მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოჯახის სიწმინდის დღე, კიდევ ერთ იაფფასიან სპექტაკლად გადაიქცევა!.." - პეტრე კოლხი საპატრიარქოს განცხადებაზე
"ოჯახის სიწმინდის დღე, კიდევ ერთ იაფფასიან სპექტაკლად გადაიქცევა!.." - პეტრე კოლხი საპატრიარქოს განცხადებაზე

პეტ­რე კოლ­ხი სა­პატ­რი­არ­ქოს მიერ 17 მა­ის­თან და­კავ­ში­რე­ბულ გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ ოჯა­ხის სიწ­მინ­დე პირ­ველ რიგ­ში სა­კუ­თარ ოჯახ­ში და სა­კუ­თა­რი ქმე­დე­ბით უნდა და­იც­ვა...

პეტ­რე კოლ­ხი:

- ოჯა­ხის სიწ­მინ­დე, უპირ­ვე­ლე­სად უნდა და­იც­ვა სა­კუ­თარ ოჯახ­ში, სა­კუ­თა­რი ქმე­დე­ბით, ცხოვ­რე­ბის წე­სით, უან­გა­რო სიყ­ვა­რუ­ლით და პა­ტი­ვის­ცე­მით… სუფ­თა აზ­როვ­ნე­ბით და ქრის­ტი­ა­ნუ­ლი მცნე­ბე­ბი­სად­მი ერ­თგუ­ლე­ბით. ქუ­ჩა­ში გას­ვლით, ჩოხა-ახა­ლუ­ხის ჩაც­მით და ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბით, ვერც ოჯახს და­ი­ცავ და ვერც სა­კუ­თარ თავს ცოდ­ვი­სა­გან, თუ სა­ღა­მოს, სახ­ლში მიბ­რუ­ნე­ბუ­ლი, ისევ აგ­რე­სი­უ­ლი ხარ ცო­ლის მი­მართ, თუ ისევ წიხ­ლე­ბით შედ­გე­ბი მას და ვი­თომ გაბ­რა­ზე­ბუ­ლი კარს მი­ი­ჯა­ხუ­ნებ და გუ­ლის გა­და­სა­ყო­ლებ­ლად საყ­ვა­რელს მი­ა­შუ­რებ.

სა­კუ­თა­რი თა­ვის სა­სი­კე­თო ცვლი­ლე­ბის გა­რე­შე, გა­რეგ­ნუ­ლად ქცე­უ­ლი ოჯა­ხის სიწ­მინ­დის დღე, კი­დევ ერთ ია­ფ­ფა­სი­ან სპექ­ტაკ­ლად გა­და­იქ­ცე­ვა!..

შე­გახ­სე­ნებთ, რომ დღეს სა­პატ­რი­არ­ქომ გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც წე­რია, რომ 17 მა­ისს, 12:00 სა­ათ­ზე, სამ­ღვდე­ლო­ე­ბა და მრევ­ლი ქაშ­ვე­თის წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარ­ში შე­იკ­რი­ბე­ბა, სა­დაც 13:00 სა­ათ­ზე სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის მო­საყ­დრე, შიო (მუ­ჯი­რი), სამ­ღვდე­ლო­ე­ბას­თან ერ­თად, აღას­რუ­ლებს მცი­რე პა­რაკ­ლისს, პა­რაკ­ლი­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მო­ე­წყო­ბა სა­ზე­ი­მო ლოც­ვი­თი მსვლე­ლო­ბა სა­მე­ბის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის­კენ.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"ოჯახის სიწმინდის დღე, კიდევ ერთ იაფფასიან სპექტაკლად გადაიქცევა!.." - პეტრე კოლხი საპატრიარქოს განცხადებაზე

"ოჯახის სიწმინდის დღე, კიდევ ერთ იაფფასიან სპექტაკლად გადაიქცევა!.." - პეტრე კოლხი საპატრიარქოს განცხადებაზე

პეტრე კოლხი საპატრიარქოს მიერ 17 მაისთან დაკავშირებულ განცხადებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ ოჯახის სიწმინდე პირველ რიგში საკუთარ ოჯახში და საკუთარი ქმედებით უნდა დაიცვა...

პეტრე კოლხი:

- ოჯახის სიწმინდე, უპირველესად უნდა დაიცვა საკუთარ ოჯახში, საკუთარი ქმედებით, ცხოვრების წესით, უანგარო სიყვარულით და პატივისცემით… სუფთა აზროვნებით და ქრისტიანული მცნებებისადმი ერთგულებით. ქუჩაში გასვლით, ჩოხა-ახალუხის ჩაცმით და ფოტოების გადაღებით, ვერც ოჯახს დაიცავ და ვერც საკუთარ თავს ცოდვისაგან, თუ საღამოს, სახლში მიბრუნებული, ისევ აგრესიული ხარ ცოლის მიმართ, თუ ისევ წიხლებით შედგები მას და ვითომ გაბრაზებული კარს მიიჯახუნებ და გულის გადასაყოლებლად საყვარელს მიაშურებ.

საკუთარი თავის სასიკეთო ცვლილების გარეშე, გარეგნულად ქცეული ოჯახის სიწმინდის დღე, კიდევ ერთ იაფფასიან სპექტაკლად გადაიქცევა!..

შეგახსენებთ, რომ დღეს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ 17 მაისს, 12:00 საათზე, სამღვდელოება და მრევლი ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში შეიკრიბება, სადაც 13:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, შიო (მუჯირი), სამღვდელოებასთან ერთად, აღასრულებს მცირე პარაკლისს, პარაკლისის დასრულების შემდეგ მოეწყობა საზეიმო ლოცვითი მსვლელობა სამების სახელობის ტაძრისკენ.

წაიკითხეთ ასევე: