პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტვინის შერყევა მაქვს, ასევე ბევრ ადგილას დაჟეჟილობა - ეს იყო ლაჩრული ჩასაფრება, ხელისუფლების მხრიდან ორგანიზებული, მაგრამ ამისი არ გვეშინია" - გია ჯაფარიძე
"ტვინის შერყევა მაქვს, ასევე ბევრ ადგილას დაჟეჟილობა - ეს იყო ლაჩრული ჩასაფრება, ხელისუფლების მხრიდან ორგანიზებული, მაგრამ ამისი არ გვეშინია" - გია ჯაფარიძე

"ჭავ­ჭა­ვა­ძის ცენ­ტრის“ მკვლე­ვა­რი გია ჯა­ფა­რი­ძე, რო­მელ­საც უც­ნო­ბი პი­რე­ბი ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ, აღ­ნიშ­ნავს, რომ მას ტვი­ნის შერ­ყე­ვა და სხე­ულ­ზე და­ჟე­ჟი­ლო­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა.

რო­გორც ის აღ­ნიშ­ნავს, ლაჩ­რუ­ლი ჩა­საფ­რე­ბა მო­უ­წყვეს, რაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან იყო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი.

"ტვი­ნის შერ­ყე­ვა მაქვს, ასე­ვე ბევრ ად­გი­ლას და­ჟე­ჟი­ლო­ბა. ხან­და­ხან უნდა გა­ი­ლა­ხო სამ­შობ­ლოს­თვის ეს არაა პრობ­ლე­მა, ამით ვე­რა­ვის შე­ა­ში­ნე­ბენ. ეს იყო ლაჩ­რუ­ლი ჩა­საფ­რე­ბა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი, მაგ­რამ ამი­სი არ გვე­ში­ნია. ისევ იმა­ვეს გა­ვი­მე­ო­რებ, არა რუ­სულ კა­ნონს და არა რუ­სულ რე­ჟიმს!

მე და­ვი­ბა­დე საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში. ბავ­შვო­ბი­დან აქ­ტი­უ­რი ვი­ყა­ვი საბ­ჭო­თა რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ, კო­მუ­ნის­ტე­ბის არ მე­ში­ნო­და. არ მგო­ნია, სერ­გო ორ­ჯო­ნი­კი­ძე­ე­ბის, მა­მია ორა­ხე­ლაშ­ვი­ლე­ბი­სა და ფი­ლი­პე მა­ხა­რა­ძე­ე­ბის ჩი­ნურ­მა ვერ­სი­ებ­მა შეგ­ვა­ში­ნოს. ბრძო­ლა გრძელ­დე­ბა, უნდა ვი­ყოთ მტკი­ცე და და­უღ­ლე­ლე­ბი, ეს და­ში­ნე­ბის მცდე­ლო­ბაა, მაგ­რამ გარ­წმუ­ნებთ ვერ შეგ­ვა­ში­ნე­ბენ“, - აღ­ნიშ­ნავს ჯა­ფა­რი­ძე "მთა­ვა­რი არ­ხის­თვის“ გაგ­ზავ­ნილ ვი­დე­ო­კო­მენ­ტარ­ში.

ცნო­ბის­თვის, "ჭავ­ჭა­ვა­ძის ცენ­ტრის" მკვლე­ვარს, გია ჯა­ფა­რი­ძეს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ. მას ქალა-ტვი­ნის ტრავ­მა აქვს, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია და უტარ­დე­ბა კვლე­ვე­ბი. ამას­თან, გუ­შინ, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რს, დი­მიტ­რი ჩი­ქო­ვანს სა­კუ­თარ სახ­ლთან და­ესხნენ თავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"ტვინის შერყევა მაქვს, ასევე ბევრ ადგილას დაჟეჟილობა - ეს იყო ლაჩრული ჩასაფრება, ხელისუფლების მხრიდან ორგანიზებული, მაგრამ ამისი არ გვეშინია" - გია ჯაფარიძე

"ტვინის შერყევა მაქვს, ასევე ბევრ ადგილას დაჟეჟილობა - ეს იყო ლაჩრული ჩასაფრება, ხელისუფლების მხრიდან ორგანიზებული, მაგრამ ამისი არ გვეშინია" - გია ჯაფარიძე

"ჭავჭავაძის ცენტრის“ მკვლევარი გია ჯაფარიძე, რომელსაც უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ, აღნიშნავს, რომ მას ტვინის შერყევა და სხეულზე დაჟეჟილობები აღენიშნება.

როგორც ის აღნიშნავს, ლაჩრული ჩასაფრება მოუწყვეს, რაც ხელისუფლების მხრიდან იყო ორგანიზებული.

"ტვინის შერყევა მაქვს, ასევე ბევრ ადგილას დაჟეჟილობა. ხანდახან უნდა გაილახო სამშობლოსთვის ეს არაა პრობლემა, ამით ვერავის შეაშინებენ. ეს იყო ლაჩრული ჩასაფრება, რასაკვირველია, ხელისუფლების მხრიდან ორგანიზებული, მაგრამ ამისი არ გვეშინია. ისევ იმავეს გავიმეორებ, არა რუსულ კანონს და არა რუსულ რეჟიმს!

მე დავიბადე საბჭოთა კავშირში. ბავშვობიდან აქტიური ვიყავი საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ, კომუნისტების არ მეშინოდა. არ მგონია, სერგო ორჯონიკიძეების, მამია ორახელაშვილებისა და ფილიპე მახარაძეების ჩინურმა ვერსიებმა შეგვაშინოს. ბრძოლა გრძელდება, უნდა ვიყოთ მტკიცე და დაუღლელები, ეს დაშინების მცდელობაა, მაგრამ გარწმუნებთ ვერ შეგვაშინებენ“, - აღნიშნავს ჯაფარიძე "მთავარი არხისთვის“ გაგზავნილ ვიდეოკომენტარში.

ცნობისთვის, "ჭავჭავაძის ცენტრის" მკვლევარს, გია ჯაფარიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას ქალა-ტვინის ტრავმა აქვს, მისი მდგომარეობა სტაბილურია და უტარდება კვლევები. ამასთან, გუშინ, "ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს საკუთარ სახლთან დაესხნენ თავს.