ავტორი:

შეიხის "სისხლიანი გეგმა" საუკუნის ყველაზე დიდი ცათამბჯენის ასაშენებლად, რომელიც უდაბნოს გადაკვეთს - "დაზვერვის ოფიცერმა სასტიკ მისიას თავი აარიდა"

შეიხის "სისხლიანი გეგმა" საუკუნის ყველაზე დიდი ცათამბჯენის ასაშენებლად, რომელიც უდაბნოს გადაკვეთს - "დაზვერვის ოფიცერმა სასტიკ მისიას თავი აარიდა"

საუდის არაბეთის არმიის ძალებს, სავარაუდოდ, დაევალათ ხალხის მოკვლა, რათა გზა გაეთავისუფლებინათ მეგა ქალაქის მშენებლობისთვის. როგორც დაზვერვის ყოფილმა თანამშრომელმა განაცხადა, მას უფლება მისცეს გამოეყენებინა "სასიკვდილო ძალა" ნებისმიერი "აჯანყებულის" წინააღმდეგ, რომელიც უარს იტყოდა სახლის დატოვებაზე.

მისი თქმით, ერთ-ერთი სოფლის მცხოვრები დახვრიტეს გამოსახლების წინააღმდეგ პროტესტის გამო.

2020 წლის აპრილის ბრძანებაში ნათქვამია, რომ ჰუვაიტატის ტომი, რომელიც თაბუკში თაობების განმავლობაში ცხოვრობს, "ბევრი მეამბოხისგან" შედგება, მათი უმეტესობა უდაბნოში ცათამბჯენის აშენების და წინაპრების მიწის დატოვების წინააღმდეგია. შესაბამისად, საუდის არაბეთის მთავრობამ დაზვერვას უფლება მისცა მოეკლათ ყველა, ვინ მათ წინააღმდეგ წასვლას გაბედავდა.

ყოფილმა დაზვერვის ოფიცერმა თქვა, რომ მან მისიას თავი გამოგონილი სამედიცინო მიზეზების გამო ააცილა, მაგრამ როგორც ამბობს, სისასტიკე დღემდე გრძელდება. BBC- ის ინფორმაციით, აბდულ რაჰიმ ალ-ჰუვეიტი საუდის არაბეთის ხელისუფლებამ მას შემდეგ მოკლა, რაც მან უარი თქვა მიწის დათმობაზე.

საუდის არაბეთის სახელმწიფო უშიშროება იმ დროს ამტკიცებდა, რომ სოფლის მცხოვრებმა ცეცხლი გაუხსნა უსაფრთხოების ძალებს და მათ სხვა გზა არ ჰქონდათ, გარდა საპასუხო მოქმედებისა. გაეროს და ALQST ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ორგანიზაციის ცნობით, სულ მცირე 47 მოქალაქე მოკლეს, 40 ამ დრომდე პატიმრობაში რჩება, მათგან ხუთს სიკვდილი მიუსაჯეს.

ამერიკელმა ბიზნესმენმა ენდრიუ ვირტმა, რომელიც ნეომს 2020 წლის მარტში შეუერთდა, ამ ამბის გაგების შემდეგ პროექტი დატოვა.

  • ნეომი

ახალი ქალაქი საუდის არაბეთის 2030 წლის „ხედვის“ პროექტის ნაწილია. მის აღსრულების პროცესს სათავეში უდგას მუჰამედ ბინ სალმანი, საუდის არაბეთის პრინცი, რომელმაც ახალ ქალაქს The Line (ხაზი) უწოდა წრფივი ფორმის დაგეგმარების გამო. პროექტი ნეომის (NEOM), ეკოსისტემის შესანარჩუნებლად შექმნილი ფუტურისტული ქალაქის ნაწილია და იგი 170 კმ-ზე იქნება გადაჭიმული, გათვლილი 1 მილიონ მაცხოვრებელზე.

ქალაქს აქვს პოტენციალი გააუმჯობესოს ენერგოეფექტურობა, გააძლიეროს მობილურობა და საზოგადოებრივი უსაფრთხოება. მისი მიზანია შექმნას ეკოსისტემა, რომელიც ხელს უწყობს პარტნიორობას ბიზნესებს, აკადემიურ ინსტიტუტებსა და სტარტაპებს შორის.

წყარო: thesun

წაიკითხეთ ასევე: