საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გირგვლიანის ადვოკატობიდან დახვედით "ნაციონალური მოძრაობის“ ადვოკატობამდე!" - ოხანაშვილი შალვა შავგულიძეს, რომელმაც კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
"გირგვლიანის ადვოკატობიდან დახვედით "ნაციონალური მოძრაობის“ ადვოკატობამდე!" - ოხანაშვილი შალვა შავგულიძეს, რომელმაც კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

[სან­დრო] გირ­გვლი­ა­ნის ად­ვო­კა­ტო­ბი­დან დახ­ვე­დით "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ად­ვო­კა­ტო­ბამ­დე, ეს არის თქვე­ნი სახე! - ასე მი­მარ­თა, იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე, კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ანრი ოხა­ნაშ­ვილ­მა, ოპო­ზი­ცი­ო­ნერ დე­პუ­ტატს, შალ­ვა შავ­გუ­ლი­ძეს, რო­მელ­მაც სხდო­მა, სა­დაც რამ­დე­ნი­მე სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბა­თა პა­კე­ტი მე­ო­რე მოს­მე­ნით იხი­ლე­ბო­და, პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად და­ტო­ვა.

შალ­ვა შავ­გუ­ლი­ძე სა­კი­თხის მომხსე­ნებ­ლის­თვის კი­თხვის დას­მას ცდი­ლობ­და, თუმ­ცა მმარ­თვე­ლი გუნ­დის წევ­რმა, და­ვით მა­თი­კაშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც კო­მი­ტე­ტის სხდო­მას თავ­მჯდო­მა­რე­ობ­და, რამ­დენ­ჯერ­მე მი­უ­თი­თა, რომ კი­თხვის დას­მა დრო­უ­ლად და­ეს­რუ­ლე­ბი­ნა და მას მიკრო­ფო­ნი ამის გამო რამ­დენ­ჯერ­მე გა­უ­თი­შა.

რო­გორც შავ­გუ­ლი­ძემ აღ­ნიშ­ნა, ასეთ პი­რო­ბებ­ში სხდო­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას აზრი არ აქვს და შე­სა­ბა­მი­სად, სხდო­მის და­ტო­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

"ასეთ პი­რო­ბებ­ში, უბ­რა­ლოდ აზრი არ აქვს კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად ვტო­ვებ ასეთ ცუდ სა­კო­მი­ტე­ტო მოს­მე­ნას“,- გა­ნა­ცხა­და შავ­გუ­ლი­ძემ.

რო­გორც სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბა­თა პა­კე­ტე­ბის მომხსე­ნე­ბელ­მა, ანრი ოხა­ნაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, სამ­წუ­ხა­როა, რომ კონ­კრე­ტუ­ლი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტი იმ სა­კი­თხებ­ზე აპე­ლი­რებს, რო­მე­ლიც არ დგას დღის წეს­რიგ­ში.

"და­იდ­გა სცე­ნა, არ ვიცი, რას ემ­სა­ხუ­რე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი. გირ­გვლი­ა­ნის ად­ვო­კა­ტად მო­გ­ქონ­დათ თავი და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ად­ვო­კა­ტი ხართ. გირ­გვლი­ა­ნის ად­ვო­კა­ტო­ბი­დან დახ­ვე­დით "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ად­ვო­კა­ტო­ბამ­დე. ეს არის თქვე­ნი სახე. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ რე­ჟი­მის ად­ვო­კა­ტი ხართ, იყა­ვით, ღმერ­თმა მშვი­დო­ბა­ში მო­გახ­მა­როთ“,- გა­ნა­ცხა­და ოხა­ნაშ­ვილ­მა.

ამას­თან, მმარ­თვე­ლი გუნ­დის წევ­რმა, და­ვით მა­თი­კაშ­ვილ­მა, შალ­ვა შავ­გუ­ლი­ძეს მი­მარ­თა და უთხრა, რომ მას კი­თხვის დას­მის სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­და.

"თქვენ კი­თხვის დას­მის სა­შუ­ა­ლე­ბაც გქონ­დათ, გის­მენ­დით კი­დეც, მაგ­რამ ეტყო­ბა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი არ გყოფ­ნით და კი­დევ სხვა სა­კი­თხე­ბია თქვენ­ში პრობ­ლე­მა“,- გა­ნა­ცხა­და მა­თი­კაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, პარ­ლა­მენ­ტი დღე­ი­დან იმ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბა­თა პა­კე­ტე­ბის გან­ხილ­ვას უბ­რუნ­დე­ბა, რომ­ლის მომ­ზა­დე­ბა მმარ­თვე­ლი გუნ­დის გან­მარ­ტე­ბით, ევ­რო­კავ­ში­რის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

დღეს, პარ­ლა­მენ­ტის იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე მე­ო­რე მოს­მე­ნით მუხ­ლობ­რი­ვად “სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის შე­სა­ხებ“, “პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის შე­სა­ხებ“, “კო­რუფ­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის შე­სა­ხებ“ და “სა­ერ­თო სა­სა­მარ­თლო­ე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნებ­ში და­გეგ­მილ ცვლი­ლე­ბებს იხი­ლა­ვენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

"გირგვლიანის ადვოკატობიდან დახვედით "ნაციონალური მოძრაობის“ ადვოკატობამდე!" - ოხანაშვილი შალვა შავგულიძეს, რომელმაც კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

"გირგვლიანის ადვოკატობიდან დახვედით "ნაციონალური მოძრაობის“ ადვოკატობამდე!" - ოხანაშვილი შალვა შავგულიძეს, რომელმაც კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

[სანდრო] გირგვლიანის ადვოკატობიდან დახვედით "ნაციონალური მოძრაობის“ ადვოკატობამდე, ეს არის თქვენი სახე! - ასე მიმართა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა, ოპოზიციონერ დეპუტატს, შალვა შავგულიძეს, რომელმაც სხდომა, სადაც რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მეორე მოსმენით იხილებოდა, პროტესტის ნიშნად დატოვა.

შალვა შავგულიძე საკითხის მომხსენებლისთვის კითხვის დასმას ცდილობდა, თუმცა მმართველი გუნდის წევრმა, დავით მათიკაშვილმა, რომელიც კომიტეტის სხდომას თავმჯდომარეობდა, რამდენჯერმე მიუთითა, რომ კითხვის დასმა დროულად დაესრულებინა და მას მიკროფონი ამის გამო რამდენჯერმე გაუთიშა.

როგორც შავგულიძემ აღნიშნა, ასეთ პირობებში სხდომაში მონაწილეობას აზრი არ აქვს და შესაბამისად, სხდომის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

"ასეთ პირობებში, უბრალოდ აზრი არ აქვს კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას. პროტესტის ნიშნად ვტოვებ ასეთ ცუდ საკომიტეტო მოსმენას“,- განაცხადა შავგულიძემ.

როგორც საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტების მომხსენებელმა, ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, სამწუხაროა, რომ კონკრეტული ოპოზიციონერი დეპუტატი იმ საკითხებზე აპელირებს, რომელიც არ დგას დღის წესრიგში.

"დაიდგა სცენა, არ ვიცი, რას ემსახურება ეს ყველაფერი. გირგვლიანის ადვოკატად მოგქონდათ თავი და "ნაციონალური მოძრაობის“ ადვოკატი ხართ. გირგვლიანის ადვოკატობიდან დახვედით "ნაციონალური მოძრაობის“ ადვოკატობამდე. ეს არის თქვენი სახე. "ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის ადვოკატი ხართ, იყავით, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ“,- განაცხადა ოხანაშვილმა.

ამასთან, მმართველი გუნდის წევრმა, დავით მათიკაშვილმა, შალვა შავგულიძეს მიმართა და უთხრა, რომ მას კითხვის დასმის საშუალება ჰქონდა.

"თქვენ კითხვის დასმის საშუალებაც გქონდათ, გისმენდით კიდეც, მაგრამ ეტყობა პროფესიონალიზმი არ გყოფნით და კიდევ სხვა საკითხებია თქვენში პრობლემა“,- განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტი დღეიდან იმ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტების განხილვას უბრუნდება, რომლის მომზადება მმართველი გუნდის განმარტებით, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უკავშირდება.

დღეს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით მუხლობრივად “სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“, “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ და “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონებში დაგეგმილ ცვლილებებს იხილავენ.