მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უჩა აბაშიძის სასამართლო პროცესი დაიხურა - რა თქვა მან სხდომაზე
უჩა აბაშიძის სასამართლო პროცესი დაიხურა - რა თქვა მან სხდომაზე

და­კა­ვე­ბუ­ლი ბლო­გე­რის უჩა აბა­ში­ძის გან­ცხა­დე­ბით, მის სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჩხრე­კი­სას სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მხრი­დან იყო და­მამ­ცი­რე­ბე­ლი მო­პყრო­ბა.

ამის შე­სა­ხებ უჩა აბა­ში­ძემ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და.

სა­ვა­რა­უ­დო და­მამ­ცი­რე­ბე­ლი მო­პყრო­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე უჩა აბა­ში­ძის მე­უღ­ლემ, მა­რი­ამ იაშ­ვილ­მაც.

მისი გან­მარ­ტე­ბით, იყო ძა­ლით შე­ბოჭ­ვის, ხე­ლე­ბის გა­დაგ­რე­ხი­სა და ტე­ლე­ფო­ნის წარ­თმე­ვის მცდე­ლო­ბა.

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს შემ­ცვე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გამო, მო­სა­მარ­თლე ალექ­სან­დრე იაშ­ვილ­მა დღე­ვან­დე­ლი პრო­ცე­სი და­ხუ­რა.

ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის, თე­ი­მუ­რაზ კუ­პა­ტა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა, უჩა აბა­ში­ძემ და მის­მა მე­უღ­ლემ, მა­რი­ამ იაშ­ვილ­მა უკა­ნო­ნოდ მო­ი­პო­ვეს და მათ კუთ­ვნილ კომ­პი­უ­ტე­რულ სის­ტე­მა­ში ასე­უ­ლო­ბით პი­რის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს შემ­ცვე­ლი ინ­ფორ­მა­ცია შე­ი­ნა­ხეს.

რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე კუ­პა­ტა­ძემ გა­ნა­ცხა­და, ჩა­ნა­წე­რებ­ში ფი­გუ­რი­რე­ბენ სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის ცნო­ბი­ლი პი­რე­ბიც, რო­მელ­თა გა­და­ღე­ბაც ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და უკა­ნო­ნოდ, მათი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე და შე­სა­ბა­მი­სად, ხდე­ბო­და მათი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს ხელ­ყო­ფა. შსს-ის ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, ამო­ღე­ბუ­ლია დიდი რა­ო­დე­ნო­ბით პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს შემ­ცვე­ლი ინ­ტი­მუ­რი ში­ნა­არ­სის მქო­ნე ფა­ი­ლე­ბი, რო­მელ­თა შეს­წავ­ლა გრძელ­დე­ბა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბი­სა და მათ­თან შე­სა­ბა­მი­სი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბის მიზ­ნით. უწყე­ბის ცნო­ბით,

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 157-ე პრი­მა მუხ­ლით და 236-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბა - შე­ნახ­ვას და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვას გუ­ლის­ხმობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

უჩა აბაშიძის სასამართლო პროცესი დაიხურა - რა თქვა მან სხდომაზე

უჩა აბაშიძის სასამართლო პროცესი დაიხურა - რა თქვა მან სხდომაზე

დაკავებული ბლოგერის უჩა აბაშიძის განცხადებით, მის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკისას სამართალდამცავების მხრიდან იყო დამამცირებელი მოპყრობა.

ამის შესახებ უჩა აბაშიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო პროცესზე განაცხადა.

სავარაუდო დამამცირებელი მოპყრობის შესახებ ისაუბრა დღევანდელ პროცესზე უჩა აბაშიძის მეუღლემ, მარიამ იაშვილმაც.

მისი განმარტებით, იყო ძალით შებოჭვის, ხელების გადაგრეხისა და ტელეფონის წართმევის მცდელობა.

პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის გამო, მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა დღევანდელი პროცესი დახურა.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, ბრალდებულებმა, უჩა აბაშიძემ და მისმა მეუღლემ, მარიამ იაშვილმა უკანონოდ მოიპოვეს და მათ კუთვნილ კომპიუტერულ სისტემაში ასეულობით პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია შეინახეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე კუპატაძემ განაცხადა, ჩანაწერებში ფიგურირებენ საზოგადოებისათვის ცნობილი პირებიც, რომელთა გადაღებაც ხორციელდებოდა უკანონოდ, მათი ნებართვის გარეშე და შესაბამისად, ხდებოდა მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა. შსს-ის ცნობით, გამოძიების ფარგლებში, ამოღებულია დიდი რაოდენობით პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინტიმური შინაარსის მქონე ფაილები, რომელთა შესწავლა გრძელდება დაზარალებული პირების იდენტიფიცირებისა და მათთან შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით. უწყების ცნობით,

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება - შენახვას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.