სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სახლში ამოღებული იარაღი, რასაც შსს გვაჩვენებს, ძირითადად სათამაშო თოფები და პლასტმასის სათამაშო ტყვიებია" - რას წერს უჩა აბაშიძის დედა
"სახლში ამოღებული იარაღი, რასაც შსს გვაჩვენებს, ძირითადად სათამაშო თოფები და პლასტმასის სათამაშო ტყვიებია" - რას წერს უჩა აბაშიძის დედა

და­კა­ვე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო ბლო­გე­რის, უჩა აბა­ში­ძის დედა ლია თო­დუა აცხა­დებს, რომ სახ­ლში ამო­ღე­ბუ­ლი ია­რა­ღი, რო­მელ­საც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს, ძი­რი­თა­დად სა­თა­მა­შოა - სა­თა­მა­შო თო­ფე­ბი და ტყვი­ე­ბი.

მი­სი­ვე თქმით, სუ­რათ­ზე მხო­ლოდ ორი ნამ­დვი­ლი ია­რა­ღია და ორი­ვე უჩას სა­ხელ­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რად რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი.

"სახ­ლში ამო­ღე­ბუ­ლი ია­რა­ღი, რა­საც შსს გვაჩ­ვე­ნებს, ძი­რი­თა­დად სა­თა­მა­შო თო­ფე­ბი და პლასტმა­სის სა­თა­მა­შო ტყვი­ე­ბია - იმი­ტომ რომ სტრა­ი­კბოლს თა­მა­შობს უჩა მთე­ლი ცხოვ­რე­ბა. ამ სუ­რათ­ზე ორი ნამ­დვი­ლი ია­რა­ღია მხო­ლოდ და ორი­ვე - უჩას სა­ხელ­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რად რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია“, - წერს უჩა აბა­ში­ძის დედა.

შე­გახ­სე­ნებთ, სამ­ხედ­რო ბლო­გე­რი უჩა აბა­ში­ძე სა­კუ­თარ სახ­ლში და­ა­კა­ვეს. მა­ნამ­დე მის სახ­ლში პო­ლი­ცია რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ატა­რებ­და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებს, რა დრო­საც მას ად­ვო­კატ­თან და­რეკ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცეს.

და­კა­ვე­ბის შემ­დეგ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ უჩა აბა­ში­ძის და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა. უწყე­ბა გან­მარ­ტავს, რომ უჩა აბა­ში­ძის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი სხვა­დას­ხვა სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბის, კერ­ძოდ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ვებგ­ვერ­დებ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი კი­ბერ­შე­ტე­ვის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ჩა­ტარ­და, სა­ი­და­ნაც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჩხრე­კის შე­დე­გად უკა­ნო­ნო ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი და საბ­რძო­ლო მა­სა­ლა ამო­ი­ღეს. უჩა აბა­ში­ძე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის და­ა­კა­ვეს, რაც ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვას გუ­ლის­ხმობს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"სახლში ამოღებული იარაღი, რასაც შსს გვაჩვენებს, ძირითადად სათამაშო თოფები და პლასტმასის სათამაშო ტყვიებია" - რას წერს უჩა აბაშიძის დედა

"სახლში ამოღებული იარაღი, რასაც შსს გვაჩვენებს, ძირითადად სათამაშო თოფები და პლასტმასის სათამაშო ტყვიებია" - რას წერს უჩა აბაშიძის დედა

დაკავებული სამხედრო ბლოგერის, უჩა აბაშიძის დედა ლია თოდუა აცხადებს, რომ სახლში ამოღებული იარაღი, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, ძირითადად სათამაშოა - სათამაშო თოფები და ტყვიები.

მისივე თქმით, სურათზე მხოლოდ ორი ნამდვილი იარაღია და ორივე უჩას სახელზე ოფიციალურად რეგისტრირებული.

"სახლში ამოღებული იარაღი, რასაც შსს გვაჩვენებს, ძირითადად სათამაშო თოფები და პლასტმასის სათამაშო ტყვიებია - იმიტომ რომ სტრაიკბოლს თამაშობს უჩა მთელი ცხოვრება. ამ სურათზე ორი ნამდვილი იარაღია მხოლოდ და ორივე - უჩას სახელზე ოფიციალურად რეგისტრირებულია“, - წერს უჩა აბაშიძის დედა.

შეგახსენებთ, სამხედრო ბლოგერი უჩა აბაშიძე საკუთარ სახლში დააკავეს. მანამდე მის სახლში პოლიცია რამდენიმე საათის განმავლობაში ატარებდა საგამოძიებო მოქმედებებს, რა დროსაც მას ადვოკატთან დარეკვის საშუალება არ მისცეს.

დაკავების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უჩა აბაშიძის დაკავების შესახებ განცხადება გაავრცელა. უწყება განმარტავს, რომ უჩა აბაშიძის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედებები სხვადასხვა სამთავრობო უწყების, კერძოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ვებგვერდებზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტებზე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა, საიდანაც სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. უჩა აბაშიძე სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.