პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
29 კონგრესმენის წერილი ირაკლი კობახიძეს და გაფრთხილება სავიზო რეჟიმსა და ფინანსურ სანქციებზე - "გაიწვიეთ დამაზიანებელი კანონპროექტი - წინააღმდეგ შემთხვევაში..."
29 კონგრესმენის წერილი ირაკლი კობახიძეს და გაფრთხილება სავიზო რეჟიმსა და ფინანსურ სანქციებზე - "გაიწვიეთ დამაზიანებელი კანონპროექტი - წინააღმდეგ შემთხვევაში..."

10 მა­ისს, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის 29 კონ­გრეს­მენ­მა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს წე­რი­ლო­ბით მი­მარ­თეს. მათ კი­დევ ერთხელ გა­მო­ხა­ტეს შეშ­ფო­თე­ბა და მო­უ­წო­დეს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას, გა­იწ­ვი­ოს პარ­ლა­მენ­ტში ინი­ცი­რე­ბუ­ლი ე.წ. უცხო­ე­თის აგენ­ტე­ბის კა­ნო­ნი.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას და შე­სა­ბა­მის წე­რილს „ამე­რი­კის ხმა“ ავ­რცე­ლებს.

  • მა­თი­ვე ცნო­ბით, წე­რი­ლის ბო­ლოს, კონ­გრეს­ში სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის წამ­ყვა­ნი კა­ნონ­მდებ­ლე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ისი­ნი შე­უ­ერ­თდე­ბი­ან კო­ლე­გა სე­ნა­ტო­რებს, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს­თვის გან­სა­ზღვრუ­ლი, ამე­რი­კის ფუ­ლა­დი დახ­მა­რე­ბის გა­და­ხედ­ვას არ გა­მო­რი­ცხა­ვენ. ამას­თან, შე­საძ­ლოა და­წეს­დეს სა­ვი­ზო შე­ზღუდ­ვე­ბი და ფი­ნან­სუ­რი სან­ქცი­ე­ბი მათ წი­ნა­აღ­მდეგ, ვინც ძირს უთხრის „სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას“.

ორ­პარ­ტი­ულ მი­მარ­თვას პრე­მი­ე­რი­სად­მი სხვებ­თან ერ­თად ხელს აწე­რენ წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტის წევ­რე­ბი, კონ­გრეს­მე­ნე­ბი: მა­იკლ მა­კკო­ლი - სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე, თო­მას კინი - ევ­რო­პის ქვე­კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე, უი­ლი­ამ კი­ტინ­გი, გრე­გო­რი მიქ­სი, ოს­ტინ სკო­ტი, ჯე­რალდ კო­ნო­ლი და სხვე­ბი.

"'გწერთ, რათა გა­მოვ­ხა­ტოთ ჩვე­ნი სე­რი­ო­ზუ­ლი შეშ­ფო­თე­ბა "უცხო­ე­თის აგენ­ტე­ბის" კა­ნონპ­რო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც თქვენ­მა მთავ­რო­ბამ ხე­ლახ­ლა შე­მო­ი­ტა­ნა, ერთი წლის შემ­დეგ, რაც მან სა­მარ­თლი­ა­ნად ამო­ი­ღო იგი გან­ხილ­ვი­დან. ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი ძი­რე­უ­ლად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა თქვე­ნი მთავ­რო­ბის მიერ გან­ცხა­დე­ბულ სურ­ვილს, ტრან­სატ­ლან­ტი­კურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში შემ­დგო­მი ინ­ტეგ­რა­ცი­ის შე­სა­ხებ და აშშ-სა­ქარ­თვე­ლოს 2009 წლის სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის ქარ­ტი­ის სუ­ლის­კვე­თე­ბას, რო­მელ­საც ჩვენ­მა ორმა ქვე­ყა­ნამ მო­ა­წე­რა ხელი, თქვენს ქვე­ყა­ნა­ში რუ­სე­თის ძა­ლე­ბის შე­მოჭ­რი­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში. ჩვენ მტკი­ცედ მო­ვუ­წო­დებთ თქვენს მთავ­რო­ბას, კი­დევ ერთხელ გა­იწ­ვი­ოს ეს და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი და ხე­ლახ­ლა აი­ღოს სა­ქარ­თვე­ლოს [სა­ხე­ლით] ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რომ გა­ა­ფარ­თო­ებს დე­მოკ­რა­ტი­ას და ეკო­ნო­მი­კურ თა­ვი­სუფ­ლე­ბას, და­ი­ცავს მის უსაფრ­თხო­ე­ბას და ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას, გა­ნამ­ტკი­ცებს კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბას და პა­ტივს სცემს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს, რო­გორც ეს ქარ­ტი­ა­შია ამოტვიფ­რუ­ლი.

ნათ­ლად ჩანს, რომ "უცხო­ე­თის აგენ­ტე­ბის" კა­ნონპ­რო­ექ­ტის სა­ბა­ბი არის კონ­ტრო­ლის და­წე­სე­ბა იმა­ვე პარტნი­ო­რებ­ზე, რომ­ლე­ბიც ათწლე­უ­ლე­ბის მან­ძილ­ზე მუ­შა­ობ­დნენ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გვერ­დით, მათი ტრან­სატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის მხარ­და­სა­ჭე­რად. მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ღე­ბა ძირს უთხრის ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნე­ბას, რო­მე­ლიც მო­მა­ვალს და­სავ­ლეთ­ში ეძებს.

ჩვენ უარ­ვყოფთ იმ მო­საზ­რე­ბას, რომ ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი შედ­გე­ნი­ლია აშშ-ის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით. ამის ნაც­ვლად, თქვენს ყუ­რა­დღე­ბას მი­ვა­პყრობთ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის მსგავ­სე­ბა­ზე ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის მიერ 2012 წელს რუ­სეთ­ში მი­ღე­ბულ კა­ნონ­თან „უცხო­ე­თის აგენ­ტე­ბის“ წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მე­ლიც ასე­ვე „გამჭვირ­ვა­ლო­ბის“ სა­ბა­ბით მარ­თლდე­ბო­და. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ იქი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ამ კა­ნონს პუ­ტი­ნი და მისი ავა­ზა­კე­ბი ოპო­ზი­ცი­ის გა­საქ­რო­ბად იყე­ნე­ბენ, რა­მაც და­ას­რუ­ლა რუ­სე­თის დაღ­მას­ვლა საბ­ჭო­თა სტი­ლის ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მის­კენ. ჩვე­ნი რწმე­ნით, ქარ­თველ ხალ­ხს უკე­თე­სი, უფრო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მო­მა­ვა­ლი სურს და [ამას] იმ­სა­ხუ­რებს. ამ კა­ნო­ნის მი­ღე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მხო­ლოდ და მხო­ლოდ რუ­სე­თის მავ­ნე გავ­ლე­ნის გავ­რცე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა.

ასე­ვე ღრმად შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია რი­ტო­რი­კა, რო­მე­ლიც ამ კა­ნონპ­რო­ექტს ახ­ლავს თან. 29 აპ­რილს, ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა და „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ამ­ჟა­მინ­დელ­მა სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რემ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ „დას­ჯის“ ოპო­ზი­ცი­ას, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და ოპო­ზი­ცი­ა­ში ყოფ­ნის დროს ჩა­დე­ნი­ლი სა­ვა­რა­უ­დო და­ნა­შა­უ­ლის­თვის.

ბ-ნი ივა­ნიშ­ვი­ლი გა­მოს­ვლა­ში ასე­ვე მი­უ­თი­თებ­და, რომ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი და ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბი ევ­რო­პა­ში ცდი­ლობ­დნენ შე­ერ­ყი­ათ სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ მტკი­ცედ ვუ­ჭერ­დით მხარს თქვე­ნი ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტეტს თქვე­ნი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ, მათ შო­რის - 16 წლის მან­ძილ­ზე მას შემ­დეგ, რაც 2008 წელს, რუ­სე­თი პირ­და­პირ შე­მო­იჭ­რა და და­ი­პყრო სა­ქარ­თვე­ლოს ნა­წი­ლი.

  • ჩვენ ვგმობთ ბა­ტო­ნი ივა­ნიშ­ვი­ლის ამ შე­უ­რა­ცხმყო­ფელ და სას­ტიკ გან­ცხა­დე­ბებს. ჩვე­ნი შეშ­ფო­თე­ბა კი­დევ უფრო გა­აღ­რმა­ვა თქვე­ნი მთავ­რო­ბის რე­ა­გი­რე­ბამ, რაც კა­ნონპ­რო­ექ­ტის ხე­ლახ­ლა ინი­ცი­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მარ­თულ მშვი­დო­ბი­ან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს მოჰ­ყვა. ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლია ათო­ბით მო­მი­ტინ­გის თა­ო­ბა­ზე, მათ შო­რის - ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე, რომ­ლე­ბიც ქუ­ჩი­დან გა­ი­ტა­ცეს და პო­ლი­ცი­ა­ში სცე­მეს. გა­სულ კვი­რას, ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე, რო­მე­ლიც ასე­ვე თქვე­ნი პარ­ლა­მენ­ტის მოქ­მე­დი წევ­რია, თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სპეც­რაზმმა სცე­მა.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ცნო­ბილ­მა რუს­მა პრო­პა­გან­დის­ტმა და ფა­შის­ტურ­მა იდე­ო­ლოგ­მა ალექ­სან­დრე დუ­გინ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ „სა­ქარ­თვე­ლო სწორ გზა­ზეა“. რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა სერ­გეი ლავ­როვ­მა კი კა­ნონპ­რო­ექტს მხა­რი და­უ­ჭი­რა.

ის, რომ თქვენს ქმე­დე­ბებს მოჰ­ყვა დაგ­მო­ბა თქვე­ნი ქვეყ­ნის უახ­ლო­ე­სი პარტნი­ო­რე­ბის მხრი­დან და ქება იმ ქვეყ­ნის­გან, რო­მე­ლიც იკა­ვებს თქვე­ნი სუ­ვე­რე­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის 20%-ს, აშ­კა­რად მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ თქვენ სა­ქარ­თვე­ლოს არას­წორ გზა­ზე აყე­ნებთ. სა­ქარ­თვე­ლო­ში სი­ტუ­ა­ცია ნა­თე­ლია. მთავ­რო­ბას შე­უძ­ლია აირ­ჩი­ოს, რომ მო­უს­მი­ნოს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ხმებს, ან გა­აგ­რძე­ლოს ბნე­ლი გზა რუ­სუ­ლი სტი­ლის ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მის­კენ. ჩვენ არა­ბუნ­დოვ­ნად ვა­ცხა­დებთ, რომ ამ უკა­ნას­კნე­ლი გზის არ­ჩე­ვა გა­მო­იწ­ვევს შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მხრი­დან ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის ხა­სი­ა­თის ძი­რე­ულ გა­და­ფა­სე­ბას.

ისე­ვე, რო­გორც კონ­გრეს­მა გა­ით­ვა­ლის­წი­ნა ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი მოქ­მე­დე­ბა ბე­ლა­რუს­ში და 2004-ში ორ­პარ­ტი­უ­ლად მი­ი­ღო ბე­ლა­რუ­სის დე­მოკ­რა­ტი­ის აქტი, ჩვენ მზად ვართ ვუ­პა­სუ­ხოთ შემ­დგომ თავ­დას­ხმებს სა­ქარ­თვე­ლოს აყ­ვა­ვე­ბულ, ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ მო­მა­ვალ­ზე, რო­მელ­საც ის იმ­სა­ხუ­რებს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მო­გი­წო­დებთ, გა­იწ­ვი­ოთ ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი და სხვა ზო­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ხელს უშ­ლის ქარ­თვე­ლი ხალ­ხის უფ­ლე­ბებ­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბებს, რის შემ­დე­გაც მო­ხა­რუ­ლი ვიქ­ნე­ბით, გავ­მარ­თოთ პირ­და­პი­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის აღ­დგე­ნი­სა და გა­აქ­ტი­უ­რე­ბის მიზ­ნით.

გარ­და ამი­სა, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ეს და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა არ გა­უქ­მდე­ბა, ჩვენ შე­ვუ­ერ­თდე­ბით სე­ნატ­ში ჩვენს კო­ლე­გებს, სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ აშშ-ის პო­ლი­ტი­კა­ში ფუნ­და­მენ­ტუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა­ში, მათ შო­რის - აშშ-ის ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის გა­და­ხედ­ვის თა­ო­ბა­ზე, შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში სა­ვი­ზო რე­ჟი­მის გა­ფარ­თო­ე­ბი­სა და ფი­ნან­სუ­რი სან­ქცი­ე­ბის ჩათ­ვლით მათ­ზე, ვინც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ძირ­გა­მომ­თხრელ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე”, - ნათ­ქვა­მია წე­რილ­ში.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს
ავტორი:

29 კონგრესმენის წერილი ირაკლი კობახიძეს და გაფრთხილება სავიზო რეჟიმსა და ფინანსურ სანქციებზე - "გაიწვიეთ დამაზიანებელი კანონპროექტი - წინააღმდეგ შემთხვევაში..."

