მასიური საკრუიზო გემი გადაშენების პირას მყოფ ვეშაპს დაეჯახა. საზღვაო ექსპერტების თქმით, ლაინერი მკვდარ ძუძუმწოვარს რამდენიმე საათის განმავლობაში მიათრევდა. 44 ფუტის ზრდასრული მდედრი ვეშაპი ბრუკლინის პორტში იპოვეს. ვარაუდობდნენ, რომ ვეშაპი გემის დაჯახებამდე მკვდარი იყო, თუმცა, რობ დიჯოვანი, ატლანტიკური საზღვაო კონსერვაციის საზოგადოების დამფუძნებელი და მთავარი მეცნიერი ამბობს, რომ "მისი სიკვდილი გემთან ურთიერთქმედებამ გამოიწვია“.
ტრაგიკული მოვლენა, სამწუხაროდ, იშვიათი არაა, მაგრამ ამ გზით დაღუპული ვეშაპების ზუსტი რიცხვის დადგენა შეუძლებელია, რადგან მათი უმეტესობა დაჯახების შემდეგ ოკეანის ფსკერზე იძირება.
წყარო: nypost