პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენს თვალწინ იბადება ახალი საქართველო, ახალ საქართველოს ახალი ადამიანები ქმნიან - უსამართლობად მიმაჩნია, როცა ახალგაზრდა თაობის უმოწყალო დატუქსვა და განკითხვა ხდება" - მეუფე გრიგოლი
"ჩვენს თვალწინ იბადება ახალი საქართველო, ახალ საქართველოს ახალი ადამიანები ქმნიან - უსამართლობად მიმაჩნია, როცა ახალგაზრდა თაობის უმოწყალო დატუქსვა და განკითხვა ხდება" - მეუფე გრიგოლი

"რაც უფრო ახ­ლოა სა­ქარ­თვე­ლო თა­ვის გა­ცხა­დე­ბულ მი­ზან­თან, შე­სა­ბა­მი­სად მა­ტუ­ლობს გან­საც­დე­ლიც. მი­უ­ხე­და­ვად ტკი­ვი­ლე­ბი­სა, ჩვენს თვალ­წინ იბა­დე­ბა ახა­ლი სა­ქარ­თვე­ლო. ახალ სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ქმნი­ან. უსა­მარ­თლო­ბად მი­მაჩ­ნია, როცა ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბის უმო­წყა­ლო და­ტუქ­სვა და გან­კი­თხვა ხდე­ბა", - ამის შე­სა­ხებ ფო­თი­სა და ხო­ბის მიტ­რო­პო­ლიტ­მა, მე­უ­ფე გრი­გოლ­მა ფო­თის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში გა­ნა­ცხა­და, სა­დაც მან ტაძ­რის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი წირ­ვა აღავ­ლი­ნა და იქა­და­გა.

მე­უ­ფე გრი­გო­ლი, ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს ეხ­მი­ა­ნე­ბა.

  • მისი შე­ფა­სე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში მდგო­მა­რე­ო­ბა დღი­თი-დღე მძიმ­დე­ბა. მიტ­რო­პო­ლი­ტი არ გა­მო­რი­ცხავს , რომ "დაგ­რო­ვი­ლი უარ­ყო­ფი­თი ენერ­გია, ერთ მშვე­ნი­ერ დღეს სტი­ქი­ად მო­ევ­ლი­ნოს ამ ქვე­ყა­ნას“.

"დღეს ხა­რობს ჩვე­ნი გული, მაგ­რამ ეს სი­ხა­რუ­ლი არის ნაკ­ლუ­ლო­ვა­ნი, რად­გან გვერდს ვერ ავუვ­ლით ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს; რაც უფრო ახ­ლოა სა­ქარ­თვე­ლო თა­ვის გა­ცხა­დე­ბულ მი­ზან­თან, შე­სა­ბა­მი­სად მა­ტუ­ლობს გან­საც­დე­ლიც, ღე­ლავს მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, მათ შო­რის ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბა, პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრი, პო­ზი­ცია და ოპო­ზი­ცია, მდგო­მა­რე­ო­ბა დღი­თი-დღე რთულ­დე­ბა და მა­ტუ­ლობს კონფრონ­ტა­ცი­ის საფრ­თხე და ხა­რის­ხი. ყო­ვე­ლი­ვე ეს იწ­ვევს უარ­ყო­ფი­თი ენერ­გი­ის დაგ­რო­ვე­ბას, რაც ძა­ლი­ან სა­ში­შია, რად­გან ვერ გა­მოვ­რი­ცხავთ, რომ ეს ენერ­გია, ერთ მშვე­ნი­ერ დღეს სტი­ქი­ად მო­ევ­ლი­ნოს ამ ქვე­ყა­ნას; სტი­ქია კი თა­ვის გზა­ზე არა­ფერს და არა­ვის არ­ჩევს და წა­ლეკ­ვას უქა­დის ყვე­ლა­ფერს, რაც წინ დახ­ვდე­ბა. და ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში ადა­მი­ან­თა გა­ჯი­უ­ტე­ბა ცდო­მი­ლე­ბა­ში სა­ბე­დის­წე­რო შე­დე­გე­ბის მომ­ტა­ნი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს. მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ჩვენ დი­დად გვა­წუ­ხებს ის აშ­კა­რა საფრ­თხე­ე­ბი, რაც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ამ ბოლო დროს გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს შე­საძ­ლოა მოჰ­ყვეს. ასეთ სა­გან­გე­ბო ვი­თა­რე­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას იმ­სა­ხუ­რებს ცო­ცხა­ლი რწმე­ნით 4 ნა­საზ­რდო­ე­ბი სუ­ლი­ე­რი სიბ­რძნე, რად­გან იგი სა­კა­ცობ­რიო ცხოვ­რე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბას საღვთო სიბ­რძნის ჭრილ­ში გან­ჭვრეტს და აფა­სებს.

