მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვგმობ ამ საქციელს და მრცხვენია, რომ სერიოზული ადამიანი თავს უფლებას აძლევს, საკუთარი თავი ზეზვაზე უფრო დიდ ევროპელად გამოაცხადოს" - თეა წულუკიანი გოჩა ჯავახიშვილის შესახებ
"ვგმობ ამ საქციელს და მრცხვენია, რომ სერიოზული ადამიანი თავს უფლებას აძლევს, საკუთარი თავი ზეზვაზე უფრო დიდ ევროპელად გამოაცხადოს" - თეა წულუკიანი გოჩა ჯავახიშვილის შესახებ

საფ­რან­გეთ­სა და მო­ნა­კო­ში სა­ქარ­თვე­ლოს სრუ­ლუფ­ლე­ბი­ან­მა ელჩმა, გოჩა ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა. ელ­ჩის მი­სი­ა­ზე უა­რის თქმის მი­ზე­ზი კი ე.წ. აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექ­ტია.

  • ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს და წერს, რომ გმობს ელ­ჩის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

"როცა ჩემ­თვის პრო­ფე­სი­უ­ლად ახ­ლო­ბელ და ძვირ­ფას ადა­მი­ანს, მით უმე­ტეს, ელ­ჩის მა­ღა­ლი სტა­ტუ­სის მქო­ნე პირს, არ ერი­დე­ბა, სა­ჯა­როდ მო­მა­ყე­ნოს შე­უ­რა­ცხყო­ფა (თურ­მე ვერ ერე­ვა მისი წარმდგე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის - ცუდი ქა­ლე­ბის და კა­ცე­ბის, ნა­მოქ­მე­და­რის შე­დე­გე­ბის გამო საყ­ვე­დუ­რებს ად­გილ­სამ­ყო­ფელ ქვე­ყა­ნა­ში), არც ის უნდა ეწყი­ნოს, თუ პა­სუხს ასე­ვე სა­ჯა­როდ და­უბ­რუ­ნე­ბენ. და­უბ­რუ­ნე­ბენ, რად­გან კლა­ვი­ა­ტუ­რა ჩვენც გვაქვს (ან კი რო­გორ იც­ლის ზო­გი­ერ­თი ამ­დე­ნი რა­ხა­რუ­ხის­თვის, სულ პოს­ტის მცხო­ბე­ლად რომ მუ­შა­ობს ნამ­დვი­ლი სამ­სა­ხუ­რის პა­რა­ლე­ლუ­რად).

პირ­ველ რიგ­ში, არ ვთვლი სა­ინ­ტე­რე­სოდ და სა­ჭი­როდ, გან­ვი­ხი­ლო, თუ რო­გორ მოხ­ვდა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და რა­ტომ. სა­ინ­ტე­რე­სო ჩემ­თვის ისაა, რომ მას და მის მსგავ­სად მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნებს ჰგო­ნი­ათ, რომ ისი­ნი ყვე­ლა­ზე მე­ტად ევ­რო­პე­ლე­ბი არი­ან, უფრო მე­ტიც - ისი­ნი თა­ვად არი­ან ევ­რო­პა ან ევ­რო­პა­ზე ფეხ­მძი­მედ და, რაც მთა­ვა­რია, იმ­დე­ნი იცხოვ­რეს ევ­რო­პა­ში ("ცუდი" მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და სა­კუ­თა­რი ხალ­ხის ხარ­ჯზე), რომ ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მა­ტა­რე­ბელ­ნი კი არ გახ­დნენ მხო­ლოდ, არა­მედ ამ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­მა სის­ხლთან ერ­თად და­ი­წყო მათ ვე­ნებ­ში ჩქე­ფა. აჩ­ქეფ­და, ად­გა­ფუნ­და და გარ­და­იქ­ცა იმ ცის­ფერ სი­თხედ, რომ­ლის პრი­მატ­საც წარ­სულ­ში სხვე­ბიც ქა­და­გებ­დნენ. პრი­მა­ტი არ ვიცი და, ეს გახ­ლავთ პრი­მი­ტი­უ­ლი ევ­რო­პე­იზ­მი. დაე, ნუ გვა­პა­ტი­ებთ ამ შე­ფა­სე­ბას, ვი­საც გვაქვს სის­ხლი წი­თე­ლი. ჩვენ ხომ გლე­ხე­ბი ვართ, არ გაგ­ვი­ხე­დავს ჩვე­ნი სოფ­ლის იქით.

