Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყოფილი თანაგუნდელების, პარლამენტის VIII და IX მოწვევის დეპუტატების მიმართვა "ქართულ ოცნებას" - "დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ კანონპროექტის განხილვა!"
ყოფილი თანაგუნდელების, პარლამენტის VIII და IX მოწვევის დეპუტატების მიმართვა "ქართულ ოცნებას" - "დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ კანონპროექტის განხილვა!"

"უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტზე სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის VIII და IX მოწ­ვე­ვის დე­პუ­ტა­ტე­ბის ნა­წი­ლი ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლე­ბენ და აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი არა გამჭვირ­ვა­ლო­ბა, არა­მედ სის­ტე­მის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მტრად შე­რა­ცხვა, მათი დევ­ნა და და­ში­ნე­ბაა.

  • ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბი "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" მო­უ­წო­დე­ბენ, შე­წყვი­ტონ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და­პი­რის­პი­რე­ბის ხე­ლოვ­ნუ­რად გამ­წვა­ვე­ბა და კა­ნო­ნის გან­ხილ­ვა.

"სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის მიერ ინი­ცი­რე­ბულ­მა "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ექ­ტმა უდი­დე­სი საფრ­თხე შე­უქ­მნა რო­გორც, სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ით დეკ­ლა­რი­რე­ბულ სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კურ კურსს, ასე­ვე დე­მოკ­რა­ტი­ას, მო­სახ­ლე­ო­ბის კე­თილ­დღე­ო­ბა­სა და უსაფრ­თხო­ე­ბას. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ, გა­სუ­ლი წლის მოვ­ლე­ნებ­მა ცხა­დად დაგ­ვა­ნა­ხა ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბის მკა­ფიო უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა “რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის” მი­მართ, მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ და­არ­ღვია სა­ჯა­რო პო­ლი­ტი­კუ­რი და­პი­რე­ბა და ხე­ლახ­ლა გა­ნიზ­რა­ხა მისი მი­ღე­ბა, რი­თაც ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნა გან­ხეთ­ქი­ლე­ბა, ერ­თის მხრივ, ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, მე­ო­რეს მხრივ კი, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ჩვე­ნი ქვეყ­ნის მე­გობ­რებს შო­რის. ეს მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს მტრე­ბის ინ­ტე­რესს წარ­მო­ად­გენს.

ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტის თვით გან­ხილ­ვაც კი, ემ­სა­ხუ­რე­ბა არა გამჭვირ­ვა­ლო­ბის ინ­ტე­რესს, არა­მედ იმ ქვეყ­ნე­ბის მტრად წარ­მო­ჩე­ნას, რომ­ლე­ბიც ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მხარს გვი­ჭერ­დნენ დე­მოკ­რა­ტი­ულ და გან­ვი­თა­რე­ბულ სა­ხელ­მწი­ფოდ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში, დღე­საც ჩვე­ნი ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტო­რე­ბი არი­ან და რო­მელ­თა დახ­მა­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლო უნდა გახ­დეს ევ­რო­კავ­ში­რის სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რი. ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის მი­ზა­ნია არა გამჭვირ­ვა­ლო­ბა, არა­მედ სის­ტე­მის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის “მტრად” შე­რა­ცხვა, მათი დევ­ნა და და­ში­ნე­ბა, რო­გორც ეს ბოლო დღე­ე­ბის მოვ­ლე­ნებ­მაც გვაჩ­ვე­ნა. სა­გან­გა­შოა ბოლო პე­რი­ოდ­ში მომ­რავ­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბი­სა და მუ­ქა­რის ფაქ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც აშ­კა­რად ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი სახე აქვს და რომ­ლებ­მაც უკვე მი­ი­ღო ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის ფორ­მა. ვი­თა­რე­ბას ამ­ძი­მებს ის ფაქ­ტი, რომ შე­სა­ბა­მი­სი სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბი რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე ტო­ვე­ბენ ასეთ ძა­ლა­დობ­რივ შემ­თხვე­ვებს.

და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნი­დან დღემ­დე, ჩვე­ნი გან­ვი­თა­რე­ბის ვექ­ტო­რი არას­დროს დამ­დგა­რა კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ მმარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბის მხრი­დან. ყო­ველ­თვის, ყვე­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში, სა­ქარ­თვე­ლო ის­წრა­ფო­და გამ­ხდა­რი­ყო და­სავ­ლუ­რი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის სრულ­ყო­ფი­ლი ნა­წი­ლი. მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ქმე­დე­ბებს ჩიხ­ში შეჰ­ყავს ჩვე­ნი ქვეყ­ნის - სა­ქარ­თვე­ლოს შემ­დგარ, გან­ვი­თა­რე­ბულ, წელ­ში გა­მარ­თულ, ევ­რო­პულ სა­ხელ­მწი­ფოდ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის შან­სი, ვი­ნა­ი­დან, ამ კა­ნო­ნის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ქარ­თვე­ლო არა­თუ ვერ წა­ი­წევს წინ და­სავ­ლუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე, არა­მედ საფრ­თხეს შე­უქ­მნის ყვე­ლა იმ ხელ­შე­სა­ხებ შე­დეგს, რო­მე­ლიც აქამ­დე მი­ვი­ღეთ.

შარ­შან­დე­ლის მსგავ­სად, ამ­ჯე­რა­დაც მივ­მარ­თავთ “ქარ­თულ ოც­ნე­ბას” და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რებს: გა­ი­აზ­რეთ სა­კუ­თა­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა; და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­წყვი­ტეთ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და­პი­რის­პი­რე­ბის ხე­ლოვ­ნუ­რად გამ­წვა­ვე­ბა; და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­წყვი­ტეთ "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვა.

პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე ეკის­რე­ბა არა მხო­ლოდ მმარ­თველ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას, არა­მედ თი­თო­ე­ულ პარ­ლა­მენ­ტის წევ­რს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად! სა­ქარ­თვე­ლოს გზა არის ევ­რო­პის­კენ და ამ გზას ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ აქვს!”, - წე­რია გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მელ­საც ხელს აწე­რენ: თედო ჯა­ფა­რი­ძე - VIII მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი; სა­გა­რეო საქ­მე­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე (2012-2016 წწ); თა­მარ ჩუ­გოშ­ვი­ლი - IX მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე (2016-2019 წწ.); ეკა ბე­სე­ლია - VIII და IX მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის, იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ( 2012-2018 წწ) თა­მარ ხუ­ლორ­და­ვა - IX მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, ევ­რო­პას­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე (2016-2019 წწ.); დი­მიტ­რი ცქი­ტიშ­ვი­ლი - IX მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე (2016-2019 წწ.); ირი­ნა ფრუ­ი­ძე - IX მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, ევ­რო­პას­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე (2016-2019 წწ.); აკა­კი ზო­ი­ძე - IX მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვი­სა და სო­ცი­ა­ლურ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე (2016-2019 წწ.); ნინო გო­გუ­ა­ძე - IX მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე (2016-2019 წწ.); ზაზა ხუ­ციშ­ვი­ლი - IX მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, გა­რე­მოს დაც­ვი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე (2016-2019 წწ.); ლე­ვან კო­ბე­რი­ძე - IX მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვი­სა და სო­ცი­ა­ლურ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე (2016-2019 წწ.); გი­ორ­გი მო­სი­ძე - IX მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, ევ­რო­პას­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტის წევ­რი (2016-2019 წწ.); ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი - IX მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი; ანი მი­რო­ტა­ძე - VIII მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე; გი­ორ­გი ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლი - VIII მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი; სოსო ვახ­ტან­გაშ­ვი­ლი - VIII მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი; ფრაქ­ცია “ეროვ­ნუ­ლი ფო­რუ­მის თავ­მჯდო­მა­რე”; გე­დე­ვან ფო­ფხა­ძე - VIII და XI მოწ­ვე­ვე­ბის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი.

ავტორი:

ყოფილი თანაგუნდელების, პარლამენტის VIII და IX მოწვევის დეპუტატების მიმართვა "ქართულ ოცნებას" - "დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ კანონპროექტის განხილვა!"

ყოფილი თანაგუნდელების, პარლამენტის VIII და IX მოწვევის დეპუტატების მიმართვა "ქართულ ოცნებას" - "დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ კანონპროექტის განხილვა!"

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საქართველოს პარლამენტის VIII და IX მოწვევის დეპუტატების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ პროექტის მიზანი არა გამჭვირვალობა, არამედ სისტემისთვის მიუღებელი ადამიანების მტრად შერაცხვა, მათი დევნა და დაშინებაა.

  • ყოფილი დეპუტატები "ქართულ ოცნებას" მოუწოდებენ, შეწყვიტონ საზოგადოებაში დაპირისპირების ხელოვნურად გამწვავება და კანონის განხილვა.

"საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტმა უდიდესი საფრთხე შეუქმნა როგორც, საქართველოს კონსტიტუციით დეკლარირებულ საგარეო პოლიტიკურ კურსს, ასევე დემოკრატიას, მოსახლეობის კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას. მიუხედავად იმისა, რომ, გასული წლის მოვლენებმა ცხადად დაგვანახა ქართული საზოგადოებისა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მკაფიო უარყოფითი დამოკიდებულება “რუსული კანონის” მიმართ, მმართველმა პარტიამ დაარღვია საჯარო პოლიტიკური დაპირება და ხელახლა განიზრახა მისი მიღება, რითაც ხელოვნურად შექმნა განხეთქილება, ერთის მხრივ, ქართულ საზოგადოებაში, მეორეს მხრივ კი, საქართველოს ხელისუფლებასა და ჩვენი ქვეყნის მეგობრებს შორის. ეს მხოლოდ საქართველოს მტრების ინტერესს წარმოადგენს.

ამ კანონპროექტის თვით განხილვაც კი, ემსახურება არა გამჭვირვალობის ინტერესს, არამედ იმ ქვეყნების მტრად წარმოჩენას, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში მხარს გვიჭერდნენ დემოკრატიულ და განვითარებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში, დღესაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების გარანტორები არიან და რომელთა დახმარებით საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ამ ინიციატივის მიზანია არა გამჭვირვალობა, არამედ სისტემისთვის მიუღებელი ადამიანების “მტრად” შერაცხვა, მათი დევნა და დაშინება, როგორც ეს ბოლო დღეების მოვლენებმაც გვაჩვენა. საგანგაშოა ბოლო პერიოდში მომრავლებული ძალადობისა და მუქარის ფაქტები, რომლებსაც აშკარად ორგანიზებული სახე აქვს და რომლებმაც უკვე მიიღო ფიზიკური ანგარიშსწორების ფორმა. ვითარებას ამძიმებს ის ფაქტი, რომ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები რეაგირების გარეშე ტოვებენ ასეთ ძალადობრივ შემთხვევებს.

დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე, ჩვენი განვითარების ვექტორი არასდროს დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ მმართველი პოლიტიკური ძალების მხრიდან. ყოველთვის, ყველა ხელისუფლების პირობებში, საქართველო ისწრაფოდა გამხდარიყო დასავლური ცივილიზაციის სრულყოფილი ნაწილი. მმართველი პარტიის ქმედებებს ჩიხში შეჰყავს ჩვენი ქვეყნის - საქართველოს შემდგარ, განვითარებულ, წელში გამართულ, ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების შანსი, ვინაიდან, ამ კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველო არათუ ვერ წაიწევს წინ დასავლური ინტეგრაციის გზაზე, არამედ საფრთხეს შეუქმნის ყველა იმ ხელშესახებ შედეგს, რომელიც აქამდე მივიღეთ.

შარშანდელის მსგავსად, ამჯერადაც მივმართავთ “ქართულ ოცნებას” და საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრებს: გაიაზრეთ საკუთარი პასუხისმგებლობა; დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ საზოგადოებაში დაპირისპირების ხელოვნურად გამწვავება; დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა.

პასუხისმგებლობა მიმდინარე პროცესებზე ეკისრება არა მხოლოდ მმართველ პოლიტიკურ პარტიას, არამედ თითოეულ პარლამენტის წევრს ინდივიდუალურად! საქართველოს გზა არის ევროპისკენ და ამ გზას ალტერნატივა არ აქვს!”, - წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: თედო ჯაფარიძე - VIII მოწვევის პარლამენტის წევრი; საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე (2012-2016 წწ); თამარ ჩუგოშვილი - IX მოწვევის პარლამენტის წევრი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2016-2019 წწ.); ეკა ბესელია - VIII და IX მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ( 2012-2018 წწ) თამარ ხულორდავა - IX მოწვევის პარლამენტის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე (2016-2019 წწ.); დიმიტრი ცქიტიშვილი - IX მოწვევის პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (2016-2019 წწ.); ირინა ფრუიძე - IX მოწვევის პარლამენტის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2016-2019 წწ.); აკაკი ზოიძე - IX მოწვევის პარლამენტის წევრი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე (2016-2019 წწ.); ნინო გოგუაძე - IX მოწვევის პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2016-2019 წწ.); ზაზა ხუციშვილი - IX მოწვევის პარლამენტის წევრი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2016-2019 წწ.); ლევან კობერიძე - IX მოწვევის პარლამენტის წევრი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (2016-2019 წწ.); გიორგი მოსიძე - IX მოწვევის პარლამენტის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი (2016-2019 წწ.); ლევან გოგიჩაიშვილი - IX მოწვევის პარლამენტის წევრი; ანი მიროტაძე - VIII მოწვევის პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; გიორგი ხეჩინაშვილი - VIII მოწვევის პარლამენტის წევრი; სოსო ვახტანგაშვილი - VIII მოწვევის პარლამენტის წევრი; ფრაქცია “ეროვნული ფორუმის თავმჯდომარე”; გედევან ფოფხაძე - VIII და XI მოწვევების პარლამენტის წევრი.