წმი­და სა­ხა­რე­ბი­სე­უ­ლი სიბ­რძნე, თუ მას ადა­მი­ა­ნი გუ­ლის კარს გა­უხ­სნის, სუ­ლი­ე­რი სიბ­რძნის წყა­როდ იქ­ცე­ვა ადა­მი­ან­ში. ჩვე­ნი ნამ­დვი­ლი ძალა ჩვენს სუ­ლი­ერ და ფი­ზი­კურ ერ­თო­ბა­შია და არა გა­თი­თო­კა­ცე­ბა­ში. სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია ცხად­ყოფს, რომ ჩვე­ნი სამ­შობ­ლო ჯვარს ეცვა ქრის­ტეს­თვის; ...და დღემ­დე ვე­რა­ვი­თარ­მა მომ­ხვდურ­მა, აშ­კა­რა ურ­ჯუ­ლომ თუ მზაკ­ვრუ­ლად მო­სულ­მა ე.წ. „სჯუ­ლი­ერ­მა“ ვერ ამო­ძირ­კვა ჩვენ­ში ქარ­თუ­ლი სული და ქრის­ტე­ში რწმე­ნა; ამით ჩვენ ამაყ­ნი ვართ და მდაბ­ლად ვმად­ლობთ უფალს.

მი­უ­ხე­და­ვად ტკი­ვი­ლე­ბი­სა, რა­ზეც ზე­მოთ ვი­სა­უბ­რე, ჩვენს თვალ­წინ იბა­დე­ბა ახა­ლი სა­ქარ­თვე­ლო. ახალ სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ქმნი­ან. უსა­მარ­თლო­ბად მი­მაჩ­ნია, როცა ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბის უმო­წყა­ლო და­ტუქ­სვა და გან­კი­თხვა ხდე­ბა. ზო­გა­დად ადა­მი­ა­ნის (მით უფრო, ახალ­გაზ­რდის) ბუ­ნე­ბა, მისი ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­რო უკი­დუ­რე­სად ფა­ქი­ზი და მგრძნო­ბი­ა­რეა. ამი­ტომ მათ­ზე მსჯე­ლო­ბი­სას, გან­ზო­გა­დო­ე­ბუ­ლად იმის თქმა, რომ მათ არ გა­აჩ­ნი­ათ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ არი­ან ურ­წმუ­ნო­ნი, რომ არი­ან უხე­შე­ბი, რად­გან ყო­ველ­გვა­რი რე­ვე­რან­სე­ბის გა­რე­შე გა­მო­ხა­ტა­ვენ თა­ვის აზრს, ვფიქ­რობ, არას­წო­რია და ასე­თი რი­ტო­რი­კა არის უკუ­შე­დე­გის მომ­ტა­ნი. მი­მაჩ­ნია, რომ სა­ზო­გა­დოდ ჯან­სა­ღი თა­ო­ბა გვეზ­რდე­ბა, რო­მელ­საც არც თა­ვი­სუ­ფა­ლი აზ­როვ­ნე­ბა უჭირს, არც გულ­წრფე­ლო­ბა აკ­ლია და - ჩვენ­გან გან­სხვა­ვე­ბით - არც გამ­ბე­და­ო­ბა!

შე­საძ­ლოა, ძველ თა­ო­ბას ზოგი რამ არ მოს­წონ­დეს კი­დეც ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბი­სა, მაგ­რამ ეს ხომ ვერ გა­მოდ­გე­ბა იმის საკ­მა­რის არ­გუ­მენ­ტად, რომ ისი­ნი ცუ­დად მო­ვიხ­სე­ნი­ოთ ან კი­დევ ცუ­დად გან­ვე­წყოთ მათ მი­მართ; პი­რი­ქით, სწო­რედ აზ­რთა და ხედ­ვა­თა სხვა­ო­ბა და ურ­თი­ერ­თჭი­დი­ლი, დის­კუ­სია და მსჯე­ლო­ბა არის მა­საზ­რდო­ე­ბე­ლი წყა­რო სა­კა­ცობ­რიო სიბ­რძნი­სა, სწო­რედ ის არის სა­ი­მე­დო გზა ჭეშ­მა­რი­ტე­ბი­სა­კენ და იმის უდა­ვო პი­რო­ბა, რომ გა­მო­ი­რი­ცხოს კაც­თა მხრი­დან ერ­თა­დერ­თი და უც­დო­მე­ლი ჭეშ­მა­რი­ტე­ბის ფლო­ბა­ზე პრე­ტენ­ზია, რაც დაგ­ვი­ცავს სა­ბე­დის­წე­რო ცდო­მი­ლე­ბე­ბის­გან და უზ­რუნ­ველ­ყოფს ჯან­სა­ღი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის იმგვარ მშვი­დო­ბის­მყო­ფელ წეს­რიგს, ასე რომ გვსურს და ვეს­წრაფ­ვით, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით რომ ვერა და ვერ და­ვამ­კვიდ­რეთ! ღმერ­თმა დაგ­ვი­ლო­ცოს ჩვე­ნი შვი­ლე­ბის თა­ო­ბა! იმე­დი მაქვს, რომ მათი მონ­დო­მე­ბი­თა და ძა­ლის­ხმე­ვით სა­ქარ­თვე­ლო სამ­შვი­დო­ბოს გავა, ხოლო ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რი კი სა­კუ­თარ თავს ღირ­სე­უ­ლი ქვეყ­ნის ღირ­სე­ულ მო­ქა­ლა­ქედ იგ­რძნობს! მა­მებ­მა და შვი­ლებ­მა ერ­თად უნდა ვა­შე­ნოთ ამ ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი,“- გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე გრო­გოლ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"ჩვენს თვალწინ იბადება ახალი საქართველო, ახალ საქართველოს ახალი ადამიანები ქმნიან - უსამართლობად მიმაჩნია, როცა ახალგაზრდა თაობის უმოწყალო დატუქსვა და განკითხვა ხდება" - მეუფე გრიგოლი

"ჩვენს თვალწინ იბადება ახალი საქართველო, ახალ საქართველოს ახალი ადამიანები ქმნიან - უსამართლობად მიმაჩნია, როცა ახალგაზრდა თაობის უმოწყალო დატუქსვა და განკითხვა ხდება" - მეუფე გრიგოლი

"რაც უფრო ახლოა საქართველო თავის გაცხადებულ მიზანთან, შესაბამისად მატულობს განსაცდელიც. მიუხედავად ტკივილებისა, ჩვენს თვალწინ იბადება ახალი საქართველო. ახალ საქართველოს ახალი ადამიანები ქმნიან. უსამართლობად მიმაჩნია, როცა ახალგაზრდა თაობის უმოწყალო დატუქსვა და განკითხვა ხდება", - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ფოთის საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც მან ტაძრის დღესასწაულთან დაკავშირებული წირვა აღავლინა და იქადაგა.

მეუფე გრიგოლი, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება.

  • მისი შეფასებით, ქვეყანაში მდგომარეობა დღითი-დღე მძიმდება. მიტროპოლიტი არ გამორიცხავს , რომ "დაგროვილი უარყოფითი ენერგია, ერთ მშვენიერ დღეს სტიქიად მოევლინოს ამ ქვეყანას“.

"დღეს ხარობს ჩვენი გული, მაგრამ ეს სიხარული არის ნაკლულოვანი, რადგან გვერდს ვერ ავუვლით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს; რაც უფრო ახლოა საქართველო თავის გაცხადებულ მიზანთან, შესაბამისად მატულობს განსაცდელიც, ღელავს მთელი საზოგადოება, მათ შორის ახალგაზრდა თაობა, პოლიტიკური სპექტრი, პოზიცია და ოპოზიცია, მდგომარეობა დღითი-დღე რთულდება და მატულობს კონფრონტაციის საფრთხე და ხარისხი. ყოველივე ეს იწვევს უარყოფითი ენერგიის დაგროვებას, რაც ძალიან საშიშია, რადგან ვერ გამოვრიცხავთ, რომ ეს ენერგია, ერთ მშვენიერ დღეს სტიქიად მოევლინოს ამ ქვეყანას; სტიქია კი თავის გზაზე არაფერს და არავის არჩევს და წალეკვას უქადის ყველაფერს, რაც წინ დახვდება. და ასეთ ვითარებაში ადამიანთა გაჯიუტება ცდომილებაში საბედისწერო შედეგების მომტანი შეიძლება გახდეს. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ დიდად გვაწუხებს ის აშკარა საფრთხეები, რაც ჩვენს ქვეყანაში ამ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს შესაძლოა მოჰყვეს. ასეთ საგანგებო ვითარებაში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ცოცხალი რწმენით 4 ნასაზრდოები სულიერი სიბრძნე, რადგან იგი საკაცობრიო ცხოვრების გამოცდილებას საღვთო სიბრძნის ჭრილში განჭვრეტს და აფასებს.

წმიდა სახარებისეული სიბრძნე, თუ მას ადამიანი გულის კარს გაუხსნის, სულიერი სიბრძნის წყაროდ იქცევა ადამიანში. ჩვენი ნამდვილი ძალა ჩვენს სულიერ და ფიზიკურ ერთობაშია და არა გათითოკაცებაში. საქართველოს ისტორია ცხადყოფს, რომ ჩვენი სამშობლო ჯვარს ეცვა ქრისტესთვის; ...და დღემდე ვერავითარმა მომხვდურმა, აშკარა ურჯულომ თუ მზაკვრულად მოსულმა ე.წ. „სჯულიერმა“ ვერ ამოძირკვა ჩვენში ქართული სული და ქრისტეში რწმენა; ამით ჩვენ ამაყნი ვართ და მდაბლად ვმადლობთ უფალს.

მიუხედავად ტკივილებისა, რაზეც ზემოთ ვისაუბრე, ჩვენს თვალწინ იბადება ახალი საქართველო. ახალ საქართველოს ახალი ადამიანები ქმნიან. უსამართლობად მიმაჩნია, როცა ახალგაზრდა თაობის უმოწყალო დატუქსვა და განკითხვა ხდება. ზოგადად ადამიანის (მით უფრო, ახალგაზრდის) ბუნება, მისი შინაგანი სამყარო უკიდურესად ფაქიზი და მგრძნობიარეა. ამიტომ მათზე მსჯელობისას, განზოგადოებულად იმის თქმა, რომ მათ არ გააჩნიათ ღირებულებები, რომ არიან ურწმუნონი, რომ არიან უხეშები, რადგან ყოველგვარი რევერანსების გარეშე გამოხატავენ თავის აზრს, ვფიქრობ, არასწორია და ასეთი რიტორიკა არის უკუშედეგის მომტანი. მიმაჩნია, რომ საზოგადოდ ჯანსაღი თაობა გვეზრდება, რომელსაც არც თავისუფალი აზროვნება უჭირს, არც გულწრფელობა აკლია და - ჩვენგან განსხვავებით - არც გამბედაობა!

შესაძლოა, ძველ თაობას ზოგი რამ არ მოსწონდეს კიდეც ახალგაზრდა თაობისა, მაგრამ ეს ხომ ვერ გამოდგება იმის საკმარის არგუმენტად, რომ ისინი ცუდად მოვიხსენიოთ ან კიდევ ცუდად განვეწყოთ მათ მიმართ; პირიქით, სწორედ აზრთა და ხედვათა სხვაობა და ურთიერთჭიდილი, დისკუსია და მსჯელობა არის მასაზრდოებელი წყარო საკაცობრიო სიბრძნისა, სწორედ ის არის საიმედო გზა ჭეშმარიტებისაკენ და იმის უდავო პირობა, რომ გამოირიცხოს კაცთა მხრიდან ერთადერთი და უცდომელი ჭეშმარიტების ფლობაზე პრეტენზია, რაც დაგვიცავს საბედისწერო ცდომილებებისგან და უზრუნველყოფს ჯანსაღი საზოგადოებრივი ცხოვრების იმგვარ მშვიდობისმყოფელ წესრიგს, ასე რომ გვსურს და ვესწრაფვით, მაგრამ ჯერჯერობით რომ ვერა და ვერ დავამკვიდრეთ! ღმერთმა დაგვილოცოს ჩვენი შვილების თაობა! იმედი მაქვს, რომ მათი მონდომებითა და ძალისხმევით საქართველო სამშვიდობოს გავა, ხოლო ჩვენი საზოგადოების თითოეული წევრი კი საკუთარ თავს ღირსეული ქვეყნის ღირსეულ მოქალაქედ იგრძნობს! მამებმა და შვილებმა ერთად უნდა ვაშენოთ ამ ქვეყნის მომავალი,“- განაცხადა მეუფე გროგოლმა.