ავტორი:

"ტელევიზიით გავიგე, რომ ჩემი ოჯახის წევრს, ჩემს სიძეს დაესხნენ თავს" - რას წერს გიორგი სუხიტაშვილი?

"ტელევიზიით გავიგე, რომ ჩემი ოჯახის წევრს, ჩემს სიძეს დაესხნენ თავს" - რას წერს გიორგი სუხიტაშვილი?

მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება თავდასხმას ნოდარ ჩაჩანიძეზე, რომელიც მისი სიძეა. სუხიტაშვილი წერს, რომ მომხდარი სოცქსელით გაიგო.

"ახლა ტელევიზიით გავიგე, რომ ჩემი ოჯახის წევრს, ჩემს სიძეს დაესხნენ თავს (ვესაუბრე ნორმალურადაა) ამით რისი მიღწევა გინდათ?ვინმე შეშინდება? არა და ვერ შეაშინებთ! უფრო მეტ ადამიანს რომ აბოროტებთ და იმტერებთ ვერ ხვდებით?

მგონია, რომ ადრე თუ გვიან ჩემთანაც მოხვალ სადმე და დამხვდებით მიზეზის მოგონება არ გაგიჭირდებათ. არავის არ ეშინია დახვედრით, გააზრებული და გათავისებული მაქვს ის, რომ ვიღაცას არ მოვეწონები!

ხო არც გაგინებთ არც რამე სხვას. თქვენ კიდევ ხალხო, თუ იდიოტები არა ხართ, უნდა ხვდებოდეთ რა ნეხვშიც ვართ, არ გეტყვით რა უნდა გააკეთოთ, ყველამ კარგად იცით!მე მზად ვარ კაი ცემა ავიტანო, ამიტანია კიდეც, მეტსაც გეტყვით დიდი პატივი იქნება ჩემთვის" - წერს სუხიტაშვილი.

  • პარტია "ახალის" წევრს, ნოდარ ჩაჩანიძეს თავს წუხელ დაესხნენ. ნოდარ ჩაჩანიძის განცხადებით, თავდამსხმელებს მანქანა ელოდებოდა და ადგილი მისი საშუალებით დატოვეს.

მისივე თქმით, თავდამსხმელებს პირბადეები და კაპიუშონი ეკეთათ.

"ორი ადამიანი მელოდებოდა სადარბაზოსთან, ორი ადამიანი კიდევ მანქანაში იჯდა. წამოვიდნენ ორი მხრიდან. მე და ჩელე ერთად წამოვედით და მასაც დახვდნენ და მეც. მირტყეს წიხლები, წავიქეცი და რამდენიმე წამში წავიდნენ. ძალიან მალე მოხდა ყველაფერი. ხალხი იყო ირგვლივ ბევრი და ვერ შეძლეს ცემის დიდხანს გაგრძელება.“, - განაცხადა ნოდარ ჩაჩანიძემ.