პარტია "ახალის" წევრს, ნოდარ ჩაჩანიძეს თავს დაესხნენ. ნოდარ ჩაჩანიძის განცხადებით, თავდამსხმელებს მანქანა ელოდებოდა და ადგილი მისი საშუალებით დატოვეს.
მისივე თქმით, თავდამსხმელებს პირბადეები და კაპიუშონი ეკეთათ.
"ორი ადამიანი მელოდებოდა სადარბაზოსთან, ორი ადამიანი კიდევ მანქანაში იჯდა. წამოვიდნენ ორი მხრიდან. მე და ჩელე ერთად წამოვედით და მასაც დახვდნენ და მეც. მირტყეს წიხლები, წავიქეცი და რამდენიმე წამში წავიდნენ. ძალიან მალე მოხდა ყველაფერი. ხალხი იყო ირგვლივ ბევრი და ვერ შეძლეს ცემის დიდხანს გაგრძელება.“, - განაცხადა ნოდარ ჩაჩანიძემ.
წაიკითხეთ ასევე: