ავტორი:

არ გამოტოვოთ არაჩვეულებრივი მუსიკალური მოგზაურობა! მსოფლიოში ცნობილი არტისტები სოხუმის თეატრის სცენაზე

არ გამოტოვოთ არაჩვეულებრივი მუსიკალური მოგზაურობა! მსოფლიოში ცნობილი არტისტები სოხუმის თეატრის სცენაზე

არ გამოტოვოთ არაჩვეულებრივი მუსიკალური მოგზაურობა!

მსოფლიოში ცნობილი არტისტები სოხუმის თეატრის სცენაზე

ბარენბოიმ-საიდის აკადემია და მიხაილ ბარენბოიმი (23 მაისი)

23 მაისს, 20.00 საათზე, სოხუმის დრამატულ თეატრში, თქვენ გელით კლასიკური მუსიკის დაუვიწყარი საღამო მიხაელ ბარენბოიმთან (ვიოლინო), იბრაჰიმ ალშაიხთან (კლარნეტი), იცხაკ ნურთან (ჩელო), ედენ მაიერ ხაიატთან (ალტი), ითამარ კარმელისთან (ფორტეპიანო) და კატია აბდელ კადერთან (ვიოლინო) ერთად. კონცერტზე შესრულდება ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის, არნოლდ შონბერგის და იოჰანეს ბრამსის ნაწარმოებები.

(პროგრამა:

ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი: კლარნეტის კვინტეტი ლა მაჟორი, KV 581

არნოლდ შონბერგი: ფანტაზია ვიოლინოსა და ფორტეპიანოსთვის, თხზ. 47

შესვენება (20 წ.)

იოჰანეს ბრამსი: საფორტეპიანო კვინტეტი ფა მინორი, თხზ. 34).

ევიოლინე მიხაელ ბარენბოიმი საერთაშორისო მასშტაბით ცნობილი 2011 წელს გახდა, როდესაც მან შონბერგის სავიოლინო კონცერტი პიერ ბულეზის დირიჟორობით შეასრულა. მას შემდეგ, საერთაშორისო საკონცერტო სცენებზე ისეთ გამოჩენილ კოლეგებთან ერთად გამოდის, როგორებიც არიან: ვენის ფილარმონიული ორკესტრი დანიელ ბარენბოიმის დირიჟორობით, ჩიკაგოს სიმფონიური ორკესტრი აშერ ფიშის დირიჟორობით, ისრაელის ფილარმონიული ორკესტრი ზუბინ მეტას დირიჟორობით, ბერლინის ფილარმონიული ორკესტრი ვასილი პეტრენკოს დირიჟორობით და ლოს-ანჯელესის ფილარმონიული ორკესტრი გუსტავო დუდამელის დირიჟორობით.

ბარენბოიმ-საიდის აკადემია 2016 წელს, ბერლინში პიანისტისა და დირიჟორის დანიელ ბარენბოიმის ინიციატივით გაიხსნა. იქ განათლებას იღებენ გამორჩეულად ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსები, ძირითადად, ახლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან. მუსიკალური პროექტების, ლექციების, სიმპოზიუმებისა და სხვადასხვა ღონისძიებების წყალობით, აღნიშნული აკადემია დღესდღეობით საერთაშორისო პროექტების, შეხვედრებისა და დებატების გამორჩეული კერაა.

ანა მიულერი - ლექცია/დისკუსია (24 მაისი)

24 მაისს, 16:00 საათზე, სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში რეჟისორი და წიგნების გამომცემელი ანა მიულერი, მამამისის ჰაინერ მიულერის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ლექციას გამართავს.

ანა მიულერი 1992 წელს ბერლინში დაიბადა. ის მსოფლიოში ცნობილი გერმანელი დრამატურგის, ჰაინერ მიულერისა და ფოტოგრაფის ბრიგიტე მარია მაიერის ერთადერთი ქალიშვილია. მან 2017 წელს ბერლინში გამომცემლობა Herzstückverlag დააარსა და 2020 წლიდან ნიუ-იორკის აკადემიაში დოკუმენტურ კინოს შეისწავლის. ანამ თავის სადებიუტო დოკუმენტური ფილმი სახელოვან მამას, ჰაინერ მიულერს მიუძღვნა. ანა 3 წლის იყო, როცა ჰაინერ მიულერი გარდაიცვალა. ახალგაზრდა რეჟისორმა ფილმი დედის მოგონებების მიხედვითა და დახმარებით „აკინძა“. დოკუმენტური ფილმი მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის გერმანელი დრამატურგის, პოეტისა და რეჟისორის შესახებ. ასე რომ, არ გამოტოვოთ უნიკალური შესაძლებლობა, შეხვდეთ და ჩაერთოთ ანა მოულერთან საუბარში.შეხვედრის მოდერატორი იქნება დრამატურგი, რეჟისორი და მთარგმნელი გიორგი ჯამბურია.

