ავტორი:

"დავაკვირდეთ ერთ დეტალს - ასობით ცნობილი ადამიანის ინტიმური კადრებიო... მოვემზადოთ, შსს სკივრის გახსნას აპირებს" - ნანუკა ჟორჟოლიანი აბაშიძისა და მისი მეუღლის საქმეზე

"დავაკვირდეთ ერთ დეტალს - ასობით ცნობილი ადამიანის ინტიმური კადრებიო... მოვემზადოთ, შსს სკივრის გახსნას აპირებს" - ნანუკა ჟორჟოლიანი აბაშიძისა და მისი მეუღლის საქმეზე

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის საქმეზე შსს-ს სკანდალურ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"სათამაშო თოფებმა არ გაჭრა. წავიდნენ სხვა სცენარით. ადამიანი ყოველ დღე დაჭერას ელოდებოდა და პორნო ინდუსტრიის ტექნიკა დაახვედრა პოლიციას?! ანუ რას ბოდავთ, მართლა ასეთი წარმოდგენა გაქვთ საკუთარ ამომრჩეველზე?!

მაგრამ უნდა დავაკვირდეთ ერთ დეტალს. ასობით ცნობილი ადამიანის ინტიმური კადრებიო, ამბობს შსს. მოვემზადოთ მეგობრებო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, საკუთარი სკივრის გახსნას აპირებს" - წერს ჟორჟოლიანი.

  • ცნობისთვის, დღეს ბლოგერ უჩა აბაშიძის მეუღლე, მარიამ იაშვილი დააკავეს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, ბრალდებულებმა, უჩა აბაშიძემ და მისმა მეუღლემ, მარიამ იაშვილმა უკანონოდ მოიპოვეს და მათ კუთვნილ კომპიუტერულ სისტემაში ასეულობით პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია შეინახეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე კუპატაძემ განაცხადა, ჩანაწერებში ფიგურირებენ საზოგადოებისათვის ცნობილი პირებიც, რომელთა გადაღებაც ხორციელდებოდა უკანონოდ, მათი ნებართვის გარეშე და შესაბამისად, ხდებოდა მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა.

წაიკითხეთ ასევე: