მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უჩა აბაშიძე და მისი ცოლი სისტემატურად იღებდნენ სხვადასხვა პირების ინტიმურ კავშირს და ინახავდნენ ჩანაწერს" - შსს-ს საგანგებო ბრიფინგი და ვიდეომასალა აბაშიძის საქმეზე
"უჩა აბაშიძე და მისი ცოლი სისტემატურად იღებდნენ სხვადასხვა პირების ინტიმურ კავშირს და ინახავდნენ ჩანაწერს" - შსს-ს საგანგებო ბრიფინგი და ვიდეომასალა აბაშიძის საქმეზე

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ბლო­გერ უჩა აბა­ში­ძი­სა და მისი ცო­ლის, მა­რი­ამ იაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის საქ­მე­ზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

  • უწყე­ბის ცნო­ბით, აბა­ში­ძემ და მის­მა მე­უღ­ლემ სხვა­დას­ხვა პირ­თა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს, კერ­ძოდ კი, ინ­ტი­მუ­რი კავ­ში­რის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბა და შე­ნახ­ვა გა­და­წყვი­ტეს და ამ მიზ­ნით, მა­რი­ამ იაშ­ვი­ლის სახ­ლში კა­მე­რე­ბი და­ა­მონ­ტა­ჟეს.

"მიმ­დი­ნა­რე წლის 4 მა­ისს, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბის, კერ­ძოდ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ვებ-გვერ­დებ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი კი­ბერ­შე­ტე­ვის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო.

გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის ფარ­გლებ­ში, მიმ­დი­ნა­რე წლის 9 მა­ისს, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა 1984 წელს და­ბა­დე­ბულ უ.ა.-ს და მას­თან კა­ნო­ნი­ერ ქორ­წი­ნე­ბა­ში მყოფ, 1987 წელს და­ბა­დე­ბულ მ.ი.-ს სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნებ­ში ჩხრე­კა ჩა­ა­ტა­რეს.

  • ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ უ.მ.-მ მას­თან რე­გის­ტრი­რე­ბულ ქორ­წი­ნე­ბა­ში მყოფ მ.ი.-სთან ერ­თად გა­ნიზ­რა­ხა სხვა­დას­ხვა პირ­თა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს, კერ­ძოდ კი, ინ­ტი­მუ­რი კავ­ში­რის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბა და შე­ნახ­ვა. აღ­ნიშ­ნუ­ლის მიზ­ნით, მ.ი.-ს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბინა, რო­მე­ლიც მდე­ბა­რე­ობს თ. ერის­თა­ვის ქუ­ჩა­ზე, 7 ნო­მერ­ში, მე­ა­თე სარ­თულ­ზე, აღ­ჭურ­ვილ იქნა შე­ნიღ­ბუ­ლი ვი­დეო-აუ­დიო ჩამ­წე­რი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბით, რო­მე­ლიც მუდ­მივ რე­ჟიმ­ში ფა­რუ­ლად უზ­რუნ­ველ­ყოფ­და ამ უკა­ნას­კნე­ლის სხვა­დას­ხვა პი­რებ­თან ინ­ტი­მუ­რი კავ­ში­რის უკა­ნო­ნო ჩა­წე­რას.

ჩამ­წე­რი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი იყო სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის ოთა­ხის სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში, მათ შო­რის სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნივ­თებ­სა და ტექ­ნი­კა­ში. ამას­თა­ნა­ვე, მ.ი.-ს სა­კონ­ტაქ­ტო მო­ნა­ცე­მე­ბი გან­თავ­სე­ბუ­ლი ჰქონ­და იმ ინ­ტერ­ნეტ ვებ-გვერ­დებ­ზე, სა­დაც სექ­სუ­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა ხდე­ბა.

მას შემ­დეგ, რაც კონ­კრე­ტულ პირ­თან მოხ­დე­ბო­და შე­თან­ხმე­ბა, ან შეხ­ვედ­რა და იგი მი­ვი­დო­და ხსე­ნე­ბულ ბი­ნა­ში, მის­გან მა­ლუ­ლად ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რად და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, სის­ტე­მა­ტუ­რად უკა­ნო­ნოდ იღებ­დნენ და ინა­ხავ­დნენ ინ­ტი­მუ­რი კავ­ში­რის ამ­სახ­ველ ჩა­ნა­წე­რებს.

ბრალ­დე­ბულ­მა პი­რებ­მა, უკა­ნო­ნოდ მო­ი­პო­ვეს და მათ კუთ­ვნილ კომ­პი­უ­ტე­რულ სის­ტე­მა­ში შე­ი­ნა­ხეს ასე­უ­ლო­ბით პი­რის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს შემ­ცვე­ლი ინ­ფორ­მა­ცია.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ ინ­ტი­მუ­რი ში­ნა­არ­სის მქო­ნე მა­სა­ლე­ბის შემ­ცვე­ლი ფა­ი­ლე­ბის შეს­წავ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე დად­გე­ნი­ლია, რომ მათ­ზე აღ­ბეჭ­დილ­ნი არი­ან რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს, ასე­ვე, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ზემ­ოთხსე­ნე­ბულ ჩა­ნა­წე­რებ­ში ფი­გუ­რი­რე­ბენ სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის ცნო­ბი­ლი პი­რე­ბიც, რო­მელ­თა გა­და­ღე­ბაც ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და უკა­ნო­ნოდ, მათი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე და შე­სა­ბა­მი­სად, ხდე­ბო­და მათი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს ხელ­ყო­ფა. პო­ლი­ცი­ამ ჩხრე­კის შე­დე­გად, თბი­ლის­ში, აბა­ში­ძის 22 ნო­მერ­ში მდე­ბა­რე უ.ა.-ს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის ჩხრე­კი­სას ამო­ი­ღო:

მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კა, ფო­ტო­ა­პა­რა­ტი, გარე მეხ­სი­ე­რე­ბის ბა­რა­თე­ბი, ე.წ. „ვინ­ჩეს­ტე­რე­ბი“, ასე­ვე, ვი­დე­ო­რე­გის­ტრა­ტო­რი, დრო­ნე­ბი, ვი­დეო სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო კა­მე­რე­ბი, მეხ­სი­ე­რე­ბის ბა­რა­თე­ბი, ხმის ჩამ­წე­რი მო­წყო­ბი­ლო­ბა, ხმის გა­მაძ­ლი­ე­რე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა, ოპ­ტი­კა და ა.შ.

პო­ლი­ცი­ამ უ.ა.-ს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნი­დან ასე­ვე, ამო­ი­ღო ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღე­ბი და სხვა­დას­ხვა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, გარ­და ამი­სა, ამო­ღე­ბუ­ლი იქნა სამ­ხედ­რო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ვაზ­ნე­ბი, რომ­ლებ­საც და­კა­ვე­ბუ­ლი უკა­ნო­ნოდ ინა­ხავ­და.

საქ­მე­ზე და­ნიშ­ნუ­ლი ბა­ლის­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად, ამო­ღე­ბუ­ლი ია­რა­ღე­ბი და ვაზ­ნე­ბი გა­ნე­კუთ­ვნე­ბა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლე­ბის კა­ტე­გო­რი­ას და ვარ­გი­სია გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად.

რაც შე­ე­ხე­ბა უ.ა.-ს მე­უღ­ლეს, მისი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნი­დან, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა სხვა­დას­ხვა სა­ხის კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი და ტექ­ნი­კუ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი, ასე­ვე მეხ­სი­ე­რე­ბის ბა­რა­თე­ბი ამო­ი­ღეს.

ასე­ვე, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი­დან გა­მო­თხო­ვი­ლი იქნა ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის შეს­წავ­ლი­სა და და­მუ­შა­ვე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ რო­გორც უ.ა.-ს კომ­პი­უ­ტე­რულ ტექ­ნი­კა­ში, ასე­ვე, მისი მე­უღ­ლის ბი­ნის ჩხრე­კის შე­დე­გად ამო­ღე­ბუ­ლი ელექტრო­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მა­ტა­რე­ბელ მო­წყო­ბი­ლო­ბებ­ში ინა­ხე­ბო­და უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბუ­ლი პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ხა­სი­ა­თის ვი­ზუ­ა­ლუ­რი მა­სა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ასე­ვე შე­ი­ცავ­და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს.

მიმ­დი­ნა­რე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე ჩა­ტარ­დე­ბა სხვა­დას­ხვა სა­ხის ექ­სპერ­ტი­ზე­ბი, მათ შო­რის კომ­პლექ­სუ­რი, ჰა­ბი­დოს­კო­პი­უ­რი და კომ­პი­უ­ტე­რულ-ტექ­ნი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი.

ასე­ვე, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, ამო­ღე­ბუ­ლია დიდი რა­ო­დე­ნო­ბით პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს შემ­ცვე­ლი ინ­ტი­მუ­რი ში­ნა­არ­სის მქო­ნე ფა­ი­ლე­ბი, რო­მელ­თა შეს­წავ­ლა გრძელ­დე­ბა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბი­სა და მათ­თან შე­სა­ბა­მი­სი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბის მიზ­ნით.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 157-ე პრი­მა მუხ­ლით და 236-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბა - შე­ნახ­ვას და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვას გუ­ლის­ხმობს.

ნა­ხეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"უჩა აბაშიძე და მისი ცოლი სისტემატურად იღებდნენ სხვადასხვა პირების ინტიმურ კავშირს და ინახავდნენ ჩანაწერს" - შსს-ს საგანგებო ბრიფინგი და ვიდეომასალა აბაშიძის საქმეზე

"უჩა აბაშიძე და მისი ცოლი სისტემატურად იღებდნენ სხვადასხვა პირების ინტიმურ კავშირს და ინახავდნენ ჩანაწერს" - შსს-ს საგანგებო ბრიფინგი და ვიდეომასალა აბაშიძის საქმეზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბლოგერ უჩა აბაშიძისა და მისი ცოლის, მარიამ იაშვილის დაკავების საქმეზე განცხადებას ავრცელებს.

  • უწყების ცნობით, აბაშიძემ და მისმა მეუღლემ სხვადასხვა პირთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს, კერძოდ კი, ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვება და შენახვა გადაწყვიტეს და ამ მიზნით, მარიამ იაშვილის სახლში კამერები დაამონტაჟეს.

"მიმდინარე წლის 4 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, კერძოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდებზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

გამოძიების მიმდინარეობის ფარგლებში, მიმდინარე წლის 9 მაისს, სამართალდამცველებმა 1984 წელს დაბადებულ უ.ა.-ს და მასთან კანონიერ ქორწინებაში მყოფ, 1987 წელს დაბადებულ მ.ი.-ს საცხოვრებელ ბინებში ჩხრეკა ჩაატარეს.

  • ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უ.მ.-მ მასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ.ი.-სთან ერთად განიზრახა სხვადასხვა პირთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს, კერძოდ კი, ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვება და შენახვა. აღნიშნულის მიზნით, მ.ი.-ს საცხოვრებელი ბინა, რომელიც მდებარეობს თ. ერისთავის ქუჩაზე, 7 ნომერში, მეათე სართულზე, აღჭურვილ იქნა შენიღბული ვიდეო-აუდიო ჩამწერი მოწყობილობებით, რომელიც მუდმივ რეჟიმში ფარულად უზრუნველყოფდა ამ უკანასკნელის სხვადასხვა პირებთან ინტიმური კავშირის უკანონო ჩაწერას.

