ავტორი:

"მოდი და სიმბოლოებს ნუ დაუჯერებ: მამა აფხაზეთის ომში დაიღუპა, ვაჟმა მისი "დანატოვარი" სიმბოლური დროშა ვახტანგ გორგასალს დააჭერინა ხელში" - მარინა ბერიძე

"მოდი და სიმბოლოებს ნუ დაუჯერებ: მამა აფხაზეთის ომში დაიღუპა, ვაჟმა მისი "დანატოვარი" სიმბოლური დროშა ვახტანგ გორგასალს დააჭერინა ხელში" - მარინა ბერიძე

ევროპის მოედანზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. პროტესტის ერთ-ერთმა მონაწილემ ვახტანგ გორგასლის ძეგლზე საქართველოს დროშა აიტანა და დაამაგრა.

  • აღნიშნული პირის ვინაობის თაობაზე მარინა ბერიძე სოციალურ ქსელში წერს:

"გუშინ არ დავწერე გურამის ნებართვის გარეშე. დღეს უკვე ვნახე, რომ სხვებმა დაწერეს და დავამატებ:ეს კარგი ბიჭი ჩვენი დათუნა ხუციშვილის ვაჟია, გურამ ხუციშვილი. Გახსოვთ, 9 აპრილის შესახებ ფილმში კუბოკრულპერანგიანი ლამაზი ბიჭი კისერზე შემოსმული შვილით. აი, ის პატარაა ეს გურამი Ჰოდა, მოდი და სიმბოლოებს ნუ დაუჯერებ: მამა აფხაზეთის ომში დაიღუპა, აფეთქებულ ვერტმფრენში იჯდა. ვაჟმა მისი "დანატოვარი" სიმბოლური დროშა ვახტანგ გორგასალს დააჭერინა ხელში!...მითხარით, რომ ეს სასწაული არ არის!" - წერს მარინე ბერიძე სოციალურ ქსელში,

ასევე იხილეთ: