნის­თვის ძა­ლი­ან სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გი მოჰ­ყვეს. სა­მა­გი­ე­როდ, ეს კარ­გად ეს­მით ჩვენს პარტნი­ო­რებს და მათი გაფრ­თხი­ლე­ბა, არ მი­ი­ღოთ ეს კა­ნო­ნიო, არ არის მხო­ლოდ ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის კონ­ფლიქ­ტით გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მეც სრუ­ლი­ად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს რუ­სუ­ლი კა­ნო­ნია. თუ რა­ტომ, თქვენ­თან წინა ინ­ტერ­ვი­უ­ში გან­ვმარ­ტე, ამი­ტომ ამა­ზე დროს აღარ დავ­კარ­გავ. მოკ­ლედ, რა­საც დღეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ­ბობს, ან არის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ტყუ­ი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის შე­საც­დე­ნად, ან სა­კუ­თა­რი თა­ვის მო­ტყუ­ე­ბა.

- ტე­ლე­წამ­ყვა­ნებ­თან შეხ­ვედ­რა ახ­სე­ნეთ და, "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" ჟურ­ნა­ლის­ტის ემა ტუ­ხი­აშ­ვი­ლის კი­თხვის პა­სუ­ხად კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ ისი­ნი კომ­პრო­მისს აღარ გა­მო­რი­ცხა­ვენ ვე­ტოს დაძ­ლე­ვის პრო­ცეს­ში. რო­გო­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს ეს კომ­პრო­მი­სი?

- ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტზე ხელი მარ­ტო იმი­ტომ უნდა აი­ღოს, რომ არ შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღო კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას ხლეჩს, ხალ­ხს ერ­თმა­ნეთს აპი­რის­პი­რებს. შე­უძ­ლე­ბე­ლია მთე­ლი მსოფ­ლიო ცდე­ბო­დეს და მხო­ლოდ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე იყოს მარ­თა­ლი. თუ მა­ღა­ლი IQ აქვს, ამა­ზე და­ფიქ­რდეს. ჩემი აზ­რით, მი­უ­ხე­და­ვად ამ თით­ქოს გა­ჯი­უ­ტე­ბი­სა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­უ­წევს ჩვენს და­სავ­ლელ პარტნი­ო­რებ­თან ლა­პა­რა­კი და უკან და­ხე­ვაც. ჩა­მოვ­ლენ აქ მა­ღა­ლი დო­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და ესე­ნიც სა­კუ­თარ გან­ზრახ­ვა­სა და ვე­ტოს დაძ­ლე­ვა­ზე სა­ბო­ლო­ოდ უარს იტყვი­ან. სხვა­ნა­ი­რად მარ­თლაც ჩიხ­ში აღ­მოვ­ჩნდე­ბით. ახლა და­სავ­ლეთ­თან ვაჭ­რო­ბას ცდი­ლო­ბენ. ხომ ნა­ხეთ, რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში ევ­რო­პის დღის აღ­ნიშ­ვნა­ზე არ მი­ვიდ­ნენ. ეს არის დე­მარ­ში, რო­მე­ლიც მათ­თვის კარ­გად არ დას­რულ­დე­ბა.

- გა­სულ კვი­რას გახ­შირ­და სა­ტე­ლე­ფო­ნო მუ­ქა­რე­ბი პრო­ტეს­ტანტ აქ­ტი­ვის­ტებ­თან, თავ­დას­ხმე­ბი მათ­ზე და ა.შ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ოპო­ნენ­ტე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ ამ ყვე­ლაფ­რის უკან "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" დგას...

- ღმერ­თმა დაგ­ვი­ფა­როს, რომ ამ ძა­ლა­დო­ბას ძა­ლა­დო­ბით უპა­სუ­ხოს ვინ­მემ. ერ­თმა გას­რო­ლამ შე­იძ­ლე­ბა მთე­ლი ქვე­ყა­ნა აა­ფეთ­ქოს. ვე­რა­ფერს სწავ­ლობს, უახ­ლო­ე­სი ის­ტო­რი­ის აზ­რზე არ არის ეს მა­ღა­ლი IQ-ს მქო­ნე ხალ­ხი. ტე­რო­რი ამ ქვე­ყა­ნა­ში არა­ვის გა­მო­უ­ვი­და. ამ­გვარ რა­ღა­ცებს შე­ვარ­დნა­ძის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ბოლო პე­რი­ოდ­შიც ცდი­ლობ­დნენ ვი­ღა­ცე­ბი, სა­ა­კაშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბის დროს ხომ მას­შტა­ბუ­რი იყო სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­ში­ნე­ბა. გა­მო­უ­ვი­დათ რამე, ვინ­მემ გა­ი­მარ­ჯვა ტე­რო­რით?! პი­რი­ქით, სულ უფრო მე­ტად იკვრე­ბა ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბა. ასე­თი მე­თო­დე­ბით ქარ­თვე­ლი ადა­მი­ა­ნის და­ში­ნე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. პი­რი­ქით, ეს ყვე­ლა­ფე­რი უფრო გა­აძ­ლი­ე­რებს საპ­რო­ტეს­ტო მუხტს....წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ნა­ხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"ივანიშვილი ან განგებ ანგრევს "ქართულ ოცნებას", ან ელემენტარული რაღაცების გათვლა არ შეუძლია... მოგებული არჩევნები უკვე დღეს აქვთ წაგებული" - სანდრო თვალჭრელიძე

