ავტორი:

"ავტორიტარული რეჟიმების ასეთი შეტევა პრობლემაა მთელ მსოფლიოში" - რას ამბობს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში შექმნილ ვითარებაზე?

"ავტორიტარული რეჟიმების ასეთი შეტევა პრობლემაა მთელ მსოფლიოში" - რას ამბობს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში შექმნილ ვითარებაზე?

დევიდ კამერონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე - ჩვენ ქართველი ხალხის ძლიერი მხარდამჭერები ვართ და ძალიან გარკვევით განვაცხადეთ, რომ ეს აქტი არასწორია.

ჩვენ ქართველი ხალხის ძლიერი მხარდამჭერები ვართ და ძალიან გარკვევით განვაცხადეთ, რომ ეს აქტი არასწორია, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კამერონმა Sky News-თან ინტერვიუში, საქართველოში ინიციირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

"რეალურად, მსოფლიოში ბევრი ქვეყანა იმეორებს ამას, ცდილობენ დახურონ ნებისმიერი სახის სამოქალაქო სივრცე, აწარმოებენ კამპანიებს იმ უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების, საქველმოქმედო ორგანიზაციების, ნებისმიერი ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომლებსაც ვერ აკონტროლებენ. ავტორიტარული რეჟიმების ასეთი შეტევა პრობლემაა მთელ მსოფლიოში", - აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.