მზარეული თინა ვაშაკიძე, რომელიც ოპოზიციური განწყობით გამოირჩევა, სოციალურ ქსელში წერს, რომ ქუჩაში მას და მის მეგობარს სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
"მოკლედ, ასეთი ამბავი იყო, ჭავჭავაძეზე წაიქცა ასაკოვანი კაცი და მე და ჩემი მეგობარი მივედით ასაყენებლად, წაიქცა რა, პოლიციამ წააქცია, როგორც კი დავიხარეთ, ეგრევე წაგვაქციეს, მიწაზე დაგვყარეს და 7 პოლიციელი გვირტყამდა წიხლებს თავში და გვერდებში, ჩემი მეგობარი შეტენეს მანქანაში და მე თავად მათმა უფროსმა მომკიდა თმებში ხელი და წიხლით შემტენა მანქანაში. მანქანაში და განყოფილებაში აღარ ვუცემივართ. მოვითხოვე ექიმი, სასწრაფო, არაფერი, რომ ნახეს ბევრს ვლაპარაკობდი, იქიდანაც გამომაგდეს ეგრევე, დამჯდარი ტელეფონით და უფულოდ. გადაგვიყვანეს შსს-ში აეროპორტის გზაზე.
ჩემს სახლთან დილიდან დგას ქამრი ჩაბურული მინებით, ახლა მივდივარ ზაჰესში, იზოლატორში და მომყვება. ეს რომ არ იწვალოს და შეწუხდეს ზედმეტად. მარად თქვენი აქტივისტ-მეჩაქაფულე თინა" - წერს მზარეული, თინა ვაშაკიძე სოციალურ ქსელში.