29 კონგრესმენის წერილი ირაკლი კობახიძეს და გაფრთხილება სავიზო რეჟიმსა და ფინანსურ სანქციებზე - "გაიწვიეთ დამაზიანებელი კანონპროექტი - წინააღმდეგ შემთხვევაში..."

10 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების 29 კონგრესმენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს წერილობით მიმართეს. მათ კიდევ ერთხელ გამოხატეს შეშფოთება და მოუწოდეს საქართველოს მთავრობას, გაიწვიოს პარლამენტში ინიცირებული ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონი.

ამის შესახებ ინფორმაციას და შესაბამის წერილს „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.

  • მათივე ცნობით, წერილის ბოლოს, კონგრესში საგარეო პოლიტიკის წამყვანი კანონმდებლები აღნიშნავენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი შეუერთდებიან კოლეგა სენატორებს, რომლებიც საქართველოსთვის განსაზღვრული, ამერიკის ფულადი დახმარების გადახედვას არ გამორიცხავენ. ამასთან, შესაძლოა დაწესდეს სავიზო შეზღუდვები და ფინანსური სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც ძირს უთხრის „საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას“.

ორპარტიულ მიმართვას პრემიერისადმი სხვებთან ერთად ხელს აწერენ წარმომადგენელთა პალატის წევრები, კონგრესმენები: მაიკლ მაკკოლი - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, თომას კინი - ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, უილიამ კიტინგი, გრეგორი მიქსი, ოსტინ სკოტი, ჯერალდ კონოლი და სხვები.

"'გწერთ, რათა გამოვხატოთ ჩვენი სერიოზული შეშფოთება "უცხოეთის აგენტების" კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც თქვენმა მთავრობამ ხელახლა შემოიტანა, ერთი წლის შემდეგ, რაც მან სამართლიანად ამოიღო იგი განხილვიდან. ეს კანონპროექტი ძირეულად ეწინააღმდეგება თქვენი მთავრობის მიერ განცხადებულ სურვილს, ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში შემდგომი ინტეგრაციის შესახებ და აშშ-საქართველოს 2009 წლის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის სულისკვეთებას, რომელსაც ჩვენმა ორმა ქვეყანამ მოაწერა ხელი, თქვენს ქვეყანაში რუსეთის ძალების შემოჭრიდან რამდენიმე თვეში. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ თქვენს მთავრობას, კიდევ ერთხელ გაიწვიოს ეს დამაზიანებელი კანონპროექტი და ხელახლა აიღოს საქართველოს [სახელით] ვალდებულება, რომ გააფართოებს დემოკრატიას და ეკონომიკურ თავისუფლებას, დაიცავს მის უსაფრთხოებას და ტერიტორიულ მთლიანობას, განამტკიცებს კანონის უზენაესობას და პატივს სცემს ადამიანის უფლებებს, როგორც ეს ქარტიაშია ამოტვიფრული.

ნათლად ჩანს, რომ "უცხოეთის აგენტების" კანონპროექტის საბაბი არის კონტროლის დაწესება იმავე პარტნიორებზე, რომლებიც ათწლეულების მანძილზე მუშაობდნენ ქართველი ხალხის გვერდით, მათი ტრანსატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად. მარტივად რომ ვთქვათ, ამ კანონპროექტის მიღება ძირს უთხრის ქართველი ხალხის ნებას, რომელიც მომავალს დასავლეთში ეძებს.

ჩვენ უარვყოფთ იმ მოსაზრებას, რომ ეს კანონპროექტი შედგენილია აშშ-ის კანონმდებლობის მიხედვით. ამის ნაცვლად, თქვენს ყურადღებას მივაპყრობთ შემოთავაზებული კანონპროექტის მსგავსებაზე ვლადიმირ პუტინის მიერ 2012 წელს რუსეთში მიღებულ კანონთან „უცხოეთის აგენტების“ წინააღმდეგ, რომელიც ასევე „გამჭვირვალობის“ საბაბით მართლდებოდა. მოგეხსენებათ, რომ იქიდან მოყოლებული, ამ კანონს პუტინი და მისი ავაზაკები ოპოზიციის გასაქრობად იყენებენ, რამაც დაასრულა რუსეთის დაღმასვლა საბჭოთა სტილის ავტორიტარიზმისკენ. ჩვენი რწმენით, ქართველ ხალხს უკეთესი, უფრო დემოკრატიული მომავალი სურს და [ამას] იმსახურებს. ამ კანონის მიღება საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის მავნე გავლენის გავრცელების საშუალებას იძლევა.