იონ ლუდვიგი და შტეგრაიფი // ანა მიულერი და ნიკოლაუს რექსროთი (24 მაისი)

24 მაისს, 20.00 საათზე, ანა მიულერი წაიკითხავს ჰაინერ მიულერის „ჰამლეტ-მანქანას“.

მუსიკალურ ინტერლუდიებს შეასრულებს ნიკოლაუს რექსროთი (ფორტეპიანო). არნოლდ შონბერგი: 6 საფორტეპიანო პიესა, თხზ. 19, ვალენტინ სილვესტროვი: ელეგია, ეძღვნება დ. რექსროთის ხსოვნას. მსოფლიო პრემიერა , სერგეი რახმანინოვი: ფრაგმენტები საფორტეპიანო ციკლიდან „მუსიკალური მომენტები“, თხზ. 16

20 წუთიანი შესვენების შემდეგ კი, მაყურებელს Drone-მუსიკით, ცოცხალი იმპროვიზაციითა და ელექტრონული სინთეზატორებით სავსე საღამო ელოდება.

ბოლო წლების განმავლობაში, დიჯეი იონ დუდვიგი ელექტრონული მუსიკის მიმართულებით, ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული პროდიუსერი და შემსრულებელია. მას ხშირად უწოდებენ სცენის ჯადოქარსა და მაესტროს. შტეგრაიფი / Stegreif - კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მუსიკოსებისგან შემდგარი 30 კაციანი კოლექტივია. იმპროვიზაციული სიმფონიური ორკესტრი, მაყურებლის წინაშე პარტიტურების, დირიჟორისა და სკამების გარეშე წარდგება, რაც ორკესტრის შემოქმედებას მეტ თავისუფლებას ანიჭებს, და ამავდროულად, ეს მათ ერთმანეთში და მსმენელთან უკეთ ინტერაქციაში ეხმარება. მათთვის კლასიკა და კლასიკური კომპოზიციები იმპროვიზაციისა და ახალი საკონცერტო გამოცდილებისთვის საწყისი წერტილია. ასე რომ, არ გამოტოვოთ იშვიათი შესაძლებლობა, მოუსმინოთ ნიჭიერ ხელოვანებს უნიკალურ გარემოში.

ეშლი გრინი და თბილისის ჯაზ-ანსამბლი (25 მაისი)

25 მაისს, სოხუმის დრამატული თეატრის სცენას ეშლი გრინი (ნიუ-იორკის ელვინ ეილის ცეკვის კომპანიის სოლისტი) და თბილისის ჯაზ-ანსამბლი დაიკავებენ. (ლუკა თოფურია - ფორტეპიანო, ხატია ქორიძე - ბასი, სოსო ცაგარეიშვილი - დრამი).

პრესტიჟული ამერიკული ცეკვის თეატრის „ელვინ ეილის“ სოლისტი ეშლი გრინი და თბილისის ჯაზ ანსამბლი (ლუკა თოფურია - ფორტეპიანო, ხატია ქორიძე - ბასი, სოსო ცაგარეიშვილი - დრამი) თბილისში ერთობლივ დაუვიწყარ პერფორმანსს გვპირდებიან.

ეშლი გრინი 2021 წლიდან ნიუ-იორკში, ცნობილი ამერიკული ცეკვის თეატრის „ელვინ ეილის“ წევრია. 2021 წელს პრესტიჟილმა ჟურნალმა Dance Magazine ის იმ 25 არტისტს შორის დაასახელა, რომელის სცენაზე ხილვა რეკომენდებულია.

პროექტის მხარდამჭერია თიბისი კონცეპტი.

თიბისი კონცეპტის ყველა სადებეტო ბარათზე ვრცელდება 15%-იანი ფასდაკლება.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ: TKT.GE

პროექტი თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ

სოხუმის დრამატული თეატრი. მისამართი: თბილისი, დიმიტრი უზნაძის ქ. N68

სოხუმის თეატრის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: ambebi.ge • ამბები.ge და Palitranews - პალიტრანიუსი

R