ეს გახ­ლავთ ის პრი­მი­ტი­უ­ლი, რო­მე­ლიც წარ­მო­შობს წყურ­ვილს, ვინ­მემ გმი­რი გი­წო­დოს, შე­გა­ქოს და ტაში და­გიკ­რას, და­გი­დას­ტუ­როს, რომ ხარ. ეს წყურ­ვი­ლი ბან­გი­ვი­თაა და ისეთ კე­თილ­შო­ბილ ხალ­ხსაც კი ჩა­ა­დე­ნი­ნებს მავ­ნებ­ლო­ბას, რო­გორც ეს ამ შემ­თხვე­ვა­ში მოხ­და.ასე­თი საქ­ცი­ე­ლე­ბით ვერ ხდე­ბი­ან ლე­ვან მი­ქე­ლა­ძე­ე­ბი. აქ თვით ანა­ლო­გი­აც კი მკრე­ხე­ლო­ბაა!ვწუხ­ვარ. და ვგმობ ამ საქ­ცი­ელს.

და მრცხვე­ნია, რომ მშრო­მე­ლი, სე­რი­ო­ზუ­ლი ადა­მი­ა­ნი თავს უფ­ლე­ბას აძ­ლევს, სა­კუ­თა­რი თავი ზეზ­ვა­ზე უფრო დიდ ევ­რო­პე­ლად გა­მო­ა­ცხა­დოს და სა­კუ­თარ სა­ხელ­მწი­ფოს თითი და­უქ­ნი­ოს.ფეხი რა­მეს არ წა­მოკ­რათ ამ ერ­თმა­ნეთ­თან შე­ჯიბრსა და რბო­ლა­ში. ერ­თმა­ნეთ­თან, რად­გან მე, ჩვენ და ჩვენ­ნა­ი­რებს შე­ჯიბ­რი, ვთვლით, რომ არ გვჭირ­დე­ბა. ჩვენ სხვა გა­მოწ­ვე­ვე­ბი გვაქვს.ჩვენ ვხე­დავთ, რომ მრა­ვალ საფრ­თხეს ერ­თდრო­უ­ლად მო­უც­ლია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და ეს საფრ­თხე­ე­ბი ყვე­ლა (!) მხრი­დან მომ­დი­ნა­რე­ობს. თქვენ კი ცხოვ­რობთ მავ­ნებ­ლურ ილუ­ზი­ა­ში და ამ­ტკი­ცებთ, რომ ზოგ საფრ­თხე­ზე სა­ხელ­მწი­ფომ თვა­ლი უნდა და­ხუ­ჭოს და... ამ ელ­ჩი­ვით მო­იქ­ცეს. რად­გან შეგ­ვა­ქე­ბენ.ეს ჩვე­ნი არ­ჩე­ვა­ნი არ არის. ჩვე­ნი გზა უფრო რთუ­ლია. ამ რთულ გზა­ზე სი­ა­რუ­ლი დამ­ღლე­ლია ზო­გი­ერ­თის­თვის, რო­გორც ჩანს. ვაი მას, ვინც და­იღ­ლე­ბა და ვუი იმას, ვი­საც და­ა­ვა­ლე­ბენ, აბა, დაღ­ლის დროა, ქვეყ­ნის სამ­სა­ხურს გა­ნუ­დე­ქიო. მად­ლო­ბას ვუხ­დი ყვე­ლა იმ დიპ­ლო­მატს, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბის დღი­დან დგას და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის სა­და­რა­ჯო­ზე.

მათ, ვინც შემ­დგომ ჩა­ე­ბა ამ ჯაჭვს და დღემ­დე მედგრად შეს­დგო­მია სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ღირ­სე­ბის აღ­მა­ვალ, რთულ გზას. დიპ­ლო­მა­ტი და ჯა­რის­კა­ცი ერთი და იგი­ვე პრო­ფე­სი­აა. ნამ­დვი­ლი დიპ­ლო­მა­ტი იმ ია­რაღს, რო­მე­ლიც მის­ცეს, ქვეყ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ არ ატ­რი­ა­ლებს", - წერს თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი.

ნა­ხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ვგმობ ამ საქციელს და მრცხვენია, რომ სერიოზული ადამიანი თავს უფლებას აძლევს, საკუთარი თავი ზეზვაზე უფრო დიდ ევროპელად გამოაცხადოს" - თეა წულუკიანი გოჩა ჯავახიშვილის შესახებ

"ვგმობ ამ საქციელს და მრცხვენია, რომ სერიოზული ადამიანი თავს უფლებას აძლევს, საკუთარი თავი ზეზვაზე უფრო დიდ ევროპელად გამოაცხადოს" - თეა წულუკიანი გოჩა ჯავახიშვილის შესახებ

საფრანგეთსა და მონაკოში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა, გოჩა ჯავახიშვილმა თანამდებობა დატოვა. ელჩის მისიაზე უარის თქმის მიზეზი კი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტია.

  • ჯავახიშვილის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ გმობს ელჩის გადაწყვეტილებას.