ასევე ღრმად შემაშფოთებელია რიტორიკა, რომელიც ამ კანონპროექტს ახლავს თან. 29 აპრილს, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ ამჟამინდელმა საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „დასჯის“ ოპოზიციას, ხელისუფლებაში და ოპოზიციაში ყოფნის დროს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულისთვის.

ბ-ნი ივანიშვილი გამოსვლაში ასევე მიუთითებდა, რომ შეერთებული შტატები და ჩვენი პარტნიორები ევროპაში ცდილობდნენ შეერყიათ საქართველოს სუვერენიტეტი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მტკიცედ ვუჭერდით მხარს თქვენი ქვეყნის სუვერენიტეტს თქვენი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მათ შორის - 16 წლის მანძილზე მას შემდეგ, რაც 2008 წელს, რუსეთი პირდაპირ შემოიჭრა და დაიპყრო საქართველოს ნაწილი.

  • ჩვენ ვგმობთ ბატონი ივანიშვილის ამ შეურაცხმყოფელ და სასტიკ განცხადებებს. ჩვენი შეშფოთება კიდევ უფრო გააღრმავა თქვენი მთავრობის რეაგირებამ, რაც კანონპროექტის ხელახლა ინიცირების წინააღმდეგ გამართულ მშვიდობიან საპროტესტო აქციებს მოჰყვა. ჩვენთვის ცნობილია ათობით მომიტინგის თაობაზე, მათ შორის - ამერიკის მოქალაქეებზე, რომლებიც ქუჩიდან გაიტაცეს და პოლიციაში სცემეს. გასულ კვირას, ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, რომელიც ასევე თქვენი პარლამენტის მოქმედი წევრია, თბილისის ქუჩებში ხელისუფლების სპეცრაზმმა სცემა.

საინტერესოა, რომ ცნობილმა რუსმა პროპაგანდისტმა და ფაშისტურმა იდეოლოგმა ალექსანდრე დუგინმა განაცხადა, რომ „საქართველო სწორ გზაზეა“. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კი კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

ის, რომ თქვენს ქმედებებს მოჰყვა დაგმობა თქვენი ქვეყნის უახლოესი პარტნიორების მხრიდან და ქება იმ ქვეყნისგან, რომელიც იკავებს თქვენი სუვერენული ტერიტორიის 20%-ს, აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ თქვენ საქართველოს არასწორ გზაზე აყენებთ. საქართველოში სიტუაცია ნათელია. მთავრობას შეუძლია აირჩიოს, რომ მოუსმინოს ქართველი ხალხის ხმებს, ან გააგრძელოს ბნელი გზა რუსული სტილის ავტორიტარიზმისკენ. ჩვენ არაბუნდოვნად ვაცხადებთ, რომ ამ უკანასკნელი გზის არჩევა გამოიწვევს შეერთებული შტატების მხრიდან ჩვენი ურთიერთობის ხასიათის ძირეულ გადაფასებას.

ისევე, როგორც კონგრესმა გაითვალისწინა ავტორიტარული მოქმედება ბელარუსში და 2004-ში ორპარტიულად მიიღო ბელარუსის დემოკრატიის აქტი, ჩვენ მზად ვართ ვუპასუხოთ შემდგომ თავდასხმებს საქართველოს აყვავებულ, ევროატლანტიკურ მომავალზე, რომელსაც ის იმსახურებს. აქედან გამომდინარე, მოგიწოდებთ, გაიწვიოთ ეს კანონპროექტი და სხვა ზომები, რომლებიც ხელს უშლის ქართველი ხალხის უფლებებსა და თავისუფლებებს, რის შემდეგაც მოხარული ვიქნებით, გავმართოთ პირდაპირი მოლაპარაკებები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენისა და გააქტიურების მიზნით.

გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ ეს დამაზიანებელი კანონმდებლობა არ გაუქმდება, ჩვენ შევუერთდებით სენატში ჩვენს კოლეგებს, საქართველოს მიმართ აშშ-ის პოლიტიკაში ფუნდამენტური ცვლილებების წახალისებაში, მათ შორის - აშშ-ის ფინანსური დახმარების გადახედვის თაობაზე, შეერთებულ შტატებში სავიზო რეჟიმის გაფართოებისა და ფინანსური სანქციების ჩათვლით მათზე, ვინც პასუხისმგებელია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობაზე”, - ნათქვამია წერილში.

წაიკითხეთ ასევე: