დედაქალაქის მერიაში განმარტავენ, რომ თბილისის მეტრო ჩვეული რეჟიმით მუშაობს და შეფერხება არცერთ სადგურზე არ ფიქსირდება.
აღნიშნულის შესახებ “ინტერპრესნიუსს” მედიაში მეტროს შეფერხებით მუშაობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ განუცხადეს.
“მეტროსადგურ “300 არაგველზე”ესკალატორები არ გაჩერებულა, მუშაობს ჩვეულებრივ. რაც შეეხება მოცდის ინტერვალს, ღამის საათებში ყოველთვის იზრდება”, - აღნიშნავენ მერიაში.