ჩამწერი მოწყობილობები დამონტაჟებული იყო საცხოვრებელი ბინის ოთახის სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის საყოფაცხოვრებო ნივთებსა და ტექნიკაში. ამასთანავე, მ.ი.-ს საკონტაქტო მონაცემები განთავსებული ჰქონდა იმ ინტერნეტ ვებ-გვერდებზე, სადაც სექსუალური მომსახურების შეთავაზება ხდება.

მას შემდეგ, რაც კონკრეტულ პირთან მოხდებოდა შეთანხმება, ან შეხვედრა და იგი მივიდოდა ხსენებულ ბინაში, მისგან მალულად ბრალდებულები სპეციალურად დამონტაჟებული მოწყობილობების საშუალებით, სისტემატურად უკანონოდ იღებდნენ და ინახავდნენ ინტიმური კავშირის ამსახველ ჩანაწერებს.

ბრალდებულმა პირებმა, უკანონოდ მოიპოვეს და მათ კუთვნილ კომპიუტერულ სისტემაში შეინახეს ასეულობით პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია.

სამართალდამცველების მიერ ინტიმური შინაარსის მქონე მასალების შემცველი ფაილების შესწავლის საფუძველზე დადგენილია, რომ მათზე აღბეჭდილნი არიან როგორც საქართველოს, ასევე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები.

აღსანიშნავია, რომ ზემოთხსენებულ ჩანაწერებში ფიგურირებენ საზოგადოებისათვის ცნობილი პირებიც, რომელთა გადაღებაც ხორციელდებოდა უკანონოდ, მათი ნებართვის გარეშე და შესაბამისად, ხდებოდა მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა. პოლიციამ ჩხრეკის შედეგად, თბილისში, აბაშიძის 22 ნომერში მდებარე უ.ა.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოიღო:

მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა, ფოტოაპარატი, გარე მეხსიერების ბარათები, ე.წ. „ვინჩესტერები“, ასევე, ვიდეორეგისტრატორი, დრონები, ვიდეო სამეთვალყურეო კამერები, მეხსიერების ბარათები, ხმის ჩამწერი მოწყობილობა, ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობა, ოპტიკა და ა.შ.

პოლიციამ უ.ა.-ს საცხოვრებელი ბინიდან ასევე, ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღები და სხვადასხვა სპეციალური საშუალებები, გარდა ამისა, ამოღებული იქნა სამხედრო დანიშნულების ვაზნები, რომლებსაც დაკავებული უკანონოდ ინახავდა.

საქმეზე დანიშნული ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ამოღებული იარაღები და ვაზნები განეკუთვნება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.

რაც შეეხება უ.ა.-ს მეუღლეს, მისი საცხოვრებელი ბინიდან, სამართალდამცველებმა სხვადასხვა სახის კომპიუტერული და ტექნიკური მოწყობილობები, ასევე მეხსიერების ბარათები ამოიღეს.

ასევე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოწყობილობებიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია, რომლის შესწავლისა და დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ როგორც უ.ა.-ს კომპიუტერულ ტექნიკაში, ასევე, მისი მეუღლის ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ელექტრონული ინფორმაციის მატარებელ მოწყობილობებში ინახებოდა უკანონოდ მოპოვებული პორნოგრაფიული ხასიათის ვიზუალური მასალები, რომლებიც ასევე შეიცავდა პირადი ცხოვრების საიდუმლოს.

მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდება სხვადასხვა სახის ექსპერტიზები, მათ შორის კომპლექსური, ჰაბიდოსკოპიური და კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზები.

ასევე, აღსანიშნავია, რომ გამოძიების ფარგლებში, ამოღებულია დიდი რაოდენობით პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინტიმური შინაარსის მქონე ფაილები, რომელთა შესწავლა გრძელდება დაზარალებული პირების იდენტიფიცირებისა და მათთან შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება - შენახვას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

ნახეთ ასევე: