სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გადაჭედილია მტკვრის ორივე სანაპირო: მასშტაბური მსვლელობა "ევროპის მარშისკენ" - რა ხდება თბილისის ქუჩებში (კადრები)
გადაჭედილია მტკვრის ორივე სანაპირო: მასშტაბური მსვლელობა "ევროპის მარშისკენ" - რა ხდება თბილისის ქუჩებში (კადრები)
  • მთა­ვა­რი ფოტო: სქ­რი­ნი გოგი გვა­ხა­რი­ას ვი­დე­ო­დან

სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ა­ზე, მათ შო­რის მტკვრის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე პო­ლი­ცი­ის სხვა­დას­ხვა და­ნა­ყო­ფია მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან ასე­ვე, “ევ­რო­პის მო­ე­დან­ზე”, პარ­ლა­მენ­ტის მიმ­დე­ბა­რედ და მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან.

დე­და­ქა­ლა­ქის რამ­დე­ნი­მე ლო­კა­ცი­ი­დან ევ­რო­პის მო­ედ­ნის­კენ "ევ­რო­პის მარ­ში" ეწყო­ბა. ამ დრო­ის­თვის გა­და­ჭე­დი­ლია მტკვრის ორი­ვე სა­ნა­პი­რო.

"უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც რეს­პუბ­ლი­კის მო­ედ­ნი­დან მსვლე­ლო­ბით ევ­რო­პის მო­ედ­ნის­კენ მი­ე­მარ­თე­ბი­ან, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ოფის­თან სკან­დი­რე­ბენ - „მო­ნე­ბო“.

მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ოფი­სის ასას­ვლელ გზა­ზე დიდი რა­ო­დე­ნო­ბით პო­ლი­ცი­აა მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი.

მა­ნამ­დე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექტს აპ­რო­ტეს­ტე­ბენ, მსვლე­ლო­ბით და­იძ­რნენ მეტ­რო­სად­გურ „300 არაგ­ვე­ლის“ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან, რეს­პუბ­ლი­კის მო­ედ­ნი­დან და მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის მო­ედ­ნი­დან, სა­დაც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს მა­ნამ­დე, ასე­ვე მარ­შით შე­უ­ერ­თდნენ „ექ­სპო ჯორ­ჯი­ას­თან“ შეკ­რე­ბი­ლე­ბი.

მსვლე­ლო­ბის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა გა­და­კე­ტეს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბი რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, ასე­ვე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის მო­ედ­ნი­სა და მეტ­რო­სად­გურ „300 არაგ­ვე­ლის“ მიმ­დე­ბა­რედ.

რაც შე­ე­ხე­ბა თი­თო­ე­ულ ლო­კა­ცი­ას, მარ­შის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა, რომ­ლე­ბიც მეტ­რო­სად­გურ „300 არაგ­ვე­ლი­დან“ და­იძ­რნენ, ბა­ნე­რი გა­შა­ლეს წარ­წე­რით „კი ევ­რო­პას, არა რუ­სულ კა­ნონს“, „ბრძო­ლის ყი­ჟი­ნა მოგ­ვეს­მა“. აქ შეკ­რე­ბი­ლებს პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, მათ შო­რის პარ­ტია „ახა­ლის“ წევ­რე­ბი და მხარ­დამ­ჭე­რე­ბი, ასე­ვე „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ წევ­რე­ბი შე­უ­ერ­თდნენ.

სხვა­დას­ხვა შე­ძა­ხი­ლით მი­ე­მარ­თე­ბი­ან აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი რეს­პუბ­ლი­კის მო­ედ­ნი­და­ნაც. ისი­ნი სკან­დი­რე­ბენ: „არა რუ­სულ კა­ნონს“; „სა­ქარ­თვე­ლოს გა­უ­მარ­ჯოს“.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

გადაჭედილია მტკვრის ორივე სანაპირო: მასშტაბური მსვლელობა "ევროპის მარშისკენ" - რა ხდება თბილისის ქუჩებში (კადრები)

გადაჭედილია მტკვრის ორივე სანაპირო: მასშტაბური მსვლელობა "ევროპის მარშისკენ" - რა ხდება თბილისის ქუჩებში (კადრები)
  • მთავარი ფოტო: სქრინი გოგი გვახარიას ვიდეოდან

სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე პოლიციის სხვადასხვა დანაყოფია მობილიზებული. სამართალდამცავები იმყოფებიან ასევე, “ევროპის მოედანზე”, პარლამენტის მიმდებარედ და მთავრობის ადმინისტრაციასთან.

დედაქალაქის რამდენიმე ლოკაციიდან ევროპის მოედნისკენ "ევროპის მარში" ეწყობა. ამ დროისთვის გადაჭედილია მტკვრის ორივე სანაპირო.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები, რომლებიც რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით ევროპის მოედნისკენ მიემართებიან, „ქართული ოცნების“ ოფისთან სკანდირებენ - „მონებო“.

მმართველი პარტიის ოფისის ასასვლელ გზაზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული.

მანამდე მოქალაქეები, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ, მსვლელობით დაიძრნენ მეტროსადგურ „300 არაგველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, რესპუბლიკის მოედნიდან და მარჯანიშვილის მოედნიდან, სადაც აქციის მონაწილეებს მანამდე, ასევე მარშით შეუერთდნენ „ექსპო ჯორჯიასთან“ შეკრებილები.

მსვლელობის მონაწილეებმა გადაკეტეს საავტომობილო გზები რუსთაველის გამზირზე, ასევე მარჯანიშვილის მოედნისა და მეტროსადგურ „300 არაგველის“ მიმდებარედ.

რაც შეეხება თითოეულ ლოკაციას, მარშის მონაწილეებმა, რომლებიც მეტროსადგურ „300 არაგველიდან“ დაიძრნენ, ბანერი გაშალეს წარწერით „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“, „ბრძოლის ყიჟინა მოგვესმა“. აქ შეკრებილებს პოლიტიკოსები, მათ შორის პარტია „ახალის“ წევრები და მხარდამჭერები, ასევე „ევროპული საქართველოს“ წევრები შეუერთდნენ.

სხვადასხვა შეძახილით მიემართებიან აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდანაც. ისინი სკანდირებენ: „არა რუსულ კანონს“; „საქართველოს გაუმარჯოს“.