"ივანიშვილი ან განგებ ანგრევს "ქართულ ოცნებას", ან ელემენტარული რაღაცების გათვლა არ შეუძლია... მოგებული არჩევნები უკვე დღეს აქვთ წაგებული" - სანდრო თვალჭრელიძე

ძალზე რთული კვირა მოვიტოვეთ უკან - ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ საზოგადოების პროტესტი არ წყდება. შაბათს, 11 მაისს, საღამოს 9 საათისთვის უამრავი ჩვენი მოქალაქე შეიკრიბა თბილისში, რიყეზე, ევროპის მოედანზე, "ქართული ოცნების" ხელახლა ინიციირებული კანონპროექტის გასაპროტესტებლად. სხვადასხვა საერთაშორისო მთვლელის თანახმად, შეკრებილთა რაოდენობა 200 000 კაცს აჭარბებდა, თუმცა "ქართულ ოცნებას" ამის დაჯერება არ სურს. მმართველმა პარტიამ, მიუხედავად ხალხმრავალი აქციებისა, 1-ლ მაისს მეორე მოსმენით მიიღო კანონი. კანონპროექტის მიხედვით, "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად" დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას.

ამ ერთი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს. პარალელურად, ბოლო დღეებია, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს ჯერჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში ღამის საათებში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებსა და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება შეურაცხმყოფელი წარწერები და პოსტერები.

სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბოლო დღეებში სატელეფონო და მასთან ერთად რეალურ სივრცეში ძალადობის ინიციატორი მმართველი პარტია "ქართული ოცნებაა". ხელისუფლება ამას უარყოფს. განსჯის თემად იქცა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებაც, რომ კვლევა ჩაატარეს და მათ ყველაზე მეტი მაღალი IQ-ს მქონე მხარდამჭერი ჰყავთ. "არ გეშინიათ, მე, ასეთი დაბალი IQ-ს ადამიანს რომ მირეკავთ?" - ამგვარი სახუმარო ფრაზით მიპასუხა ექსპერტმა, ბატონმა სანდრო თვალჭრელიძემ, როდესაც ინტერვიუს შესათანხმებლად დავურეკე. ქვეყანაში შექმნილ რთულ ვითარებას სწორედ მასთან ერთად შევაფასებთ:

- პრემიერ კობახიძის ტელეწამყვანებთან შეხვედრას უყურეთ? ხომ ნახეთ, მთელი მსოფლიო ცდება, მხოლოდ ის არის მართალი. ყველაზე საშიში კი ის არის, მას ამ ყველაფრის გულწრფელად სჯერა. მისთვის ყველაფერი მარტივი ყოფილა, დანარჩენს, ყველას, დაბალი IQ გვქონია, მხოლოდ ის და მისი უფროსი არიან ინტელექტის მეტრები. ის, რასაც ამბობდა კულტურაზე, ზრდილობაზე, უკვე არანაირ ჩარჩოში არ ჯდება. მეჩვენება, რომ ისინი ბევრ რამეს ვერ ხვდებიან, მათ შორის ვერც ყველაზე მთავარს, და მართლაც ჰგონიათ, რომ ეს ამხელა საპროტესტო მოძრაობა კოლექტიურმა "ნაციონალურმა მოძრაობამ" ააგორა. ასე რომ ყოფილიყო, ეს საპროტესტო მუხტი დიდი ხნის გაცამტვერებული იქნებოდა. დაუჟინიათ, ეს თითქოს "ნაციონალური მოძრაობის" აღორძინებაა - არავითარ შემთხვევაში ასე არ არის. ეს არის ხელისუფლების მცდელობა, გაამარტივოს პროცესები, რაც დიდი შეცდომაა.

"ნაციონალური მოძრაობა" და ნებისმიერი პოლიტიკური ძალა პროცესს იწყებდა ზემოდან, აქ კი სულ სხვა მოვლენასთან გვაქვს საქმე. ეს მოვლენები დაიწყო ქვემოდან და ამ მოძრაობას არა ჰყავს გამოკვეთილი ლიდერი. ამიტომაც ასეთი მოძრაობის დამარცხება შეუძლებელია. შეიძლება ითქვას, ეს არის საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ბოლო ფაზა. ასეთი ძლიერი პროცესი ერთი მახსენდება ისტორიაში - 1789 წლის 14 ივლისი, როდესაც ბასტილია დაანგრიეს. შემდეგ გაჩნდნენ რობესპიერი, მარატი და ა.შ. ვინ დაანგრია ბასტილია? - ხალხმა. დღეს ჩვენთან სწორედ ამგვარი სახალხო მოძრაობაა აგორებული, რომლის ავანგარდში ახალგაზრდობაა. ჩვენს ხელისუფლებას ეს არ ესმის და ამას შესაძლოა ქვეყნისთვის ძალიან სავალალო შედეგი მოჰყვეს. სამაგიეროდ, ეს კარგად ესმით ჩვენს პარტნიორებს და მათი გაფრთხილება, არ მიიღოთ ეს კანონიო, არ არის მხოლოდ ფასეულობების კონფლიქტით განპირობებული, მიუხედავად იმისა, რომ მეც სრულიად დარწმუნებული ვარ, ეს რუსული კანონია. თუ რატომ, თქვენთან წინა ინტერვიუში განვმარტე, ამიტომ ამაზე დროს აღარ დავკარგავ. მოკლედ, რასაც დღეს ხელისუფლება ამბობს, ან არის მიზანმიმართული ტყუილი მოსახლეობის შესაცდენად, ან საკუთარი თავის მოტყუება.

- ტელეწამყვანებთან შეხვედრა ახსენეთ და, "პალიტრანიუსის" ჟურნალისტის ემა ტუხიაშვილის კითხვის პასუხად კობახიძემ განაცხადა, რომ ისინი კომპრომისს აღარ გამორიცხავენ ვეტოს დაძლევის პროცესში. როგორი შეიძლება იყოს ეს კომპრომისი?

- ხელისუფლებამ ამ კანონპროექტზე ხელი მარტო იმიტომ უნდა აიღოს, რომ არ შეიძლება მიიღო კანონი, რომელიც საზოგადოებას ხლეჩს, ხალხს ერთმანეთს აპირისპირებს. შეუძლებელია მთელი მსოფლიო ცდებოდეს და მხოლოდ ირაკლი კობახიძე იყოს მართალი. თუ მაღალი IQ აქვს, ამაზე დაფიქრდეს. ჩემი აზრით, მიუხედავად ამ თითქოს გაჯიუტებისა, ხელისუფლებას მოუწევს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ლაპარაკი და უკან დახევაც. ჩამოვლენ აქ მაღალი დონის წარმომადგენლები და ესენიც საკუთარ განზრახვასა და ვეტოს დაძლევაზე საბოლოოდ უარს იტყვიან. სხვანაირად მართლაც ჩიხში აღმოვჩნდებით. ახლა დასავლეთთან ვაჭრობას ცდილობენ. ხომ ნახეთ, რუსთაველის თეატრში ევროპის დღის აღნიშვნაზე არ მივიდნენ. ეს არის დემარში, რომელიც მათთვის კარგად არ დასრულდება.

- გასულ კვირას გახშირდა სატელეფონო მუქარები პროტესტანტ აქტივისტებთან, თავდასხმები მათზე და ა.შ. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ ამ ყველაფრის უკან "ქართული ოცნება" დგას...

- ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ამ ძალადობას ძალადობით უპასუხოს ვინმემ. ერთმა გასროლამ შეიძლება მთელი ქვეყანა ააფეთქოს. ვერაფერს სწავლობს, უახლოესი ისტორიის აზრზე არ არის ეს მაღალი IQ-ს მქონე ხალხი. ტერორი ამ ქვეყანაში არავის გამოუვიდა. ამგვარ რაღაცებს შევარდნაძის ხელისუფლების ბოლო პერიოდშიც ცდილობდნენ ვიღაცები, სააკაშვილის მმართველობის დროს ხომ მასშტაბური იყო საზოგადოების დაშინება. გამოუვიდათ რამე, ვინმემ გაიმარჯვა ტერორით?! პირიქით, სულ უფრო მეტად იკვრება ასეთ ვითარებაში საზოგადოება. ასეთი მეთოდებით ქართველი ადამიანის დაშინება შეუძლებელია. პირიქით, ეს ყველაფერი უფრო გააძლიერებს საპროტესტო მუხტს....წაიკითხეთ სრულად

ნახეთ ასევე: