პოლიტიკა
სამართალი

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ერთი ჩემი ნაცნობი ახალგაზრდის პოსტები მხვდება, შევეცადე გავყოლოდი მის ლოგიკას და…” - პრემიერის ღია წერილი: ირაკლი კობახიძე ახალგაზრდებს მიმართავს
“ერთი ჩემი ნაცნობი ახალგაზრდის პოსტები მხვდება, შევეცადე გავყოლოდი მის ლოგიკას და…” - პრემიერის ღია წერილი: ირაკლი კობახიძე ახალგაზრდებს მიმართავს

პრე­მი­ერ მი­ნის­ტრი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ღია წე­რილს აქ­ვეყ­ნებს და ახალ­გაზ­რდებს მი­მარ­თავს.

"ღია წე­რი­ლი გულ­წრფელ ახალ­გაზ­რდებს

გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის გან­ხილ­ვის და­წყე­ბის მო­მენ­ტი­დან, თბი­ლის­ში იმარ­თე­ბა საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი, რომ­ლებ­შიც სტა­ბი­ლუ­რად 10 ათა­სამ­დე ადა­მი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობს. "ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ კუთ­ვნი­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი აქ­ცენტს აკე­თე­ბენ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის დიდი ნა­წი­ლის ახალ­გაზ­რდულ ასაკ­ზე, ასე­ვე მათ გულ­წრფე­ლო­ბა­ზე და ატ­რი­ა­ლე­ბენ და­ლა­გე­ბულ მე­სიჯს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გულ­წრფელ ახალ­გაზ­რდებს არ უს­მენს. ბევ­რს არ ვი­სა­უბ­რებ იმა­ზე, რომ აქ­ცი­ებ­ში სტა­ბი­ლუ­რად მო­ნა­წი­ლე ახალ­გაზ­რდე­ბის დიდი ნა­წი­ლი სრუ­ლი­ად არა­გულ­წრფე­ლი ახალ­გაზ­რდა ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი არი­ან. ესე­ნია "ნაც­მოძ­რა­ო­ბის“, გვა­რა­მია-მე­ლი­ას, გა­ხა­რი­ას და ხა­ზა­რა­ძის ახალ­გაზ­რდუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ათე­უ­ლო­ბით მო­ძა­ლა­დე ახალ­გაზ­რდას აერ­თი­ა­ნებს. ხა­ზა­რა­ძე აფი­ნან­სებს მოძ­რა­ო­ბა "ჯენ­ზი­საც“, რომ­ლის ლი­დე­რიც ჯენ-ზის ასაკს მკვეთ­რად არის გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი.

აქ­ცი­ებ­ზე აქ­ტი­უ­რო­ბენ კე­ზე­რაშ­ვი­ლი­სა და უცხო­ე­ლი დო­ნო­რე­ბის მიერ შავი და გა­უმჭვირ­ვა­ლე ფუ­ლით და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი ძა­ლა­დობ­რი­ვი ახალ­გაზ­რდუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი - "სირ­ცხვი­ლია“, "ფრანკლი­ნის კლუ­ბი“, "მო­მავ­ლის აკა­დე­მია“, "სტუ­დენ­ტე­ბი ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­თვის“, "მოძ­რა­ო­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის“, "ჯი­უ­ტი“, "ტალ­ღა“, "ნა­ბი­ჯი“, "წერ­ტი­ლი“, "და­ფი­ო­ნი", რომ­ლე­ბიც 200-მდე აქ­ტი­ვისტს რე­გუ­ლა­რუ­ლად უყ­რი­ან თავს და უშუ­ა­ლო პარ­ტი­ულ აქ­ტივ­თან ერ­თად, მო­ძა­ლა­დე ახალ­გაზ­რდე­ბის ძი­რი­თად ბირ­თვს შე­ად­გე­ნენ. ამ არა­გულ­წრფელ ახალ­გაზ­რდებ­თან ერ­თად, რა თქმა უნდა, აქ­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ გულ­წრფე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბიც, რომ­ლებ­საც სჯე­რათ, რომ აქ­ცი­ა­ზე დგო­მით კარგ და მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მეს აკე­თე­ბენ. ერთ-ერთი ასე­თი, ჩემი ნაც­ნო­ბი გულ­წრფე­ლი ახალ­გაზ­რდის პოს­ტე­ბი ხში­რად მხვდე­ბა "ფე­ის­ბუკ­ში“ და შე­ვე­ცა­დე მივ­ყო­ლო­დი მის ლო­გი­კას.

ეს ახალ­გაზ­რდა დღეს 25-27 წლის იქ­ნე­ბა. 2020 წლი­დან ის რე­ვო­ლუ­ცი­ის ორი­ვე მცდე­ლო­ბას აქ­ტი­უ­რად უჭერ­და მხარს და ალ­ბათ, არ­ცერ­თი ოპო­ზი­ცი­უ­რი აქ­ცია არ გა­მო­უ­ტო­ვე­ბია. 2020 წელს მან ხმა მის­ცა ნა­ცი­ო­ნა­ლებს. იმ­დენ­ჯერ აქვს "ფე­ის­ბუკ­ში“ და­წე­რი­ლი, რომ ნაცი არ არის, სა­ვა­რა­უ­დოდ, პარ­ტია "ნაც­მოძ­რა­ო­ბის­თვის“ ხმის მი­ცე­მის თა­ვის თავ­თა­ნაც მო­ე­რი­დე­ბო­და. თუმ­ცა, მის "ფე­ის­ბუკ“-აქ­ტი­ვო­ბას თუ და­ვაკ­ვირ­დე­ბით, აშ­კა­რაა, რომ 2020 წელს მან "ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ ორი და­ნა­ყო­ფი­დან ერთ-ერთი - "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“ ან "ლელო“ შე­მო­ხა­ზა.ეს ახალ­გაზ­რდა არ­ჩევ­ნე­ბის ღა­მეს აღ­შფოთ­და, როცა "მთა­ვა­რი არ­ხის­გან“ შე­ი­ტყო, რომ ცეს­კომ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი "დაგ­ვი­ა­ნე­ბით“ გა­მო­აქ­ვეყ­ნა და ერთ-ერთი პირ­ვე­ლი გა­ვი­და ნა­ცე­ბის აქ­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც ცეს­კო­ში შეჭ­რის მცდე­ლო­ბით დას­რულ­და. მარ­თა­ლია, ცეს­კო­ში შეჭ­რა თვი­თონ არ უც­დია, მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერს აქ­ცი­ა­ზე დგო­მით ამაგ­რებ­და.ეს ახალ­გაზ­რდა კი­დევ უფრო აღ­შფოთ­და, როცა "მთა­ვა­რი არ­ხის“ მიერ გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბა "ენ­ჯე­ო­ე­ბის­გა­ნაც“ მო­ის­მი­ნა. მარ­თა­ლია, რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ გა­ი­გო, რომ ერ­თმაც და მე­ო­რე­მაც მო­ა­ტყუა და სი­ნამ­დვი­ლე­ში, ცეს­კომ შე­დე­გე­ბი სტან­დარ­ტულ დროს გა­მო­აქ­ვეყ­ნა, მაგ­რამ "მთა­ვა­რი არ­ხი­სა“ და "ენ­ჯე­ო­ე­ბის­თვის“ საყ­ვე­დუ­რის "და­პოსტვა“ აზ­რა­დაც არ გა­უვ­ლია. ასე­თია ნა­ცი­ო­ნა­ლის ბუ­ნე­ბა - მის­თვის ნა­ცის­გან, "ენ­ჯე­ოს­გან“ და "მთა­ვა­რი არ­ხის­გან“ მოს­მე­ნი­ლი ტყუ­ი­ლიც კი წმინ­დაა.ეს გულ­წრფე­ლი ახალ­გაზ­რდა მა­ში­ნაც აღ­შფოთ­და, როცა ცეს­კოს შე­დე­გე­ბი "ენ­ჯე­ოს“ პა­რა­ლე­ლუ­რი ხმის დათ­ვლას აცდა.

თუმ­ცა, აღ­შფო­თე­ბა იმა­ზე აღარ გა­მო­უ­ხა­ტავს, როცა ამ "ენ­ჯე­ომ“ 5 კვი­რის დაგ­ვი­ა­ნე­ბით თა­ვად­ვე აღი­ა­რა, რომ სწო­რედ მისი პა­რა­ლე­ლუ­რი დათ­ვლა აცდა ცეს­კოს შე­დე­გებს და არა პი­რი­ქით. მოკ­ლედ, ამ გულ­წრფელ­მა ახალ­გაზ­რდამ არ­ჩევ­ნე­ბი "ფე­ის­ბუკ­ზე“ გა­ყალ­ბე­ბუ­ლად გა­მო­ა­ცხა­და და თა­მარ ჟვა­ნი­ას მსოფ­ლი­ოს მთა­ვა­რი გამ­ყალ­ბებ­ლის ტი­ტუ­ლი თა­მა­მად მი­ა­ნი­ჭა. რამ­დე­ნი­მე თვე­ში ამ ახალ­გაზ­რდას ბო­დი­ში აღარ მო­უხ­დია, რო­დე­საც ეს "მსოფ­ლი­ოს მთა­ვა­რი გამ­ყალ­ბე­ბე­ლი“ - თა­მარ ჟვა­ნია ამე­რი­კე­ლებ­მა ერთ-ერთ ქვე­ყა­ნა­ში თა­ვი­ან­თი მთა­ვა­რი სა­არ­ჩევ­ნო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლად და­ნიშ­ნეს. ჩვე­ნი გულ­წრფე­ლი ახალ­გაზ­რდა 2021 წელს აქ­ტი­უ­რად ითხოვ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ მი­შე­ლის შე­თან­ხმე­ბის ხელ­მო­წე­რას. თუმ­ცა, ის სა­ერ­თოდ არ აღ­შფო­თე­ბუ­ლა, როცა "ნაც­მოძ­რა­ო­ბამ“ და "ევ­რო­პულ­მა სა­ქარ­თვე­ლომ“ ამ შე­თან­ხმე­ბას ხელი არ მო­ა­წე­რეს და სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­სულ მი­შელ­თან მის­ვლაც კი არ იკად­რეს. სა­მა­გი­ე­როდ, გა­გუ­ლის­და, რო­დე­საც ნა­ცე­ბის ხელ­მო­წე­რის 100-დღი­ა­ნი უშე­დე­გო ლო­დი­ნის შემ­დეგ, ეს შე­თან­ხმე­ბა "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ ანუ­ლი­რე­ბუ­ლად გა­მო­ა­ცხა­და.მოკ­ლედ, ჩემი ნაც­ნო­ბი გულ­წრფე­ლი ახალ­გაზ­რდის პირ­ვე­ლი რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი მცდე­ლო­ბა იმით დას­რულ­და, რომ თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში მან ისევ "ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერთ და­ნა­ყოფს - ხა­ზა­რა­ძეს ან გა­ხა­რი­ას მის­ცა ხმა, თუმ­ცა, "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ ხმე­ბის 47 პრო­ცენ­ტი მი­ი­ღო და რიგ­გა­რე­შე სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის იდე­აც წარ­სულს ჩა­ბარ­და.2021 წლის ნო­ემ­ბრი­დან 2022 წლის თე­ბერ­ვლის ბო­ლომ­დე ამ ახალ­გაზ­რდის "ფე­ის­ბუკ“-აქ­ტი­ვო­ბა ექ­სკლუ­ზი­უ­რად სა­ა­კაშ­ვი­ლის შიმ­ში­ლო­ბას და გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას უკავ­შირ­დე­ბო­და.

რო­გორც ყვე­ლა კლა­სი­კუ­რი ფსევ­დო­შუ­ა­შის­ტი, ისიც წერ­და, რომ ახლა სა­ა­კაშ­ვი­ლის წარ­სუ­ლის გარ­ჩე­ვის დრო არ იყო და მხო­ლოდ მისი სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნა­ზე უნდა გვე­ფიქ­რა. ამ გულ­წრფელ ახალ­გაზ­რდას მოგ­ვი­ა­ნე­ბით ოდ­ნა­ვი გუ­ლის­წყვე­ტაც კი არ გა­მო­უ­ხა­ტავს, როცა სა­ა­კაშ­ვილ­მა ორი წლის თავ­ზე გა­და­წყვი­ტა, რომ აღარ კვდე­ბო­და და სი­მუ­ლან­ტო­ბა პრინ­ცი­პუ­ლად შე­წყვი­ტა. მრა­ვა­ლი დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მის მი­უ­ხე­და­ვად, გულ­წრფელ­მა ახალ­გაზ­რდამ სა­კუ­თა­რი ანა­ლი­ტი­კუ­რი უნა­რე­ბის კი­დევ ერთხელ მყა­რად ირ­წმუ­ნა, რო­დე­საც უკ­რა­ი­ნა­ში ომი და­ი­წყო. ომის პირ­ვე­ლი­ვე დღეს მან ვლა­დი­მირ ზე­ლენ­სკი ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­როს ლი­დე­რად და მსოფ­ლიო გმი­რად გა­მო­ა­ცხა­და. დღეს კი ხვდე­ბა ეს ახალ­გაზ­რდა, რომ მისი ანა­ლი­ტი­კუ­რი დას­კვნე­ბი სი­მარ­თლის­გან უკი­დუ­რე­სად შორს იყო, თუმ­ცა, შეც­დო­მის აღი­ა­რე­ბა ერთხე­ლაც არ უფიქ­რია. ამ ახალ­გაზ­რდის "ფე­ის­ბუკს“ დღემ­დე ამ­შვე­ნებს წარ­წე­რა "სლა­ვა უკ­რა­ი­ნე“ და ჩარ­ჩო ევ­რო­კავ­ში­რი­სა და უკ­რა­ი­ნის დრო­შე­ბით, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შის­თვის ად­გი­ლი ვერ გა­მო­ი­ძებ­ნა. 2022 წლის თე­ბერ­ვალ­ში გულ­წრფე­ლი ახალ­გაზ­რდა ერთ-ერთი პირ­ვე­ლი გა­ვი­და აქ­ცი­ებ­ზე და პირ­ველ რიგ­ში, რუ­სე­თის­თვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა მო­ი­თხო­ვა. მან მყი­სი­ე­რად გა­ა­ზი­ა­რა ლომ­ჯა­რი­ას გან­ცხა­დე­ბა, სან­ქცი­ე­ბის არ­და­წე­სე­ბას მირ­ჩევ­ნია, ბომ­ბე­ბის­გან მი­ღე­ბულ­მა ცე­ცხლმა დაგ­ვწვა­სო.

სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბის პი­რო­ბებ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა რომ ჩა­მო­იქ­ცე­ო­და, ამა­ზე ეს ახალ­გაზ­რდა პა­სუხს არა სა­კუ­თარ თავს, არა­მედ ისევ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მოს­თხოვ­და. ნა­ცის ტვი­ნი ასეა მო­წყო­ბი­ლი - ხან ვერ ფიქ­რობს და ხან არ ფიქ­რობს. შემ­დეგ, ამ ახალ­გაზ­რდამ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი თან­ხმო­ბით უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი მო­ხა­ლი­სე­ე­ბის გაგ­ზავ­ნაც მო­ი­თხო­ვა. მა­ში­ნაც კი არ და­უ­ხე­ვია უკან, როცა ბა­ი­დენ­მა და ჯონ­სონ­მა თქვეს, უკ­რა­ი­ნა­ში ჩვენ­გან მო­ხა­ლი­სე­ე­ბის წას­ვლას რე­კო­მენ­და­ცი­ას არ ვუ­წევთ, რად­გან არ გვინ­და, ნატო რუ­სეთ­თან ომში ჩა­ე­ბა­სო. მე­ტიც, ომის­კენ ღი­ა­დაც იქა­ჩე­ბო­და და გი­გა­უ­რის გან­ცხა­დე­ბა გა­ა­ზი­ა­რა: რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნა­ში ომს აგებს, ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით ომს ვერ და­ი­წყებს და შე­საძ­ლებ­ლო­ბის ეს ფან­ჯა­რა უნდა გა­მო­ვი­ყე­ნო­თო.ეს ახალ­გაზ­რდა, რო­მე­ლიც, ზო­გა­დად, თავს ვალ­დე­ბუ­ლად მი­იჩ­ნევს, ყვე­ლა­ფერ რუ­სულ­ზე გა­ღი­ზი­ან­დეს, სა­ერ­თოდ არ გა­ღი­ზი­ან­და, რო­დე­საც კი­დევ ერ­თმა "მსოფ­ლიო გმირ­მა“, და­ვით არა­ხა­მი­ამ რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გა­მარ­თულ აქ­ცი­ა­ზე მას რუ­სულ ენა­ზე მი­მარ­თა.

  • აქე­დან ჩანს, რომ ნაცი ყვე­ლა­ფერ რუ­სულ­ზე კი არ ღი­ზი­ან­დე­ბა, არა­მედ თავს იღი­ზი­ა­ნებს. ასე იღი­ზი­ა­ნე­ბენ დღეს თავს რუ­სეთ­ზე ნი­კო­ლოზ ე.წ. რაჭ­ვე­ლი, ნინო ქა­თა­მა­ძე და სხვა ცნო­ბი­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც 2019 წლამ­დე რუ­სეთ­ში კონ­ცერტს კონ­ცერ­ტზე მარ­თავ­დნენ. ამ და სხვა ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა სა­კუ­თარ თავს და­ა­ჯე­რეს, რომ რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პან­ტი არა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პი­რე­ბის შემ­დეგ, არა­მედ უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პი­რე­ბის შემ­დეგ გახ­და. ასეა ნა­ცის ტვი­ნი მო­წყო­ბი­ლი - ხან ვერ ფიქ­რობს და ხან არ ფიქ­რობს. ამი­ტომ, მის­თვის რუ­სულ­ზე გა­ღი­ზი­ა­ნე­ბაც შერ­ჩე­ვი­თია.

2022 წლის 1-ელ მარტს ჩვე­ნი გულ­წრფე­ლი ახალ­გაზ­რდა სა­ერ­თოდ გა­და­ი­რია, რო­დე­საც სან­ქცი­ე­ბის არ­და­წე­სე­ბი­სა და მებ­რძო­ლე­ბის არ­გაგ­ზავ­ნის სა­ბა­ბით, "მსოფ­ლიო გმირ­მა“ ზე­ლენ­სკიმ სა­ქარ­თვე­ლო­დან ელჩი გა­იწ­ვია. "მრცხვე­ნია, რომ ქარ­თვე­ლი ვარ“ - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ეს ახალ­გაზ­რდა ზე­ლენ­სკის დე­მარშს. კი­თხვაც კი არ გას­ჩე­ნია, რა­ტომ უნდა გა­ეწ­ვია ზე­ლენ­სკის ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­დან, როცა ომის და­წყე­ბი­დან წე­ლი­წად­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ელჩი ბე­ლა­რუ­სი­და­ნაც კი არ გა­უწ­ვე­ვია. არც და­ფიქ­რდა, ხომ არ უკავ­შირ­დე­ბო­და ეს ყვე­ლა­ფე­რი პო­დო­ლი­ა­კი­სა და და­ნი­ლო­ვის პირ­და­პირ მო­წო­დე­ბებს სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­ო­რე ფრონ­ტის გახ­სნის შე­სა­ხებ. იმა­ზე სა­ერ­თოდ აღა­რა­ფერს ვამ­ბობ, რომ პო­დო­ლი­ა­კი­სა და და­ნი­ლო­ვის ამ გან­ცხა­დე­ბებ­ზე ოდ­ნა­ვი პრო­ტეს­ტიც კი არ გა­მო­უ­ხა­ტავს.

გულ­წრფე­ლი ახალ­გაზ­რდის ანა­ლი­ტი­კუ­რი ამ­ბი­ცი­ე­ბი მწვერ­ვა­ლებს მის­წვდა, რო­დე­საც დღის წეს­რიგ­ში ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის სა­კი­თხი დად­გა. სა­ზო­გა­დო­ე­ბას მრავ­ლად გა­ვუ­ზი­ა­რეთ ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს არა­კე­თილ­მო­სურ­ნე­ე­ბი და მე­ო­რე ფრონ­ტის მსურ­ვე­ლე­ბი კან­დი­და­ტის თე­მას შან­ტა­ჟის­თვის იყე­ნებ­დნენ. ყვე­ლას გა­ვუ­ზი­ა­რეთ ინ­ფორ­მა­ცია ბა­კუ­რი­ა­ნის შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ, სა­დაც კო­ლექ­ტი­უ­რი "ნაც­მოძ­რა­ო­ბა“ - პარ­ტი­ე­ბი, ენ­ჯე­ო­ე­ბი და ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი შე­იკ­რიბ­ნენ და და­გეგ­მეს, რო­გორ უნდა მო­ე­წყოთ რე­ვო­ლუ­ცია, რო­დე­საც (ხაზს ვუს­ვამ - რო­დე­საც და არა თუ) ივ­ნის­ში კან­დი­და­ტის სტა­ტუსს არ მოგ­ვა­ნი­ჭებ­დნენ.ეს ჩვე­ნი გულ­წრფე­ლი ახალ­გაზ­რდა პირ­ვე­ლი გა­ვი­და აქ­ცი­ა­ზე, რო­დე­საც კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი არ მოგ­ვცეს. მან ყვე­ლა­ფერ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და­ა­კის­რა და კი­თხვაც არ და­უს­ვამს იმა­ზე, თუ რა­ტომ არ მი­ა­ნი­ჭეს სტა­ტუ­სი სა­ქარ­თვე­ლოს და მი­ა­ნი­ჭეს მოლ­დო­ვას, რო­მე­ლიც დსთ-ს წევ­რია, რუ­სეთ­თან სან­ქცი­ებს თა­ვა­დაც არ მი­უ­ერ­თდა და თუკი რა­ი­მე­თი გა­მო­ირ­ჩე­ვა, კო­რუფ­ცია და გა­უ­მარ­თა­ვი სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბია. გულ­წრფელ ახალ­გაზ­რდას კი­თხვე­ბი მა­ში­ნაც არ გას­ჩე­ნია, რო­დე­საც ევ­რო­კო­მი­სი­ამ რამ­დე­ნი­მე თვე­ში ქუ­ლე­ბით შე­ფა­სე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნა და გა­ირ­კვა, რომ სა­ქარ­თვე­ლო კან­დი­დატ მოლ­დო­ვა­საც და კან­დი­დატ ბოს­ნი­ა­საც დიდი უპი­რა­ტე­სო­ბით უს­წრებ­და.

გულ­წრფელ­მა ახალ­გაზ­რდამ მა­შინ გა­ა­ზი­ა­რა ნა­ცი­ო­ნა­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის, "ენ­ჯე­ოშ­ნი­კე­ბის“ და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი იმის შე­სა­ხებ, რომ სტა­ტუ­სის ვერ­მი­ღე­ბით სა­ქარ­თვე­ლომ 14 მი­ლი­არ­დი ევრო და­კარ­გა და ქვე­ყა­ნამ მყი­სი­ე­რი გამ­დიდ­რე­ბის შან­სი გა­უშ­ვა ხე­ლი­დან. წე­ლი­წად-ნა­ხე­ვარ­ში ეს გულ­წრფე­ლი ახალ­გაზ­რდა სა­ერ­თოდ არ გაბ­რა­ზე­ბუ­ლა, რო­დე­საც იმა­ვე ადა­მი­ა­ნებ­მა მას უთხრეს, რომ თურ­მე, კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი არა­ვი­თა­რი ფი­ნან­სურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი სარ­გებ­ლის მომ­ცე­მი არ ყო­ფი­ლა.შუ­ა­ლედ­ში, ამ გულ­წრფელ­მა ახალ­გაზ­რდამ გა­ა­ზი­ა­რა სხვა­დას­ხვა სტი­ლის ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის არა­ერ­თი გან­ცხა­დე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლო ვე­რა­სო­დეს მი­ი­ღებ­და კან­დი­და­ტის სტა­ტუსს. თუმ­ცა, დღემ­დე ეს პოს­ტე­ბიც კი არ წა­უშ­ლია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქვე­ყა­ნამ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პი­რო­ბებ­ში უკვე მი­ი­ღო. გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში ის არ მი­ვი­და აქ­ცი­ა­ზე, სა­დაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და ევ­რო­კავ­ში­რის ელ­ჩებ­მა კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი ერ­თად აღ­ვნიშ­ნეთ.მოკ­ლედ, ამ­დე­ნი შეც­დო­მის მი­უ­ხე­და­ვად, ეს ჩვე­ნი გულ­წრფე­ლი ახალ­გაზ­რდა დღე­საც აქ­ცი­ა­ზე დგას.

არც ქარ­თუ­ლი კა­ნო­ნი წა­უ­კი­თხავს და მით უმე­ტეს, არც რუ­სუ­ლი, თუმ­ცა, აქვს რწმე­ნა, რომ ქარ­თუ­ლი კა­ნო­ნი რუ­სუ­ლია. ხში­რად აზი­ა­რებს ხოლ­მე ილი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რე­ბის და "ენ­ჯე­ოშ­ნი­კე­ბის“ ვი­დე­ო­ებს, სა­დაც ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ათას ტყუ­ილს ამ­ბო­ბენ. ის კი, ამ ყვე­ლა­ფერს არც ამოწ­მებს, რად­გან მის­თვის ილი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რიც და "ენ­ჯე­ოშ­ნი­კიც“ ღმერ­თის სწო­რია, რომ­ლის სი­ტყვა­საც გა­და­მოწ­მე­ბა სა­ერ­თოდ არ სჭირ­დე­ბა.ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე, დღის წეს­რიგ­ში დგე­ბა სა­კი­თხი: ვის უნდა გაჰ­ყვეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა - სა­შუ­ა­ლო ინ­ტე­ლექ­ტის მქო­ნე ამ გულ­წრფელ ახალ­გაზ­რდას და მის თა­ნა­მო­აზ­რე­ებს, თუ იმ ახალ­გაზ­რდა, სა­შუ­ა­ლო ასა­კის და ასა­კო­ვან ჩვენს თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლე­ბიც გა­სუ­ლი 3 წლის მან­ძილ­ზე მოვ­ლე­ნებს სწო­რად აა­ნა­ლი­ზებ­დნენ, არ­ცერთ ხე­ლოვ­ნუ­რად შე­მოგ­დე­ბულ პრო­ვო­კა­ცი­ას არ აყვნენ და სა­ხელ­მწი­ფოს სიმ­ყა­რის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში და­ეხ­მარ­ნენ?

  • ერთი თვის წინ სა­ინ­ტე­რე­სო კვლე­ვა ჩა­ვა­ტა­რეთ. გა­მო­ვი­კი­თხეთ, ამომ­რჩევ­ლის რამ­დე­ნი პრო­ცენ­ტი უჭერ­და მხარს "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ინ­ტე­ლექ­ტის დო­ნის მი­ხედ­ვით. რეს­პონ­დენ­ტე­ბის ინ­ტე­ლექ­ტი, ანუ IQ შე­ვა­მოწ­მეთ და ისი­ნი მა­ღა­ლი, სა­შუ­ა­ლო და და­ბა­ლი ინ­ტე­ლექ­ტის კა­ტე­გო­რი­ე­ბად დავ­ყა­ვით. კვლე­ვით დად­გინ­და, რომ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ მარ­ტში ამომ­რჩევ­ლის 61,3 პრო­ცენ­ტი უჭერ­და მხარს. ამას­თან, მა­ღა­ლი ინ­ტე­ლექ­ტის მქო­ნე ამომ­რჩე­ველ­ში ჩვე­ნი მხარ­და­ჭე­რა 73,8 პრო­ცენ­ტი იყო, ხოლო სა­შუ­ა­ლო ინ­ტე­ლექ­ტის მქო­ნე ამომ­რჩე­ველ­ში - მხო­ლოდ 45,6 პრო­ცენ­ტი.

ზო­გა­დად, სა­ხელ­მწი­ფოს­თვის ყვე­ლა­ზე სა­ში­ში სა­შუ­ა­ლო ინ­ტე­ლექ­ტი­სა და ცოდ­ნის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის დო­მი­ნი­რე­ბაა, რა­საც და­ნინგ-კრუ­გე­რის თე­ო­რი­აც ადას­ტუ­რებს. ამ თე­ო­რი­ის თა­ნახ­მად, სა­შუ­ა­ლო ინ­ტე­ლექ­ტი­სა და ცოდ­ნის მქო­ნე ადა­მი­ანს ახა­სი­ა­თებს თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ხა­რის­ხი. ადა­მი­ანს, რო­მელ­საც კა­ნო­ნი არ წა­უ­კი­თხავს, მაგ­რამ ილი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რის­გან და ოკე­ა­ნის გაღ­მი­დან მო­ის­მი­ნა, რომ ეს კა­ნო­ნი რუ­სუ­ლია, ყვე­ლა­ზე მყა­რად სწამს, რომ მის მიერ წა­უ­კი­თხა­ვი კა­ნო­ნი ცუ­დია.გულ­წრფე­ლო­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, მას მხო­ლოდ მა­შინ აქვს ფასი, რო­დე­საც ის ცოდ­ნი­თა და ინ­ტე­ლექ­ტით არის გამ­ყა­რე­ბუ­ლი. ცოდ­ნი­სა და ინ­ტე­ლექ­ტის არმ­ქო­ნე და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი რუ­სულ ტანკზე უა­რე­სია.რო­დე­საც 29 წლის გიგ­ლა ბერ­ბი­ჭაშ­ვილ­მა 70 წლის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძეს ეს­რო­ლა, მას ღრმად სწამ­და, რომ თა­ვად იყო პროგ­რე­სუ­ლი გულ­წრფე­ლი ახალ­გაზ­რდა, ხოლო ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე - ჩა­მორ­ჩე­ნი­ლი არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი მო­ხუ­ცი. ბერ­ბი­ჭაშ­ვილს და მის თა­ნა­მო­აზ­რე ახალ­გაზ­რდებს ეს რწმე­ნა ბოლ­შე­ვი­კურ­მა იდე­ო­ლო­გი­ამ ჩა­უ­ნერ­გა.

მსგავ­სი მე­თო­დე­ბით მუ­შა­ობს ფსევ­დო­ლი­ბე­რა­ლუ­რი იდე­ო­ლო­გი­აც, რო­მელ­მაც კო­ლექ­ტი­უ­რი "ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ პირ­და­პირ თუ ირი­ბად მიმ­დე­ვარ ახალ­გაზ­რდებს და­ა­ჯე­რა, რომ სწო­რედ ისი­ნი არი­ან გულ­წრფე­ლო­ბი­სა და პროგ­რე­სუ­ლო­ბის მა­გა­ლი­თი ამ ქვე­ყა­ნა­ში.ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ღრმად ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ ჩვენ უნდა ვი­მოქ­მე­დოთ არა ჩემი ნაც­ნო­ბი გულ­წრფე­ლი ახალ­გაზ­რდის მო­თხოვ­ნე­ბის მი­ხედ­ვით, არა­მედ 29 აპ­რილს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ აქ­ცი­ა­ზე მო­სუ­ლი 200 ათა­სი ახალ­გაზ­რდა, სა­შუ­ა­ლო ასა­კი­სა და ასა­კო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნის კარ­ნა­ხით. ჩვენ ვი­მოქ­მე­დებთ ქარ­თვე­ლი ამომ­რჩევ­ლის 60 პრო­ცენტზე მე­ტის დაკ­ვე­თით, რო­მე­ლიც "ენ­ჯე­ო­ე­ბის“ გამჭვირ­ვა­ლო­ბას და შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლოს მშვი­დო­ბი­ან მო­მა­ვალს მყა­რად და გა­აზ­რე­ბუ­ლად უჭერს მხარს.ყვე­ლა გულ­წრფელ ახალ­გაზ­რდას კი, რო­მე­ლიც არას­წორ გზას ად­გას, გულ­წრფე­ლად ვთხოვ, სა­კუ­თარ წარ­სულ ნა­ბი­ჯებს კრი­ტი­კუ­ლად შე­ხე­დონ, რომ სა­მო­მავ­ლოდ მსგავ­სი შეც­დო­მე­ბი აღარ და­უშ­ვან. ასეც და ისეც, გპირ­დე­ბით, რომ ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო იზ­რუ­ნებს ყვე­ლა გულ­წრფელ ახალ­გაზ­რდა­ზე, მათ შო­რის ისე­თებ­ზეც, რომ­ლე­ბიც დღეს შეც­დო­მა­ში არი­ან შეყ­ვა­ნი­ლი და ვერ აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, თუ რამ­ხე­ლა უბე­დუ­რე­ბა აა­ცი­ლა მას ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ და მის მიერ არ­ჩე­ულ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ თა­ვი­დან. ყვე­ლა გულ­წრფელ ახალ­გაზ­რდას ვთხოვ, კარ­გად გა­ი­აზ­რონ, თუ რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვი­ა­როთ ღირ­სე­ბით ევ­რო­პის­კენ, რად­გან ევ­რო­კავ­შირ­ში შეს­ვლა მხო­ლოდ ღირ­სე­ბით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. 2030 წლის­თვის სა­ქარ­თვე­ლო სწო­რედ ღირ­სე­ბით გახ­დე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვე­ყა­ნა, რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და სუ­ვე­რე­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო", - წერს ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

“ერთი ჩემი ნაცნობი ახალგაზრდის პოსტები მხვდება, შევეცადე გავყოლოდი მის ლოგიკას და…” - პრემიერის ღია წერილი: ირაკლი კობახიძე ახალგაზრდებს მიმართავს

“ერთი ჩემი ნაცნობი ახალგაზრდის პოსტები მხვდება, შევეცადე გავყოლოდი მის ლოგიკას და…” - პრემიერის ღია წერილი: ირაკლი კობახიძე ახალგაზრდებს მიმართავს

პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში ღია წერილს აქვეყნებს და ახალგაზრდებს მიმართავს.

"ღია წერილი გულწრფელ ახალგაზრდებს

გამჭვირვალობის შესახებ კანონის განხილვის დაწყების მომენტიდან, თბილისში იმართება საპროტესტო აქციები, რომლებშიც სტაბილურად 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. "ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიები აქცენტს აკეთებენ ამ ადამიანების დიდი ნაწილის ახალგაზრდულ ასაკზე, ასევე მათ გულწრფელობაზე და ატრიალებენ დალაგებულ მესიჯს, რომ ხელისუფლება გულწრფელ ახალგაზრდებს არ უსმენს. ბევრს არ ვისაუბრებ იმაზე, რომ აქციებში სტაბილურად მონაწილე ახალგაზრდების დიდი ნაწილი სრულიად არაგულწრფელი ახალგაზრდა ნაციონალები არიან. ესენია "ნაცმოძრაობის“, გვარამია-მელიას, გახარიას და ხაზარაძის ახალგაზრდული ორგანიზაციები, რომლებიც ათეულობით მოძალადე ახალგაზრდას აერთიანებს. ხაზარაძე აფინანსებს მოძრაობა "ჯენზისაც“, რომლის ლიდერიც ჯენ-ზის ასაკს მკვეთრად არის გადაცილებული.

აქციებზე აქტიურობენ კეზერაშვილისა და უცხოელი დონორების მიერ შავი და გაუმჭვირვალე ფულით დაფინანსებული ძალადობრივი ახალგაზრდული ორგანიზაციები - "სირცხვილია“, "ფრანკლინის კლუბი“, "მომავლის აკადემია“, "სტუდენტები ევროპული მომავლისთვის“, "მოძრაობა თავისუფლებისთვის“, "ჯიუტი“, "ტალღა“, "ნაბიჯი“, "წერტილი“, "დაფიონი", რომლებიც 200-მდე აქტივისტს რეგულარულად უყრიან თავს და უშუალო პარტიულ აქტივთან ერთად, მოძალადე ახალგაზრდების ძირითად ბირთვს შეადგენენ. ამ არაგულწრფელ ახალგაზრდებთან ერთად, რა თქმა უნდა, აქციებში მონაწილეობენ გულწრფელი ახალგაზრდებიც, რომლებსაც სჯერათ, რომ აქციაზე დგომით კარგ და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ. ერთ-ერთი ასეთი, ჩემი ნაცნობი გულწრფელი ახალგაზრდის პოსტები ხშირად მხვდება "ფეისბუკში“ და შევეცადე მივყოლოდი მის ლოგიკას.

ეს ახალგაზრდა დღეს 25-27 წლის იქნება. 2020 წლიდან ის რევოლუციის ორივე მცდელობას აქტიურად უჭერდა მხარს და ალბათ, არცერთი ოპოზიციური აქცია არ გამოუტოვებია. 2020 წელს მან ხმა მისცა ნაციონალებს. იმდენჯერ აქვს "ფეისბუკში“ დაწერილი, რომ ნაცი არ არის, სავარაუდოდ, პარტია "ნაცმოძრაობისთვის“ ხმის მიცემის თავის თავთანაც მოერიდებოდა. თუმცა, მის "ფეისბუკ“-აქტივობას თუ დავაკვირდებით, აშკარაა, რომ 2020 წელს მან "ნაცმოძრაობის“ ორი დანაყოფიდან ერთ-ერთი - "ევროპული საქართველო“ ან "ლელო“ შემოხაზა.ეს ახალგაზრდა არჩევნების ღამეს აღშფოთდა, როცა "მთავარი არხისგან“ შეიტყო, რომ ცესკომ არჩევნების შედეგები "დაგვიანებით“ გამოაქვეყნა და ერთ-ერთი პირველი გავიდა ნაცების აქციაზე, რომელიც ცესკოში შეჭრის მცდელობით დასრულდა. მართალია, ცესკოში შეჭრა თვითონ არ უცდია, მაგრამ ამ ყველაფერს აქციაზე დგომით ამაგრებდა.ეს ახალგაზრდა კიდევ უფრო აღშფოთდა, როცა "მთავარი არხის“ მიერ გაჟღერებული ბრალდება "ენჯეოებისგანაც“ მოისმინა. მართალია, რამდენიმე თვის შემდეგ გაიგო, რომ ერთმაც და მეორემაც მოატყუა და სინამდვილეში, ცესკომ შედეგები სტანდარტულ დროს გამოაქვეყნა, მაგრამ "მთავარი არხისა“ და "ენჯეოებისთვის“ საყვედურის "დაპოსტვა“ აზრადაც არ გაუვლია. ასეთია ნაციონალის ბუნება - მისთვის ნაცისგან, "ენჯეოსგან“ და "მთავარი არხისგან“ მოსმენილი ტყუილიც კი წმინდაა.ეს გულწრფელი ახალგაზრდა მაშინაც აღშფოთდა, როცა ცესკოს შედეგები "ენჯეოს“ პარალელური ხმის დათვლას აცდა.

თუმცა, აღშფოთება იმაზე აღარ გამოუხატავს, როცა ამ "ენჯეომ“ 5 კვირის დაგვიანებით თავადვე აღიარა, რომ სწორედ მისი პარალელური დათვლა აცდა ცესკოს შედეგებს და არა პირიქით. მოკლედ, ამ გულწრფელმა ახალგაზრდამ არჩევნები "ფეისბუკზე“ გაყალბებულად გამოაცხადა და თამარ ჟვანიას მსოფლიოს მთავარი გამყალბებლის ტიტული თამამად მიანიჭა. რამდენიმე თვეში ამ ახალგაზრდას ბოდიში აღარ მოუხდია, როდესაც ეს "მსოფლიოს მთავარი გამყალბებელი“ - თამარ ჟვანია ამერიკელებმა ერთ-ერთ ქვეყანაში თავიანთი მთავარი საარჩევნო ორგანიზაციის ხელმძღვანელად დანიშნეს. ჩვენი გულწრფელი ახალგაზრდა 2021 წელს აქტიურად ითხოვდა ხელისუფლების მიერ მიშელის შეთანხმების ხელმოწერას. თუმცა, ის საერთოდ არ აღშფოთებულა, როცა "ნაცმოძრაობამ“ და "ევროპულმა საქართველომ“ ამ შეთანხმებას ხელი არ მოაწერეს და საქართველოში ჩამოსულ მიშელთან მისვლაც კი არ იკადრეს. სამაგიეროდ, გაგულისდა, როდესაც ნაცების ხელმოწერის 100-დღიანი უშედეგო ლოდინის შემდეგ, ეს შეთანხმება "ქართულმა ოცნებამ“ ანულირებულად გამოაცხადა.მოკლედ, ჩემი ნაცნობი გულწრფელი ახალგაზრდის პირველი რევოლუციური მცდელობა იმით დასრულდა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მან ისევ "ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთ დანაყოფს - ხაზარაძეს ან გახარიას მისცა ხმა, თუმცა, "ქართულმა ოცნებამ“ ხმების 47 პროცენტი მიიღო და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების იდეაც წარსულს ჩაბარდა.2021 წლის ნოემბრიდან 2022 წლის თებერვლის ბოლომდე ამ ახალგაზრდის "ფეისბუკ“-აქტივობა ექსკლუზიურად სააკაშვილის შიმშილობას და გათავისუფლებას უკავშირდებოდა.

როგორც ყველა კლასიკური ფსევდოშუაშისტი, ისიც წერდა, რომ ახლა სააკაშვილის წარსულის გარჩევის დრო არ იყო და მხოლოდ მისი სიცოცხლის გადარჩენაზე უნდა გვეფიქრა. ამ გულწრფელ ახალგაზრდას მოგვიანებით ოდნავი გულისწყვეტაც კი არ გამოუხატავს, როცა სააკაშვილმა ორი წლის თავზე გადაწყვიტა, რომ აღარ კვდებოდა და სიმულანტობა პრინციპულად შეწყვიტა. მრავალი დაშვებული შეცდომის მიუხედავად, გულწრფელმა ახალგაზრდამ საკუთარი ანალიტიკური უნარების კიდევ ერთხელ მყარად ირწმუნა, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო. ომის პირველივე დღეს მან ვლადიმირ ზელენსკი ცივილიზებული სამყაროს ლიდერად და მსოფლიო გმირად გამოაცხადა. დღეს კი ხვდება ეს ახალგაზრდა, რომ მისი ანალიტიკური დასკვნები სიმართლისგან უკიდურესად შორს იყო, თუმცა, შეცდომის აღიარება ერთხელაც არ უფიქრია. ამ ახალგაზრდის "ფეისბუკს“ დღემდე ამშვენებს წარწერა "სლავა უკრაინე“ და ჩარჩო ევროკავშირისა და უკრაინის დროშებით, სადაც საქართველოს დროშისთვის ადგილი ვერ გამოიძებნა. 2022 წლის თებერვალში გულწრფელი ახალგაზრდა ერთ-ერთი პირველი გავიდა აქციებზე და პირველ რიგში, რუსეთისთვის სანქციების დაწესება მოითხოვა. მან მყისიერად გააზიარა ლომჯარიას განცხადება, სანქციების არდაწესებას მირჩევნია, ბომბებისგან მიღებულმა ცეცხლმა დაგვწვასო.

სანქციების დაწესების პირობებში, საქართველოს ეკონომიკა რომ ჩამოიქცეოდა, ამაზე ეს ახალგაზრდა პასუხს არა საკუთარ თავს, არამედ ისევ ხელისუფლებას მოსთხოვდა. ნაცის ტვინი ასეა მოწყობილი - ხან ვერ ფიქრობს და ხან არ ფიქრობს. შემდეგ, ამ ახალგაზრდამ საქართველოს მთავრობის ოფიციალური თანხმობით უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნაც მოითხოვა. მაშინაც კი არ დაუხევია უკან, როცა ბაიდენმა და ჯონსონმა თქვეს, უკრაინაში ჩვენგან მოხალისეების წასვლას რეკომენდაციას არ ვუწევთ, რადგან არ გვინდა, ნატო რუსეთთან ომში ჩაებასო. მეტიც, ომისკენ ღიადაც იქაჩებოდა და გიგაურის განცხადება გააზიარა: რუსეთი უკრაინაში ომს აგებს, ყველა მიმართულებით ომს ვერ დაიწყებს და შესაძლებლობის ეს ფანჯარა უნდა გამოვიყენოთო.ეს ახალგაზრდა, რომელიც, ზოგადად, თავს ვალდებულად მიიჩნევს, ყველაფერ რუსულზე გაღიზიანდეს, საერთოდ არ გაღიზიანდა, როდესაც კიდევ ერთმა "მსოფლიო გმირმა“, დავით არახამიამ რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე მას რუსულ ენაზე მიმართა.

  • აქედან ჩანს, რომ ნაცი ყველაფერ რუსულზე კი არ ღიზიანდება, არამედ თავს იღიზიანებს. ასე იღიზიანებენ დღეს თავს რუსეთზე ნიკოლოზ ე.წ. რაჭველი, ნინო ქათამაძე და სხვა ცნობილი ნაციონალები, რომლებიც 2019 წლამდე რუსეთში კონცერტს კონცერტზე მართავდნენ. ამ და სხვა ნაციონალებმა საკუთარ თავს დააჯერეს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპანტი არა საქართველოს ტერიტორიების ოკუპირების შემდეგ, არამედ უკრაინის ტერიტორიების ოკუპირების შემდეგ გახდა. ასეა ნაცის ტვინი მოწყობილი - ხან ვერ ფიქრობს და ხან არ ფიქრობს. ამიტომ, მისთვის რუსულზე გაღიზიანებაც შერჩევითია.

2022 წლის 1-ელ მარტს ჩვენი გულწრფელი ახალგაზრდა საერთოდ გადაირია, როდესაც სანქციების არდაწესებისა და მებრძოლების არგაგზავნის საბაბით, "მსოფლიო გმირმა“ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი გაიწვია. "მრცხვენია, რომ ქართველი ვარ“ - ასე გამოეხმაურა ეს ახალგაზრდა ზელენსკის დემარშს. კითხვაც კი არ გასჩენია, რატომ უნდა გაეწვია ზელენსკის ელჩი საქართველოდან, როცა ომის დაწყებიდან წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ელჩი ბელარუსიდანაც კი არ გაუწვევია. არც დაფიქრდა, ხომ არ უკავშირდებოდა ეს ყველაფერი პოდოლიაკისა და დანილოვის პირდაპირ მოწოდებებს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის შესახებ. იმაზე საერთოდ აღარაფერს ვამბობ, რომ პოდოლიაკისა და დანილოვის ამ განცხადებებზე ოდნავი პროტესტიც კი არ გამოუხატავს.

გულწრფელი ახალგაზრდის ანალიტიკური ამბიციები მწვერვალებს მისწვდა, როდესაც დღის წესრიგში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საკითხი დადგა. საზოგადოებას მრავლად გავუზიარეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს არაკეთილმოსურნეები და მეორე ფრონტის მსურველები კანდიდატის თემას შანტაჟისთვის იყენებდნენ. ყველას გავუზიარეთ ინფორმაცია ბაკურიანის შეხვედრის შესახებ, სადაც კოლექტიური "ნაცმოძრაობა“ - პარტიები, ენჯეოები და ტელევიზიები შეიკრიბნენ და დაგეგმეს, როგორ უნდა მოეწყოთ რევოლუცია, როდესაც (ხაზს ვუსვამ - როდესაც და არა თუ) ივნისში კანდიდატის სტატუსს არ მოგვანიჭებდნენ.ეს ჩვენი გულწრფელი ახალგაზრდა პირველი გავიდა აქციაზე, როდესაც კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს. მან ყველაფერზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა და კითხვაც არ დაუსვამს იმაზე, თუ რატომ არ მიანიჭეს სტატუსი საქართველოს და მიანიჭეს მოლდოვას, რომელიც დსთ-ს წევრია, რუსეთთან სანქციებს თავადაც არ მიუერთდა და თუკი რაიმეთი გამოირჩევა, კორუფცია და გაუმართავი სახელმწიფო ინსტიტუტებია. გულწრფელ ახალგაზრდას კითხვები მაშინაც არ გასჩენია, როდესაც ევროკომისიამ რამდენიმე თვეში ქულებით შეფასება გამოაქვეყნა და გაირკვა, რომ საქართველო კანდიდატ მოლდოვასაც და კანდიდატ ბოსნიასაც დიდი უპირატესობით უსწრებდა.

გულწრფელმა ახალგაზრდამ მაშინ გააზიარა ნაციონალი პოლიტიკოსების, "ენჯეოშნიკების“ და ჟურნალისტების განცხადებები იმის შესახებ, რომ სტატუსის ვერმიღებით საქართველომ 14 მილიარდი ევრო დაკარგა და ქვეყანამ მყისიერი გამდიდრების შანსი გაუშვა ხელიდან. წელიწად-ნახევარში ეს გულწრფელი ახალგაზრდა საერთოდ არ გაბრაზებულა, როდესაც იმავე ადამიანებმა მას უთხრეს, რომ თურმე, კანდიდატის სტატუსი არავითარი ფინანსურ-ეკონომიკური სარგებლის მომცემი არ ყოფილა.შუალედში, ამ გულწრფელმა ახალგაზრდამ გააზიარა სხვადასხვა სტილის ნაციონალების არაერთი განცხადება იმის შესახებ, რომ ამ ხელისუფლებით საქართველო ვერასოდეს მიიღებდა კანდიდატის სტატუსს. თუმცა, დღემდე ეს პოსტებიც კი არ წაუშლია, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი "ქართული ოცნების“ პირობებში უკვე მიიღო. გასული წლის დეკემბერში ის არ მივიდა აქციაზე, სადაც ხელისუფლებამ და ევროკავშირის ელჩებმა კანდიდატის სტატუსი ერთად აღვნიშნეთ.მოკლედ, ამდენი შეცდომის მიუხედავად, ეს ჩვენი გულწრფელი ახალგაზრდა დღესაც აქციაზე დგას.

არც ქართული კანონი წაუკითხავს და მით უმეტეს, არც რუსული, თუმცა, აქვს რწმენა, რომ ქართული კანონი რუსულია. ხშირად აზიარებს ხოლმე ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორების და "ენჯეოშნიკების“ ვიდეოებს, სადაც ეს ადამიანები ათას ტყუილს ამბობენ. ის კი, ამ ყველაფერს არც ამოწმებს, რადგან მისთვის ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორიც და "ენჯეოშნიკიც“ ღმერთის სწორია, რომლის სიტყვასაც გადამოწმება საერთოდ არ სჭირდება.ამ ყველაფრის ფონზე, დღის წესრიგში დგება საკითხი: ვის უნდა გაჰყვეს ხელისუფლება - საშუალო ინტელექტის მქონე ამ გულწრფელ ახალგაზრდას და მის თანამოაზრეებს, თუ იმ ახალგაზრდა, საშუალო ასაკის და ასაკოვან ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც გასული 3 წლის მანძილზე მოვლენებს სწორად აანალიზებდნენ, არცერთ ხელოვნურად შემოგდებულ პროვოკაციას არ აყვნენ და სახელმწიფოს სიმყარის შენარჩუნებაში დაეხმარნენ?

  • ერთი თვის წინ საინტერესო კვლევა ჩავატარეთ. გამოვიკითხეთ, ამომრჩევლის რამდენი პროცენტი უჭერდა მხარს "ქართულ ოცნებას“ ინტელექტის დონის მიხედვით. რესპონდენტების ინტელექტი, ანუ IQ შევამოწმეთ და ისინი მაღალი, საშუალო და დაბალი ინტელექტის კატეგორიებად დავყავით. კვლევით დადგინდა, რომ "ქართულ ოცნებას“ მარტში ამომრჩევლის 61,3 პროცენტი უჭერდა მხარს. ამასთან, მაღალი ინტელექტის მქონე ამომრჩეველში ჩვენი მხარდაჭერა 73,8 პროცენტი იყო, ხოლო საშუალო ინტელექტის მქონე ამომრჩეველში - მხოლოდ 45,6 პროცენტი.

ზოგადად, სახელმწიფოსთვის ყველაზე საშიში საშუალო ინტელექტისა და ცოდნის მქონე ადამიანების დომინირებაა, რასაც დანინგ-კრუგერის თეორიაც ადასტურებს. ამ თეორიის თანახმად, საშუალო ინტელექტისა და ცოდნის მქონე ადამიანს ახასიათებს თავდაჯერებულობის ყველაზე მაღალი ხარისხი. ადამიანს, რომელსაც კანონი არ წაუკითხავს, მაგრამ ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორისგან და ოკეანის გაღმიდან მოისმინა, რომ ეს კანონი რუსულია, ყველაზე მყარად სწამს, რომ მის მიერ წაუკითხავი კანონი ცუდია.გულწრფელობას რაც შეეხება, მას მხოლოდ მაშინ აქვს ფასი, როდესაც ის ცოდნითა და ინტელექტით არის გამყარებული. ცოდნისა და ინტელექტის არმქონე და თავდაჯერებული ადამიანი რუსულ ტანკზე უარესია.როდესაც 29 წლის გიგლა ბერბიჭაშვილმა 70 წლის ილია ჭავჭავაძეს ესროლა, მას ღრმად სწამდა, რომ თავად იყო პროგრესული გულწრფელი ახალგაზრდა, ხოლო ილია ჭავჭავაძე - ჩამორჩენილი არაკეთილსინდისიერი მოხუცი. ბერბიჭაშვილს და მის თანამოაზრე ახალგაზრდებს ეს რწმენა ბოლშევიკურმა იდეოლოგიამ ჩაუნერგა.

მსგავსი მეთოდებით მუშაობს ფსევდოლიბერალური იდეოლოგიაც, რომელმაც კოლექტიური "ნაცმოძრაობის“ პირდაპირ თუ ირიბად მიმდევარ ახალგაზრდებს დააჯერა, რომ სწორედ ისინი არიან გულწრფელობისა და პროგრესულობის მაგალითი ამ ქვეყანაში.ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ არა ჩემი ნაცნობი გულწრფელი ახალგაზრდის მოთხოვნების მიხედვით, არამედ 29 აპრილს "ქართული ოცნების“ აქციაზე მოსული 200 ათასი ახალგაზრდა, საშუალო ასაკისა და ასაკოვანი ადამიანის კარნახით. ჩვენ ვიმოქმედებთ ქართველი ამომრჩევლის 60 პროცენტზე მეტის დაკვეთით, რომელიც "ენჯეოების“ გამჭვირვალობას და შესაბამისად, საქართველოს მშვიდობიან მომავალს მყარად და გააზრებულად უჭერს მხარს.ყველა გულწრფელ ახალგაზრდას კი, რომელიც არასწორ გზას ადგას, გულწრფელად ვთხოვ, საკუთარ წარსულ ნაბიჯებს კრიტიკულად შეხედონ, რომ სამომავლოდ მსგავსი შეცდომები აღარ დაუშვან. ასეც და ისეც, გპირდებით, რომ ქართული სახელმწიფო იზრუნებს ყველა გულწრფელ ახალგაზრდაზე, მათ შორის ისეთებზეც, რომლებიც დღეს შეცდომაში არიან შეყვანილი და ვერ აცნობიერებენ, თუ რამხელა უბედურება ააცილა მას ქართული საზოგადოების უმრავლესობამ და მის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ თავიდან. ყველა გულწრფელ ახალგაზრდას ვთხოვ, კარგად გაიაზრონ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ვიაროთ ღირსებით ევროპისკენ, რადგან ევროკავშირში შესვლა მხოლოდ ღირსებით არის შესაძლებელი. 2030 წლისთვის საქართველო სწორედ ღირსებით გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა, როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო", - წერს ირაკლი კობახიძე.