პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვეღარ ვხედავ ჩემს როლსა და რესურსს ამ მიმართულებით: ევროპისკენ მივდიოდე და ევროპისგან ვიცავდე თავს" - საფრანგეთსა და მონაკოში საქართველოს ელჩი თანამდებობას ტოვებს
"ვეღარ ვხედავ ჩემს როლსა და რესურსს ამ მიმართულებით: ევროპისკენ მივდიოდე და ევროპისგან ვიცავდე თავს" - საფრანგეთსა და მონაკოში საქართველოს ელჩი თანამდებობას ტოვებს

საფ­რან­გეთ­სა და მო­ნა­კო­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი, გოჩა ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბას ტო­ვებს. ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ვრცე­ლი პოს­ტი მან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

"ჩემი დუ­მი­ლით გა­მოწ­ვე­უ­ლი ეჭვი რომ გავ­ფან­ტო სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ მო­მა­ვალ­ზე ჩემს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ევ­რო­პის დღე­სას­წა­ულ­ზე სი­ტყვა-სი­ტყვით გა­ვი­მე­ო­რებ, რაც შარ­შან იმ რთულ დღე­ებ­ში გულ­წრფე­ლად ვთქვი და დღე­საც აქ­ტუ­ა­ლუ­რი მგო­ნია: "ევ­რო­პა არ არის მხო­ლოდ სა­ზღვრე­ბით გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი სივ­რცე. ევ­რო­პა უპირ­ვე­ლე­სად ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თა ერ­თობ­ლი­ო­ბაა. ევ­რო­პე­ლო­ბა ამ ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თა ერ­თგუ­ლე­ბაა.

სა­ქარ­თვე­ლო, რო­მელ­საც მე ვემ­სა­ხუ­რე­ბი, არ გახ­ლავთ არც მხო­ლოდ მთავ­რო­ბა და არც მხო­ლოდ ოპო­ზი­ცია. არც ერთი და არც მე­ო­რე არ აერ­თი­ა­ნებს სა­კუ­თარ თავ­ში ქვეყ­ნის აწ­მყო­სა და მო­მა­ვალს. მხო­ლოდ ხალ­ხი, მისი ის­ტო­რია, კულ­ტუ­რა გან­სა­ზღვრავს ქვეყ­ნის ისეთ ფუნ­და­მენ­ტურ მი­სი­ას, რო­გო­რი­ცაა მისი სუ­ლი­ე­რი და კულ­ტუ­რუ­ლი იდენ­ტო­ბა.ჩვენ წი­ნა­პარ­თა ნება და ან­დერ­ძია ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი.

წარ­სუ­ლი­სა და მო­მავ­ლის გა­აზ­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლო ერ­თგუ­ლი დარ­ჩე­ბა ევ­რო­პუ­ლი გე­ზის. მე ამ გეზს ვემ­სა­ხუ­რე­ბი ჩემი მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი საქ­მით. ეს არის ჩემი მრწამ­სი­ცა და მო­ქა­ლა­ქის პო­ზი­ცი­აც. დღემ­დე მთე­ლი შეგ­ნე­ბით და გულ­წრფე­ლო­ბით ვემ­სა­ხუ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ საქ­მეს. სხვა არც გეზი მეს­მის და არც საქ­მე“.30 წე­ლია ვმსა­ხუ­რობ ქარ­თულ დიპ­ლო­მა­ტი­ა­ში, 10 წელი ვას­წავ­ლი­დი ევ­რო­პულ ინ­ტეგ­რა­ცი­ას. მეც მჯე­რა და სტუ­დენ­ტებ­საც ვარ­წმუ­ნებ­დი, რომ ევ­რო­პუ­ლი კულ­ტუ­რი­სა და მო­მავ­ლის ქვე­ყა­ნა ვართ. ევ­რო­პაა ჩვე­ნი ად­გი­ლი. ვარ­წმუ­ნებ­დი, რომ ევ­რო­პას ჩვენ სტე­რი­ლუ­რი ერი კი არ ვჭირ­დე­ბით, არა­მედ ჩვე­ნი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბით, ჩვე­ნი უნი­კა­ლუ­რი ენით, ან­ბა­ნი­თა და პო­ლი­ფო­ნი­ით, ჩვე­ნი მდი­და­რი ტრა­დი­ცი­ე­ბი­თა და უძ­ვე­ლე­სი კულ­ტუ­რით, ჩვე­ნი ხიბ­ლი­თა და ლა­ზა­თით უნდა გა­ვამ­დიდ­როთ ევ­რო­პა მეთ­ქი.

ამის გულ­წრფე­ლად რომ არ მჯე­რო­დეს, აქამ­დეც ვე­რა­ვინ გა­მა­ჩე­რებ­და ამ სამ­სა­ხურ­ში.იმა­საც და­ვა­მა­ტებ, რომ მტკი­ცედ მჯე­რა, სა­ქარ­თვე­ლო უკვე საკ­მა­რი­სად გაძ­ლი­ერ­და ეროვ­ნულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ში, თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ფასი ვი­ცით. ქარ­თველ­მა ერმა რუ­სე­თი­სა­გან იმ­დე­ნი ნახა და გა­ნი­ცა­და, რომ ქარ­თუ­ლი მიწა ვე­ღა­რა­სო­დეს იქ­ნე­ბა ნოყი­ე­რი რუ­სუ­ლი თეს­ლი­სა და ნერ­გის­თვის.

პი­რა­დად მე არა­ვის ვიც­ნობ ჩემს ირ­გვლივ, არც მთავ­რო­ბა­ში და არც დიპ­ლო­მა­ტებ­ში ღიად პრო­რუსს, მეს­მის, რომ ეს შე­იძ­ლე­ბა ერ­თგვა­რი ტაქ­ტი­კა იყოს, გარ­კვე­უ­ლი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად. თუმ­ცა, მე ვე­ღარ ვხე­დავ ჩემს როლ­სა და რე­სურსს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით: ევ­რო­პის­კენ მივ­დი­ო­დე და ევ­რო­პის­გან ვი­ცავ­დე თავს. ის გა­რე­მო და გან­წყო­ბა, რო­მე­ლიც რე­ინ­კარ­ნი­რე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის გამო ჩვენს მე­გობ­რებ­თან და უცხო­ელ პარტნი­ო­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში შე­იქ­მნა, უკი­დუ­რე­სად არ­თუ­ლებს პი­რა­დად ჩემი, რო­გორც საფ­რან­გე­თის რეს­პუბ­ლი­კა­სა და მო­ნა­კო­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელ­ჩის მი­სი­ას. შე­სა­ბა­მი­სად, უკვე მივ­მარ­თე ჩემს უშუ­ა­ლო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას თხოვ­ნით, ვა­დამ­დე შე­მი­წყდეს და­კა­ვე­ბულ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა.

ასე­ვე გულ­წრფე­ლად ვი­ტყვი, რომ პრო­ტეს­ტი­ცა და კმა­ყო­ფი­ლე­ბაც არ­ჩევ­ნებ­ზე უნდა გა­მოვ­ხა­ტოთ. არ მინ­და ჩემი გულ­წრფე­ლი აზრი პო­ლი­ტი­კურ დე­მარ­შად იქ­ნას აღ­ქმუ­ლი ვინ­მეს სა­სარ­გებ­ლოდ ან ვინ­მეს სა­ზი­ა­ნოდ. მინ­და, დიდი ხნის ყოყ­მა­ნის შემ­დეგ გავ­თა­ვი­სუფ­ლდე იმ ტვირ­თის­გან, რო­მელ­საც ვგრძნობ ვე­ღარ ვე­რე­ვი.თუნ­დაც ვცდე­ბო­დე, არ ვი­ნა­ნებ. მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი სინ­დი­სის კარ­ნა­ხით ვიქ­ცე­ვი. იმა­საც ვაც­ნო­ბი­ე­რებ, ბევ­რს გულს ვატ­კენ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით და ამას უფრო გან­ვიც­დი.მო­მა­ვალ­შიც, სა­დაც არ უნდა ვიყო, მუ­დამ ვიქ­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის მხარ­დამ­ჭე­რი და გულ­შე­მატ­კი­ვა­რი", - წერს გოჩა ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"ვეღარ ვხედავ ჩემს როლსა და რესურსს ამ მიმართულებით: ევროპისკენ მივდიოდე და ევროპისგან ვიცავდე თავს" - საფრანგეთსა და მონაკოში საქართველოს ელჩი თანამდებობას ტოვებს

"ვეღარ ვხედავ ჩემს როლსა და რესურსს ამ მიმართულებით: ევროპისკენ მივდიოდე და ევროპისგან ვიცავდე თავს" - საფრანგეთსა და მონაკოში საქართველოს ელჩი თანამდებობას ტოვებს

საფრანგეთსა და მონაკოში საქართველოს ელჩი, გოჩა ჯავახიშვილი თანამდებობას ტოვებს. ამ თემასთან დაკავშირებით ვრცელი პოსტი მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

"ჩემი დუმილით გამოწვეული ეჭვი რომ გავფანტო საქართველოს ევროპულ მომავალზე ჩემს დამოკიდებულებასთან დაკავშირებით, ევროპის დღესასწაულზე სიტყვა-სიტყვით გავიმეორებ, რაც შარშან იმ რთულ დღეებში გულწრფელად ვთქვი და დღესაც აქტუალური მგონია: "ევროპა არ არის მხოლოდ საზღვრებით გარშემორტყმული სივრცე. ევროპა უპირველესად ღირებულებათა ერთობლიობაა. ევროპელობა ამ ღირებულებათა ერთგულებაა.

საქართველო, რომელსაც მე ვემსახურები, არ გახლავთ არც მხოლოდ მთავრობა და არც მხოლოდ ოპოზიცია. არც ერთი და არც მეორე არ აერთიანებს საკუთარ თავში ქვეყნის აწმყოსა და მომავალს. მხოლოდ ხალხი, მისი ისტორია, კულტურა განსაზღვრავს ქვეყნის ისეთ ფუნდამენტურ მისიას, როგორიცაა მისი სულიერი და კულტურული იდენტობა.ჩვენ წინაპართა ნება და ანდერძია ჩვენი სამშობლოს ევროპული მომავალი.

წარსულისა და მომავლის გააზრებით საქართველო ერთგული დარჩება ევროპული გეზის. მე ამ გეზს ვემსახურები ჩემი მოკრძალებული საქმით. ეს არის ჩემი მრწამსიცა და მოქალაქის პოზიციაც. დღემდე მთელი შეგნებით და გულწრფელობით ვემსახურები საქართველოს ევროპულ საქმეს. სხვა არც გეზი მესმის და არც საქმე“.30 წელია ვმსახურობ ქართულ დიპლომატიაში, 10 წელი ვასწავლიდი ევროპულ ინტეგრაციას. მეც მჯერა და სტუდენტებსაც ვარწმუნებდი, რომ ევროპული კულტურისა და მომავლის ქვეყანა ვართ. ევროპაა ჩვენი ადგილი. ვარწმუნებდი, რომ ევროპას ჩვენ სტერილური ერი კი არ ვჭირდებით, არამედ ჩვენი თავისებურებებით, ჩვენი უნიკალური ენით, ანბანითა და პოლიფონიით, ჩვენი მდიდარი ტრადიციებითა და უძველესი კულტურით, ჩვენი ხიბლითა და ლაზათით უნდა გავამდიდროთ ევროპა მეთქი.

ამის გულწრფელად რომ არ მჯეროდეს, აქამდეც ვერავინ გამაჩერებდა ამ სამსახურში.იმასაც დავამატებ, რომ მტკიცედ მჯერა, საქართველო უკვე საკმარისად გაძლიერდა ეროვნულ ღირებულებებში, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ფასი ვიცით. ქართველმა ერმა რუსეთისაგან იმდენი ნახა და განიცადა, რომ ქართული მიწა ვეღარასოდეს იქნება ნოყიერი რუსული თესლისა და ნერგისთვის.

პირადად მე არავის ვიცნობ ჩემს ირგვლივ, არც მთავრობაში და არც დიპლომატებში ღიად პრორუსს, მესმის, რომ ეს შეიძლება ერთგვარი ტაქტიკა იყოს, გარკვეული მიზნის მისაღწევად. თუმცა, მე ვეღარ ვხედავ ჩემს როლსა და რესურსს ამ მიმართულებით: ევროპისკენ მივდიოდე და ევროპისგან ვიცავდე თავს. ის გარემო და განწყობა, რომელიც რეინკარნირებული კანონპროექტის გამო ჩვენს მეგობრებთან და უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობაში შეიქმნა, უკიდურესად ართულებს პირადად ჩემი, როგორც საფრანგეთის რესპუბლიკასა და მონაკოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მისიას. შესაბამისად, უკვე მივმართე ჩემს უშუალო ხელმძღვანელობას თხოვნით, ვადამდე შემიწყდეს დაკავებულ თანამდებობაზე უფლებამოსილება.

ასევე გულწრფელად ვიტყვი, რომ პროტესტიცა და კმაყოფილებაც არჩევნებზე უნდა გამოვხატოთ. არ მინდა ჩემი გულწრფელი აზრი პოლიტიკურ დემარშად იქნას აღქმული ვინმეს სასარგებლოდ ან ვინმეს საზიანოდ. მინდა, დიდი ხნის ყოყმანის შემდეგ გავთავისუფლდე იმ ტვირთისგან, რომელსაც ვგრძნობ ვეღარ ვერევი.თუნდაც ვცდებოდე, არ ვინანებ. მხოლოდ საკუთარი სინდისის კარნახით ვიქცევი. იმასაც ვაცნობიერებ, ბევრს გულს ვატკენ ამ გადაწყვეტილებით და ამას უფრო განვიცდი.მომავალშიც, სადაც არ უნდა ვიყო, მუდამ ვიქნები საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერი და გულშემატკივარი", - წერს გოჩა ჯავახიშვილი.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"