ავტორი:

"პატიოსნების რაიმე დონის მქონე ნებისმიერი მთავრობა ამ თავდასხმებს დაგმობდა" - იან კელი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე

"პატიოსნების რაიმე დონის მქონე ნებისმიერი მთავრობა ამ თავდასხმებს დაგმობდა" - იან კელი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე

პატიოსნების რაიმე დონის მქონე ნებისმიერი მთავრობა ამ თავდასხმებს დაგმობდა, - ასე ეხმაურება საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და აქტივისტების წინააღმდეგ თავდასხმების პოსტს „ტვიტერის" პირად გვერდზე აზიარებს.

როგორც იან კელი წერს, თუ აღნიშნულს ხელისუფლება არ გმობს, მაშინ პასუხს აგებს.

„საზიზღარი, შეურაცხმყოფელი და არალეგალური. პატიოსნების რაიმე დონის მქონე ნებისმიერი მთავრობა ამ თავდასხმებს დაგმობდა. თუ არა, [მაშინ] ამას საკუთარ თავზე იღებენ და პასუხს აგებენ”, - წერს კელი.