"როცა ჩემთვის პროფესიულად ახლობელ და ძვირფას ადამიანს, მით უმეტეს, ელჩის მაღალი სტატუსის მქონე პირს, არ ერიდება, საჯაროდ მომაყენოს შეურაცხყოფა (თურმე ვერ ერევა მისი წარმდგენი ხელისუფლების - ცუდი ქალების და კაცების, ნამოქმედარის შედეგების გამო საყვედურებს ადგილსამყოფელ ქვეყანაში), არც ის უნდა ეწყინოს, თუ პასუხს ასევე საჯაროდ დაუბრუნებენ. დაუბრუნებენ, რადგან კლავიატურა ჩვენც გვაქვს (ან კი როგორ იცლის ზოგიერთი ამდენი რახარუხისთვის, სულ პოსტის მცხობელად რომ მუშაობს ნამდვილი სამსახურის პარალელურად).

პირველ რიგში, არ ვთვლი საინტერესოდ და საჭიროდ, განვიხილო, თუ როგორ მოხვდა თანამდებობაზე და რატომ. საინტერესო ჩემთვის ისაა, რომ მას და მის მსგავსად მოაზროვნე ადამიანებს ჰგონიათ, რომ ისინი ყველაზე მეტად ევროპელები არიან, უფრო მეტიც - ისინი თავად არიან ევროპა ან ევროპაზე ფეხმძიმედ და, რაც მთავარია, იმდენი იცხოვრეს ევროპაში ("ცუდი" მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე და საკუთარი ხალხის ხარჯზე), რომ ევროპული ღირებულებების მატარებელნი კი არ გახდნენ მხოლოდ, არამედ ამ ღირებულებებმა სისხლთან ერთად დაიწყო მათ ვენებში ჩქეფა. აჩქეფდა, ადგაფუნდა და გარდაიქცა იმ ცისფერ სითხედ, რომლის პრიმატსაც წარსულში სხვებიც ქადაგებდნენ. პრიმატი არ ვიცი და, ეს გახლავთ პრიმიტიული ევროპეიზმი. დაე, ნუ გვაპატიებთ ამ შეფასებას, ვისაც გვაქვს სისხლი წითელი. ჩვენ ხომ გლეხები ვართ, არ გაგვიხედავს ჩვენი სოფლის იქით.

ეს გახლავთ ის პრიმიტიული, რომელიც წარმოშობს წყურვილს, ვინმემ გმირი გიწოდოს, შეგაქოს და ტაში დაგიკრას, დაგიდასტუროს, რომ ხარ. ეს წყურვილი ბანგივითაა და ისეთ კეთილშობილ ხალხსაც კი ჩაადენინებს მავნებლობას, როგორც ეს ამ შემთხვევაში მოხდა.ასეთი საქციელებით ვერ ხდებიან ლევან მიქელაძეები. აქ თვით ანალოგიაც კი მკრეხელობაა!ვწუხვარ. და ვგმობ ამ საქციელს.

და მრცხვენია, რომ მშრომელი, სერიოზული ადამიანი თავს უფლებას აძლევს, საკუთარი თავი ზეზვაზე უფრო დიდ ევროპელად გამოაცხადოს და საკუთარ სახელმწიფოს თითი დაუქნიოს.ფეხი რამეს არ წამოკრათ ამ ერთმანეთთან შეჯიბრსა და რბოლაში. ერთმანეთთან, რადგან მე, ჩვენ და ჩვენნაირებს შეჯიბრი, ვთვლით, რომ არ გვჭირდება. ჩვენ სხვა გამოწვევები გვაქვს.ჩვენ ვხედავთ, რომ მრავალ საფრთხეს ერთდროულად მოუცლია საქართველოსთვის და ეს საფრთხეები ყველა (!) მხრიდან მომდინარეობს. თქვენ კი ცხოვრობთ მავნებლურ ილუზიაში და ამტკიცებთ, რომ ზოგ საფრთხეზე სახელმწიფომ თვალი უნდა დახუჭოს და... ამ ელჩივით მოიქცეს. რადგან შეგვაქებენ.ეს ჩვენი არჩევანი არ არის. ჩვენი გზა უფრო რთულია. ამ რთულ გზაზე სიარული დამღლელია ზოგიერთისთვის, როგორც ჩანს. ვაი მას, ვინც დაიღლება და ვუი იმას, ვისაც დაავალებენ, აბა, დაღლის დროა, ქვეყნის სამსახურს განუდექიო. მადლობას ვუხდი ყველა იმ დიპლომატს, რომელიც ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან დგას დამოუკიდებლობის სადარაჯოზე.

მათ, ვინც შემდგომ ჩაება ამ ჯაჭვს და დღემდე მედგრად შესდგომია სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრივი ღირსების აღმავალ, რთულ გზას. დიპლომატი და ჯარისკაცი ერთი და იგივე პროფესიაა. ნამდვილი დიპლომატი იმ იარაღს, რომელიც მისცეს, ქვეყნის წინააღმდეგ არ ატრიალებს", - წერს თეა წულუკიანი.

ნახეთ ასევე: