მსოფლიო
სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვლადიმერ პუტინმა სერგეი შოიგუ თანამდებობიდან გაათავისუფლა - ვინ შეცვლის რუსეთის თავდაცვის მინისტრს
ვლადიმერ პუტინმა სერგეი შოიგუ თანამდებობიდან გაათავისუფლა - ვინ შეცვლის რუსეთის თავდაცვის მინისტრს

რუ­სე­თის მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­ში ცვლი­ლე­ბე­ბია. პუ­ტინ­მა ერთ-ერთი საკ­ვან­ძო ფი­გუ­რის შეც­ვლა გა­და­წყვი­ტა.

მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ქვეყ­ნის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის პოსტზე სერ­გეი შო­ი­გუს ან­დრეი ბე­ლუსო­ვი შეც­ვლის.

"ფე­დე­რა­ცი­ის საბ­ჭომ მი­ი­ღო რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი კან­დი­და­ტუ­რე­ბი რიგი ფე­დე­რა­ლუ­რი სა­მი­ნის­ტრო­ე­ბი­სა და დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე: თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის პოსტზე - ან­დრეი რე­მო­ვიჩ ბე­ლუსო­ვის კან­დი­და­ტუ­რა", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მა­ნამ­დე, ბე­ლუსოვს მი­ხა­ილ მი­შუს­ტი­ნის მთავ­რო­ბა­ში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა.

რაც შე­ე­ხე­ბა სხვა კან­დი­და­ტებს, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა ფე­დე­რა­ცი­ის საბ­ჭოს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პოსტზე ვლა­დი­მერ კო­ლო­კოლ­ცე­ვის კან­დი­და­ტუ­რა შეს­თა­ვა­ზა, სა­მო­ქა­ლა­ქო თავ­დაც­ვის, სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის და კა­ტას­ტრო­ფე­ბის შე­დე­გე­ბის ლიკ­ვი­და­ცი­ის მი­ნის­ტრად - ალექ­სან­დრე კუ­რენ­კო­ვი, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პოსტზე - სერ­გეი ლავ­რო­ვი, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრად - კონ­სტან­ტინ ჩუ­ი­ჩენ­კო, სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის დი­რექ­ტო­რის პოსტზე - სერ­გეი ნა­რიშ­კი­ნი, უშიშ­რო­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის დი­რექ­ტო­რად - ალექ­სან­დრე ბორტნი­კო­ვი, ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის ჯა­რე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის დი­რექ­ტო­რის პოსტზე - ვიქ­ტორ ზო­ლო­ტო­ვი, უშიშ­რო­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის დი­რექ­ტო­რად - დი­მიტ­რი კოჩ­ნე­ვი.

ამას­თან, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ პუ­ტინ­მა ნი­კო­ლაი პატ­რუ­შე­ვი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ვლადიმერ პუტინმა სერგეი შოიგუ თანამდებობიდან გაათავისუფლა - ვინ შეცვლის რუსეთის თავდაცვის მინისტრს

ვლადიმერ პუტინმა სერგეი შოიგუ თანამდებობიდან გაათავისუფლა - ვინ შეცვლის რუსეთის თავდაცვის მინისტრს

რუსეთის მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებია. პუტინმა ერთ-ერთი საკვანძო ფიგურის შეცვლა გადაწყვიტა.

მისი გადაწყვეტილებით ქვეყნის თავდაცვის მინისტრის პოსტზე სერგეი შოიგუს ანდრეი ბელუსოვი შეცვლის.

"ფედერაციის საბჭომ მიიღო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ შემოთავაზებული კანდიდატურები რიგი ფედერალური სამინისტროებისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელების თანამდებობებზე: თავდაცვის მინისტრის პოსტზე - ანდრეი რემოვიჩ ბელუსოვის კანდიდატურა", - ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ მანამდე, ბელუსოვს მიხაილ მიშუსტინის მთავრობაში პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა.

რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ვლადიმერ პუტინმა ფედერაციის საბჭოს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ვლადიმერ კოლოკოლცევის კანდიდატურა შესთავაზა, სამოქალაქო თავდაცვის, საგანგებო სიტუაციების და კატასტროფების შედეგების ლიკვიდაციის მინისტრად - ალექსანდრე კურენკოვი, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე - სერგეი ლავროვი, იუსტიციის მინისტრად - კონსტანტინ ჩუიჩენკო, საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორის პოსტზე - სერგეი ნარიშკინი, უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორად - ალექსანდრე ბორტნიკოვი, ეროვნული გვარდიის ჯარების ფედერალური სამსახურის დირექტორის პოსტზე - ვიქტორ ზოლოტოვი, უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორად - დიმიტრი კოჩნევი.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ პუტინმა ნიკოლაი პატრუშევი უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობიდან გაათავისუფლა.