ავტორი:

"როგორც მესმის, ეს არის გაჟონილი საიდუმლო ჩანაწერი" - ევროკავშირის ელჩი ფარულ ჩანაწერზე, რომელშიც მას შეურაცხმყოფელად მოიხსენიებენ

"როგორც მესმის, ეს არის გაჟონილი საიდუმლო ჩანაწერი" - ევროკავშირის ელჩი ფარულ ჩანაწერზე, რომელშიც მას შეურაცხმყოფელად მოიხსენიებენ

როგორც მესმის, ეს არის გაჟონილი საიდუმლო ჩანაწერი და ამ საკითხთან დაკავშირებით სათქმელი არაფერი მაქვს, - ასე უპასუხა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეაფასებდა რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს პარტია „ახალის“ ლიდერის ნიკა გვარამიას მონაწილეობით, სადაც ის ევროკავშირის ელჩს შეურაცხმყოფლად მოიხსენიებს.

ელჩის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ის კომენტარს ვერ გააკეთებს.

"ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ მაქვს. როგორც მესმის, ეს არის გაჟონილი საიდუმლო ჩანაწერი და ამ საკითხთან დაკავშირებით სათქმელი არაფერი მაქვს“, - განაცხადა ჰერჩინკიმ.

ცნობისთვის, უკანასკნელი დღეების განმავლობაში ოპოზიციონერი ლიდერებისა და სამოქალაქო აქტივისტების მონაწილეობით რამდენიმე ფარული ჩანაწერი გავრცელდა, რომელთაგან ერთ-ერთში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი იყო მოხსენიებული.