ავტორი:

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები დღეს, პარლამენტთან ღამის გათენებას გეგმავენ

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები დღეს, პარლამენტთან ღამის გათენებას გეგმავენ

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები დღეს, პარლამენტთან ღამის გათენებას აანონსებენ, რათა ორშაბათს, 13 მაისს დეპუტატებს პარლამენტში შესვლისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვის შესაძლებლობა არ მისცენ.

აღნიშნულის შესახებ ევროპის მოედანზე მიმდინარე პროტესტის მონაწილეებმა განაცხადეს. ამასთან, სოციალურ ქსელში ორგანიზატორების მიერ უკვე გამოქვეყნდა შესაბამისი ინფორმაციაც, სადაც აღნიშნულია, რომ რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს წინ, 12 მაისს, 22:00 საათზე შეკრება იგეგმება.

"ქვეყნის სიყვარულში ჩვენი დაუღალავი ერთობით - გავათენოთ ღამე ერთად და დილით, არ მივცეთ საშუალება ოცნების დეპუტატებს აუღელვებლად შევიდნენ პარლამენტის შენობაში და გააგრძელონ ხალხის ნების, ევროკავშირისა და კონსტიტუციის საწინააღმდეგო მოქმედება“,- აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით უნდა განიხილონ, 13 მაისს, 9:00 საათზეა ჩანიშნული.